რატომ ვბერდებით: პროდუქტი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას ანადგურებს

0
1417

ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. რთულია, ამ მოსაზრებას არ დავეთანხმოთ, სამწუხაროდ. მხოლოდ რეგულარული, ხარისხიანი მოვლა და ძვირადღირებული პროცედურები როდი განსაზღვრავს ჩვენი კანის სილამაზესა და ახალგაზრდობას. ჯანსაღი იერი მეტწილადაა დამოკიდებული ცხოვრების წესზე, კვების რაციონსა და პროდუქტზე, რომელსაც მოვიხმართ. პროდუქტთა ზოგიეთი კატეგორია კანს შეუქცევლად აზიანებს და აჩქარებს დაბერების პროცესებს, რის შემდეგაც პროცედურებსაც აღარ ექნება ეფექტი. ამის თავიდან ასაცილებლად, ამოიღეთ რაციონიდან პროდუქტები, რომლებსაც ახლა Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ:

  1. კოფეინის შემცველი სასმელები – აქ თქვენი ყველა სისუსტე იყრის თავს: ყავა, ცხელი შოკოლადი, ალკოჰოლი, შავი და მწვანე ჩაიც კი. კოფეინის შემცველობის ხარჯზე, მათ მძლავრი შარდმდენი მოქმედება აქვთ, რაც სწრაფ გაუწყლოებას იწვევს. ჩვენი ორგანიზმი ამ მავნე სასმელს “უხარისხო წყლად” აღიქვამს და, შესაბამისად, მისგან გათავისუფლებას მთელი ძალით ცდილობს. სითხის საჭირო რაოდენობის დაკარგვა მნიშვნელოვნად ისახება კანის მდგომარეობაზე – სწრაფად შრება, კარგავს სიმკვრივესა და ელასტიურობას.გამოსავალი – მიირთვით მეტი სუფთა წყალი და, ცდუნების შემთხვევაში, შეივსეთ სითხის მარაგი წყლის დღიურ ნორმაზე რამდენიმე ჭიქის დამატებით.
  2. მარილი – მარილის მოხმარების დღიური ნორმა 1/2 ჩ.კ.-ს შეადგენს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ნორმას ძალიან ხშირად ვცდებით. განსაკუთრებით, როცა მზა კერძებსა და პროდუქტებს ვიძენთ, რომლებშიც მარილის რაოდენობის განსაზღვრა რთულია. მარილიანი პროდუქტის ჭარბი მოხმარება ხომ არღვევს წყალ-მარილის ბალანსს, რის გამოც სითხე გროვდება და ორგანიზმში კავდება. საბოლოოდ, ჩვენ ვიღებთ შეშუპებებს, რაც 5 თუ არა, 10 წელს გვიმატებს ხოლმე.
  3. სწრაფი კვება და გადამუშავებული პროდუქტი – ფასტფუდად ითვლება არამხოლოდ ის, რაც სწრაფად მზადდება, არამედ ისიც, რაც დიდხანს ინახება. ნივთიერებები, რომლებიც პროდუქტს დიდხანს უნარჩუნებს ვარგისიანობის ვადას, ჩვენს სიცოცხლეს ამოკლებს, უფრო სწორად, ჩვენს ახალგაზრდულ სიცოცხლეს. სხვა ყველაფერთან ერთად, უხარისხო კვება იწვევს გამონაყარს და უარყოფითად ისახება კანის საერთო მდგომარეობაზე. კანცეროგენები, ტრანსცხიმები და ტოქსიკური ნაერთები – ყველა ამ ნივთიერებას იპოვით ჩიფსებში, საკონდიტრო ნაწარმში, კარტოფილ ფრისა და შემწვარ პროდუქტში. სასურველია, ისინი რაციონიდან ამოიღოთ, რამდენადაც მათი მოხმარება კოლაგენის გამომუშავებაზეც კი ცუდად ისახება.
  4. სწრაფი ნახშირწყლები – ჩვენი საყვარელი შაქარი ორგანიზმში გაჩენილი პრობლემების უმრავლესობაშია დამნაშავე. ესაა გლიკაციის (შაქრისა და ცილების ურთიერთქმედების პროცესი, რომლის დროსაც ქსოვილები ქვავდება და კოლაგების ბოჭკოები სქელდება) მთავარი პროვოკატორი. თქვენ უკვე იცით, რომ კოლაგენი კანის სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად მთავარი ნივთიერებაა. ამიტომ, მისი მაქსიმალურად დიდი ხნით შესანარჩუნებლად, აუცილებელია რაციონიდან შაქრის შემცირება მაინც (ამოღება უკეთესია) და მისი ჩანაცვლება ხილითა და რთული ნახშირწყლებით: ფაფებით, სრულმარცვლიანი პურით, მყარი ხორბლის მაკარონით.
  5. წითელი ხორცი – თუ წითელ ხორცს რეგულარულად შეწვავთ, ნაოჭების გაჩენას დააჩქარებთ. საქმე ისაა, რომ ხორცის შეწვისას ჩნდება ნახშირწყალბადი, რომელიც აძლიერებს ანთებას და აზიანებს მრავალ ორგანოს, მათ შორის, კანსაც. ეს ეხება ძეხვსაც და ბეკონსაც, რომლებიც დიდი რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს.

რას მივანიჭოთ უპირატესობა?

  • C ვიტამინის შემცველი პროდუქტი: ესაა წყალხსნადი ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, თუმცა, ორგანიზმში დიდხანს არ ჩერდება. ამიტომაც, მისი მარაგი რეგულარულად უნდა შეავსოთ ხილის, ციტრუსისა და ბოსტნეულის მოხმარებით. C ვიტამინს შეიცავს თეთრთავა კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, კივი, ტკბილ-მჟავე კენკრა, ოხრახუში და სხვა. C ვიტამინმა ეფექტურად რომ იმოქმედოს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესოს, აუცილებლად თქვით უარი ფასტფუდსა და სიგარეტზე.
  • A და E ვიტამინის შემცველი პროდუქტი: ეს სილამაზის ვიტამინებია. მათ შეიცავს კვერცხი, ზღვის თევზი, ზეთისხილი და არარაფინირებული ზეთი. როცა ორგანიზმს ეს ვიტამინები აკლია, ადამიანი უჩივის ცუდ განწყობას, გამონაყარსა და კანის პიგმენტაციასაც კი.