ვაჟმა ბინის ფული ქორწილს დაახარჯა, მშობლები კი არ დაპატიჟა

778

მშობლებისთვის ნამდვილი ტრაგედიაა, როცა საყვარელი ვაჟი პირდაპირ თვალებში ცქერისას იტყუება ისე, რომ არც წითლდება. სხვა საქმეა, როცა ესაა ბავშვი რთულ ასაკში, საუბარი კი მის ჩანთაში სიგარეტის კოლოფის პოვნაზეა. მაგრამ სულ სხვაა, როცა მატყუარა გაიზარდა და მის ტყუილებს სერიოზული შედეგიც შეიძლება მოჰყვეს.

ჩვენთვის ყოველთვის რთულია იმ ახალი შემთხვევების გაგება, როცა ბავშვებისთვის მშობლები სირცხვილის ობიექტს წარმოადგენენ. ეს სამწუხაროა. მითუმეტეს, თუ ამ ნიადაგზე დაიწყება ტყუილები… უბრალოდ, ადამიანებზე გული გიცრუვდება.

ვაჟი იტყუება

ბავშვობაში, ნიკა კლასში ყველაზე ჭკვიანი არ ყოფილა. თუმცა, ყოველთვის კარგად სწავლობდა. ამისთვის გონებასა და ცოდნას კი არა, მჭევრმეტყველებას იყენებდა. სადღაც კლასს დაალეგბდა და მერხებს გადაიტანდა, ხანდახან კი ჩუმად ანიშნებდა მასწავლებლებს, ვინ გატეხა ფანჯარა ან მოხატა საპირფარეშოს კედლები.

ასეთ კარგ ბიჭს აუცილებლად უწერდნენ მაღალ ქულებს, მაშინაც კი, თუ ლექსის ან თეორემის სასწავლად დრო არ რჩებოდა. სწორედ ამ ტაქტიკას მიჰყვა მაშინაც, როცა მისი მშობლები ქალაქში გადავიდნენ და, შესაბამისად, მან სკოლა შეიცვალა. აქაც ყველაფერი გამოსდიოდა.

როცა ნიკა გაიზარდა, უნივერსიტეტში საქმე ამდენად მარტივად ვეღარ წაუვიდა: დაბალი ქულები, აკადემიური შვებულება, ცუდი ურთიერთობა სხვა სტუდენტებთან. არადა, იღებდა მონაწილეობას უნივერსიტეტის მსკ-ში, მუდმივად დადიოდა ექსკურსიებზე და, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მთელი ჯგუფის მეთაურიც კი იყო. მშობლები შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ, მას ბინის საქირავებლად და პრობლემური საგნების სამეცადინოდ ფულიც კი გამოუყვეს.

ზოგადად, მშობლებს უყვარდათ ვაჟი და მის დახმარებას ყველანაირად ცდილობდნენ. როცა ფულის გადადება გაუჭირდათ, სოფელში დაბრუნება გადაწყვიტეს, ამბობდნენ, რომ მიწაზე მუშაობა მოენატრათ, ასაკითაც პენსიას მიუახლოვდნენ და ა.შ. რეალურად კი, სოფელში ცხოვრება უფრო იაფი იყო, თუმცა, იქ ყოფნა მეტ მუშაობასაც მოითხოვდა.

ამ დროს კი ნიკა საცოლეს პოულობს. შორენა ლამაზი, ჭკვიანი, თავმოყვარე გოგოა. ეს უკანასკნელი პუნქტი სუბიექტური აზრი კი არაა. საქმე ისაა, რომ შორებას მამას პიცერიების ქსელი აქვს და ეს გოგო შესაშური საცოლეა. თავის მომავალ სიძეს დიმიტრი სკეპტიკურად უყურებდა და არასერიოზულად აღიქვამდა.

სასიმამროსთვის თავის მოსაწონებლად, ნიკა შორენას რესტორნებში ატარებდა, კარგ ცხოვრებასა და მარადიულ სიყვარულს დაუღალავად ჰპირდებოდა. თუმცა, შორენამ აღიარა, რომ ცოლად არ გაჰყვებოდა ისეთ ბიჭს, რომელიც ძალიან მაგარ ქორწილს არ გადაუხდიდა, ისეთს, ჰოლივუდის ფილმებში რომ გვაჩვენებენ ხოლმე.

თვეში ერთხელ, ნიკა მშობლებთან სტუმრად მიდიოდა, ჩვევისამებრ. საჩუქრებით დატვირთული. რეალურად, ეს რაღაც იაფფასიანი იყო, რომლითაც დედ-მამას აღაფრთოვანებდა. აბა? ვაჟმა აჩუქა! თუმცა, დღის ბოლოს, საყვარელი ვაჟი მშობლებს ფულს სთხოვდა. ჭამისთვის, ტანსაცმლისთვის, კომუნალურებისთვის. ეს ფული კი საცოლის ძვირფას სურვილებს ხმარდებოდა.

ერთხელაც, ნიკამ მშობლებს დასახმარებლად მიმართა. ვითომ, მისი ბინის მფლობელები გაგიჟდნენ და ბიჭის სახლიდან გაგდება მოინდომეს. “რატომ? უბრალოდ უსინდისოები არიან და ფული უნდათ. გახსოვთ, რომ ამბობდით, ბინისთვის ფულს ვაგროვებთო? იქნებ, მეც დავუმატებ და რამეს ვიყიდი?”

მცირე საოჯახო კრების შემდეგ, ფულის მიცემა გადაწყდა. ბიჭი ხომ უკვე 26 წლის წლისაა. ქალაქში ჩემოდნის იქეთ-აქეთ ხომ არ ივლის. ყველაფერი მისცეს, რაც ჰქონდათ, ბოლო თეთრამდე. არაფერი დანანებიათ. მათი შვილი ხომ ჭკვიანია, ბევრი მეგობარი ჰყავს და კარგადაც ფიქრობს. აი, კარგ ვარიანტს იპოვის და, იქნებ, საცოლეც გაიჩინოს. ნიკას მადლიერებას საზღვარი არ ჰქონდა: მადლობა, დედა, მამა! იმედს არ გაგიცრუებთ.

თუმცა, ქალაქში ამ ფულს სხვა დანიშნულება ჰქონდა. პირველ რიგში, ნიკამ ბეჭედი იყიდა. დიდი ფული გადაიხადა – შორენას მხოლოდ საუკეთესო ეკუთვნოდა. შემდეგ ნიკამ ლამაზი საქორწილო დარბაზისთვის ავანსი შეიტანა და კარგი თაიგულიც შეუკვეთა. შორენას ოჯახში მისვლისას, სასიმამრო არც ისე ცივად ექცეოდა, თუმცა, თავს იკავებდა. ერთხელ სასიძოს ჩაეხუტა კიდევაც.

ნიკა მაქსიმალურად წინდახედულად იქცეოდა და ცდილობდა, ყველას მოწონებოდა. სწრაფად პასუხობდა კითხვებს სწავლის, მეგობრებისა და სამსახურის შესახებ. გონებამახვილურად ხუმრობდა და მასპინძლებს ქათინაურებს არ აკლებდა. იდეალურად იქცეოდა უსფრასთან – ეტიკეტის ცოდნა გამოადგა. როცა კითხვა მშობლების შესახებ დაუსვეს, მხრები წამოწია და ნაღვლიანად განაცხადა, რომ ობოლია. ბოლოს, შორენას თითზე ბეჭედი შესთავაზა.

ლამაზი საიუველირო ყუთის გახსნამდე, შორენას ლოყები გაუვარდისფრდა. შებრუნდა და სახლის მეორე სართულზე ავარდა. ალბათ, ნერვებმა უმტყუნა.

მომავალი სიმამრი ზარმაცად წამოდგა სავარძლიდან და “ძვირფასი სტუმარი” სუფთა ჰაერზე გაიყვანა, სასაუბროდ.

“ნიკა, მისმინე. როგორც მივხვდი, ჭკვიანი ბიჭი ხარ და ცხოვრებაში თავის გატანაც შეგიძლია. ეს კარგია. მაგრამ შორენას უკვე ჰყავს სასიძო – მე შევურჩიე. მას ფული აქვს, შენ კი არც მუშაობ. ეს ცუდია. მე არ მაინტერესებს, როგორ სწავლობდი და როგორ გიჭირავს დანა-ჩანგალი. ძმაო, მე პირადად სოფლელი ვარ. მაგრამ შენ შორენას არ მოუხდები.”

როცა ნიკას პანიკურ მზერას შეხვდა, გააგრძელა: –“მისმინე, არ გეწყინოს. მე ხომ ვხედავ, რომ კარგ გზას ადგახარ. გინდა, კურიერად მოგაწყო ჩემთან? ხელფასი გამომუშავებაზეა. კლიენტებს უყვართ ზრდილობიანები, ამიტომ ჩაის ფულსაც დაგიმატებენ. დათანხმდი! 1 წელიწადში მშვენიერი ბიჭი დადგები, დარწმუნებული ვარ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს