მარწყვში სასუქი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შემაქვს და შედეგად დიდ წვნიან ნაყოფს ვიღებ.

0
280

Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ მარწყვის შესუქების საავტორო მეთოდს, რომელიც ყოველწლიურად მარწყვის უხვი მოსავლის მიღების საშუალებას მაძლევს.

სეზონი უკვე დაიწყო, ნაკვეთი უკვე მოვამზადე, სხვა ყველა პროცედურა ჩავატარე, შემდეგ კარგი მოსავალი რომ მივიღო.

ამის შემდეგ, ჩვეულებრივ, ვიწყებ სასუქის დამატებას. მცენარეები ჩემს რეგიონში ძალიან ცუდად იზრდება და არ ვითარდება. ახლა კი მარწყვთან მუშაობა გამიმარტივდა, რამდენადაც მხოლოდ ერთხელ, გაზაფხულზე შესუქებაც ჰყოფნის, უხვი მოსავლის მოსაცემად. დღეს სწორედ ამ საიდუმლოს გაგანდობთ.

პირველ რიგში, სასუქის დამატებამდე, ბუჩქებს დაავადებული ფოთლებისგან ვათავისუფლებ. თუ საჭიროა, მოჭერით ძველი, ხმელი ფოთლები. ეს აუცილებელი ნაბიჯია.ამის შემდეგ კი შეუდექით სასუქის მომზადებას. მთავარია, ხელთ ყველა საჭირო ინგრედიენტი გქონდეთ:

  1. ჩაასხით ათლიტრიან სათლში 3 ლ ცხელი წყალი.
  2. დაუმატეთ 1 ჩ.კ. ბორის მჟავა.
  3. დაუმატეთ 0.5 ჩ.კ. კალიუმის პერმარგანატი (მარგანცოვკა).
  4. მოურიეთ და პირთამდე გაავსეთ სათლი ჩვეულებრივი, გრილი წყლით.
  5. ჩააწვეთეთ ხსნარში 16-20 წვეთი იოდი და კიდევ ერთხელ მოურიეთ.

გამოყენების წესი:

მომზადებული სასუქი 0.5 ლ ოდენობით მოასხით მარწყვის თითოეულ ბუჩქს. მაშინაც კი, თუ თქვენს ნაკვეთზე ბუჩქები ცუდად გამოიყურება, ნუ იჩქარებთ მოჭრას – ჯერ ეს მეთოდი სცადეთ და დააკვირდით, გამოსწორდება თუ არა სიტუაცია. წესით, აყვავდება.

თქვენ რით ასუქებთ მარწყვს? გაგვიზიარეთ გამოცდილება!