ექსპერტი გვიხსნის, თუ რატომ არ უნდა დავლიოთ კეფირი ძილის წინ

0
308

სპეციალისტი ამბობს, რომ კეფირი, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ყოველთვის არ არგებს იმ ადამიანებს, რომლებიც მას ძილის წინ მიირთმევენ. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, კერძოდ, წყლულები და გასტრიტი აწუხებთ. როგორც ის აღნიშნავს, ღამით მირთმეული კეფირი დილით უსიამოვნო შედეგებს გამოიწვევს.

დიეტოლოგი ლილიანა მაკარი ამტკიცებს, რომ კეფირის ღამით მიღება არაა რეკომენდებული მათთვის, ვისაც შაკიკის შეტევები ან ხშირი თავის ტკივილები აქვს. კეფირი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, რომლის ათვისებისთვის ორგანიზმს დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, დამსახურებული დასვენების ნაცვლად, იგი ღამითაც იმუშავებს.

ექიმმა დაამატა, რომ ღამით არამხოლოდ კეფირის, არამედ რძის სხვა პროდუქტების მოხმარებაც არ შეიძლება. ძილის დროს, მათ შეუძლია ნაწლავებში დუღილის პროცესის წამოწყება, რაც უარყოფითად აისახება საკვების მომნელებელი სისტემის ზოგად მუშაობაზე. დასვენების ნაცვლად!