რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი უსიამოვნო სუნს, კბილის ნადებს და ყელის ტკივილს მოგაშორებთ

1179

თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც წყალბადის ზეჟანგი გამოყენებული აქვს. ამჯერად „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ მისი დახმარებით კბილები მარტივად როგორ გაითეთროთ, კბილის ქვა როგორ მოიშოროთ, პირიდან უსიამოვნო სუნი და ყელის ტკივილი როგორ გააქროთ.

მოკლედ წყალბადის ზეჟანგის შესახებ

© superomsk

წყალბადის ზეჟანგი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც წყლისა და ჟანგბადისგან შედგება (H202). ეს „ჯადოსნური“ სითხე ადვილად ხელმისაწვდომია და თითქმის ნებისმიერ აფთიაქში ურეცეპტოდ იყიდება.

თუ წყალბადის ზეჟანგს სოდას დაუმატებთ, ეს ნარევი ფასდაუდებელი გახდება. ასეთი ნარევით მოიშორებთ:

  • სიყვითლეს კბილებზე
  • კბილების ნადებს
  • ნაცრისფერ კბილებს
  • კბილის ქვას
  • პირის ღრუს უსიამოვნო სუნს

როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი სწორად საუკეთესო შედეგის მისაღწევად

კბილის ჯაგრისს რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ და კბილები გაიწმინდეთ. პროცედურის შემდეგ პირში წყალი კარგად გამოივლეთ.

წყალბადის ზეჟანგისა და სოდის საფუძველზე განსაკუთრებული ნარევი მოამზადეთ. ამისთვის 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის რამდენიმე წვეთი სოდას აურიეთ ისე, რომ სპეციფიკური პასტა მიიღოთ. მიღებული პასტით კბილები რამდენიმე წუთით გაიხეხეთ, შემდეგ პირის ღრუ ჩვეულებრივი წყლით გამოივლეთ და პასტის ნარჩენები მოიშორეთ.

რჩევა:

გაითვალისწინეთ, რომ წყალბადის ზეჟანგი აგრესიულ მჟავე საშუალებას წარმოადგენს, ამიტომ კბილებთან ხანგრძლივი კონტაქტით გამოყენება არ შეიძლება. ასე კბილები და ღრძილები შეიძლება დააზიანოთ. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია წყალბადის ზეჟანგი მაქსიმუმ კვირაში ერთხელ გამოიყენოთ.

წყალბადის ზეჟანგი ყელის ტკივილის დროს

პროცედურის ჩასატარებლად გაუხსნელი წყალბადის ზეჟანგის გამოყენება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, 2 ჭიქა წყალი აიღეთ. პირველ ჭიქას რამდენიმე წვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ და ამ ხსნარით პირის ღრუ და ყელი გამოივლეთ. შემდეგ ჩვეულებრივი თბილი წყალი გამოივლეთ, რომ წყალბადის ზეჟანგის კვალი მოიშოროთ.

ყელის სავლებლად წყალბადის ზეჟანგის გამოყენებისას მაქსიმალური ეფექტი რომ მიიღოთ და ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ, რეკომენდებულია:

გამოვლება მინიმუმ ნახევარი წუთით ჩაიტაროთ.

ლორწოვან გარსზე პრეპარატის მჟავე მოქმედების გასანეიტრალებლად წყალბადის ზეჟანგით გამოყენების შემდეგ აუცილებლად თბილი, ანადუღარი წყლით ყელი გამოივლეთ.

ყელის გამოვლებამდე და შემდეგ 1 საათით საკვები არ მიიღოთ და სითხე არ დალიოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს