იორდასალამმა მიწიდან თავი ამოყო? მაშინვე შეაშველეთ სასუქი

0
78

გინდათ, ბაღში ლამაზი, ფუმფულა ყვავილები თვალს გიხარებდეთ? არ დაიზაროთ, არ გაუშვათ ხელიდან დრო და შეასუქეთ იორდასალამი მაისის პირველივე ნახევარში. ეს მნიშვნელოვანია! მე გთავაზობთ 2 ვარიანტს, თავად გადაწყვიტეთ, რომელს აირჩევთ: ქიმიურ თუ ხალხურს.

რატომ უნდა მისცეთ სასუქი იორდასალამს მაისში

სწორედ მაისის დასაწყისი არ უნდა გამოტოვოთ. გაიხსენეთ, რა დიდებული ბუჩქი აქვს ამ მცენარეს. ამ მშვენიერებისთვის იგი უდიდესი რაოდენობით აზოტს მოიხმარს.

როცა მიკროელემენტის რაოდენობა არაა საკმარისი, ბუჩქი შეუხედავი და ფერმკრთალი გამოდის. ახლა კი სწორედ ყველაზე შესაფერისი დროა აზოტის სასუქის გამოსაყენებლად. ეს იმიტომ, რომ ზაფხულისთვის მებაღე უკვე ფოსფორის დამატებაზე უნდა ფიქრობდეს – სწორედ ეს ნივთიერება აიძულებს იორდასალამს კვირტების გამოღებას.

სასუქი №1: ქიმიური ვარიანტი

ყველაზე გავრცელებული საშუალება შარდოვანა ან ანალოგიური შემადგენლობის გრანულებია. თუმცა, აუცილებლად დიდი რაოდენობით აზოტს უნდა შეიცავდეს. გაითვალისწინეთ: დრო ძალიან ცოტა გაქვთ, ამიტომ სასუქის ბუჩქის გარშემო მოყრა და სუფთა სინდისით დაძინება არ გამოვა. სასუქის ხსნარი უნდა გამოიყენოთ, რამდენადაც იორდასალამი აზოტს ასე უფრო სწრაფად აითვისებს.

  • გახსენით 1 ასანთის კოლოფი შარდოვანა მცირე რაოდენობით თბილ წყალში.
  • დაუმატეთ 10 ლ თბილი წყალი. თბილი იმიტომ, რომ იორდასალამს ესიამოვნება.
  • მოასხით ხსნარი ბუჩქის ძირას. არამხოლოდ ცენტრში, არამედ გარშემოც, ღეროებიდან 15-30 სმ დაშორებით.

დიდი შეცდომაა სასუქის მხოლოდ ცენტრში მოსხმა. იორსალამს დიდი ფესვთა სისტემა აქვს. ცენტრში დასხმისას, შემწოვი ფესვების უმეტესობას სასუქის გარეშე ტოვებთ, ამიტომ ეფექტიც ნაკლები იქნება.

სასუქი №2: ხალხური ვარიანტი

ასეთივე გზით შეიძლება თხევადი ორგანული სასუქის – ნაკელის ნაყენის გამოყენებაც. თუმცა, იგი ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, 1 ბუჩქზე არაუმეტეს 4 ლ. “პატარა” იორდასალამს 2 ლ ხსნარიც ეყოფა.

რეცეპტი უმარტივესია: 1 კგ ნაკელი 10 ლ წყალზე, აყენებთ 1 კვირით. დაასხით მხოლოდ სველ ნიადაგს, წვიმის ან მორწყვის შემდეგ. ნარჩენები კი ვარდებს მოუყარეთ ძირებთან. მათაც უყვართ ეს არომატული სასუქი!

თქვენ როგორ უვლით იორდასალამს წელიწადის ამ დროს?