სახეზე გაწერიათ: საშიში დაავადებების 8 ნიშანი, რომლებიც სახეზე ჩნდება

903

ხანდახან, სწორი დიაგნოზის დასასმელად, მრავალი გამოკვლევისა და ათობით ანალიზის გაკეთებაა საჭირო. ხანდახან კი პაციენტის სახეზე ყურადღებით დაკვირვებაც საკმარისია. Paparazzi.ge-ის რედაქციამ თავი მოუყარა სერიოზული დაავადებების იმ ნიშნებს, რომლებიც სახეზე გვაწერია და რომელთა შემჩნევის შემდეგ, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ.

1. მშრალი, აქერცლილი კანი და ტუჩები

ეს სერიოზული გაუწყლოების პირველი ნიშანია. აგრეთვე, გამომშრალი კანი და ტუჩები საოფლე ჯირკვლების მუშაობის დარღვევაზეც მიუთითებს, რაც, თავის მხრივ, დიაბეტის განვითარებასთან ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. გარდა ამისა, მშრალი კანი შეიძლება ეკზემის, ფსორიაზის, დერმატიტის ან პრეპარატზე ალერგიული რეაქციის შედეგიც იყოს.

2. ჭარბი თმა სახეზე

თმა, რომელიც სახეზე იწყებს ზრდას, განსაკუთრებით კი ყბის, ნიკაპისა და ზედა ტუჩის ზოლში, საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის სიმპტომი შეიძლევა იყოს. ამ დროს ქალის ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების დონე საგრძნობლად იზრდება.

3. პატარა ყვითელი ლაქები ქუთუთოებზე 

ეს ქოლესტერინის მცირე კერებია, რომლებსაც ქსანტელაზმას უწოდებენ. ისინი გულის დაავადებების განვითარების რისკის გაზრდაზე მიუთითებენ. გარდა ამისა, 2016 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქსანტეპლაზმას მქონე პაციენტებს საერთო ქოლესტერინის მაღალი დონე და მაღალი სმი დაუფიქსირდათ.

4. ტომრები და შეშუპება თვალქვეშ

თვალქვეშ შავი წრეები და ტომრები მხოლოდ დაღლილობის ნიშანი როდია. ეს სიმპტომი შეიძლება მეტყველებდეს როგორც ქრონიკულ ალერგიაზე, ისე ჰიპოთირეოზსა და ძილის აპნოეზე.

5. სახის ასიმეტრია

აბსოლუტურად სიმეტრიული სახე არ არსებობს, თითოეული ჩვენგანის სახის ერთი მხარე მეორესგან განსხვავდება. თუმცა, თუ სახე მოულოდნელად უფრო ასიმეტრიული გახდა, ვიდრე ჩვეულებრივ, ან მისი რომელიმე ნაწილი უბრალოდ აღარაა ისეთი, როგორიც გვახსოვს – მაგალითად, ცვალებადი მიმიკის გამო – ეს შეიძლება მოახლოებული ინსულტის პირველი ნიშანი იყოს. რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს!

6. სახის ფერის ცვლილება

თუ სახეს უჩვეულო ფერი დაედო, მიმართეთ ექიმს! გაფითრება შეიძლება ანემიის სიმპტომი იყოს, მოყვითალო ფერი – ღვიძლის პრობლემების, მოლურჯო ფერი კი გულის ან ფილტვების შესაძლო დაავადებებზე მეტყველებს.

7. გამონაყარი და ლაქები

მუწუკები, გამონაყარი, წითელი ლაქები, რომლებიც სახეზე ჩნდება, საკვების მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შეიძლება მიუთითებდეს. მაგალითად, ცელიაკია, გლუტენის აუტანლობა, ხშირად, წითელი მუწუკების სახით იჩენს თავს და საშინლად ექავება. აგრეთვე, ასე შეიძლება გამოვლინდეს ალერგია, ეკზემა და როზაცეა.

8. წამწამებისა და წარბების ცვენა

წარბისა და წამწამის თმების დაკარგვა შეიძლება კეროვანი ალოპეციის ნიშანი იყოს. ესაა ავტოიმუნური დაავადება, რომელიც თმის ფოლიკულებს უტევს. სამწუხაროდ, ამ დაავადების დროს მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა შეიძლება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს