ბრაზიანი ქალი: რატომ იცვლებიან საყვარელი ქალები დაქორწინების შემდეგ

132

საუკუნოვანი სტერეოტიპები ქალს ყველა მხრიდან აწვება. დაქორწინების შემდეგ, მამაკაცებს ხშირად უკვირთ: საყვარელი, მოალერსე და ნაზი გოგონა, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ტიპური ბრაზიანი ქალი ჩნდება.

რატომ ხდება ასე? რატომაა რთული ოჯახურ ცხოვრებაში საკუთარი თავის შენარჩუნება? როგორ მოვახერხოთ ეს?

ბრაზიანი ქალის ფენომენი

რა თქმა უნდა, მამაკაცთა უმეტესობა ზღაპრებზეა გაზრდილი. მათ დღემდე სჯერათ, რომ ძლიერი, ჭკვიანი, მამაკაცური რაინდები უნდა იყვნენ. მხოლოდ ასე შეძლებენ თავიანთი ქცევებით საყვარელი, ნაზი და მშვენიერი პრინცესას გულის მოპოვებას.

შედეგად, პირველი ქორწინებისთვის ირჩევენ უხასიათო, სუსტ და ნაკლებად ჭკვიან ქალებს. ბევრი ქალი კი ქცევის ისეთ ხაზებს ირჩევს, რომ გარშემო ყველას მოეწონოს. თუმცა, დაქორწინების შემდეგ ავლენს ნამდვილ ხასიათს, მოგვიანებით კი – გვერდით მოვლენებს.

მუდმივი თამაში

რახან ნაკლებად ჭკვიან და დამყოლ ქალად მოაქვს თავი, დადგენილი საზღვრებიდან ნებისმიერი სახის გადაცდენა სრული კატასტროფით დასრულდება. ამიტომ, ასეთი ქალების უმეტესობას მთელი ცხოვრების მანძილზე გარკვეული როლის შესრულება უხდებათ.

მამაკაცური ინტერესის გაქრობა

ბევრი ამტკიცებს, რომ დამყოლი ქალები სწრაფად ბეზრდებათ. ისინი მალე ქალიშვილივით ან დასავით უყვარდებათ. ამიტომაც ჩნდება პრეტენზიული საყვარელი. მოსაწყენი ცოლი საყოფაცხოვრებო საგნად იქცევა. ურთიერთობის საუკეთესო ასპექტებში კი ახლა მხოლოდ სხვა ქალები იღებენ მონაწილეობას.

მანიპულაცია

ჩვევები და სიყვარულის ნარჩენები მამაკაცს, ჭკვიანი ქალის ხელში, პლასტელინად აქცევს. თუ იგი ეშმაკია, მამაკაცს მარტივად აქცევს თოჯინად, რომელსაც თავისი სურვილებისამებრ მართავს.

დეგრადაცია

ქმარი, რომელსაც მუდმივად ეუბნებიან, რომ იგი ყველაფერში საუკეთესოა, გაუაზრებლად იწყებს დეგრადირებას. რაში სჭირდება განვითარება, როცა ისედაც საუკეთესო ყოფილა. გვერდით კი მუდმივად ჰყავს ცოლი, რომელიც ეპირფერება და ცინგლებს წმენდს.

როგორ მოვიქცეთ?

შევიცვალოთ! ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება გამოსვლა, თუ ჩვენში ნამდვილი პიროვნება ჩამოყალიბდება. ამაში ფსიქოლოგების რჩევები დაგვეხმარება:

  • ნუ იაზროვნებთ სტერეოტიპების მიხედვით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი თავისა და პარტნიორის ნამდვილ სურვილებსა და შესაზლებლობებს.
  • იყავით გულწრფელი და თვითონაც მიიღეთ პარტნიორი ისეთი, როგორიც არის.
  • აუცილებლად შემოსაზღვრეთ პირადი ტერიტორია და პატივი ეცით სხვის პირად საზღვრებსაც.
  • რაღა თქმა უნდა, მოეშვით ნათესავების, დაქალების, პრიალა ჟურნალების ტესტების მოსმენას და იცხოვრეთ მხოლოდ საკუთარი გონებით.

არც ერთ ჩვენგანს არ აქვს გარანტირებული ოჯახური ბედნიერება. ამ აზრით ცხოვრება რთულია, თუმცა, მას უნდა მიეჩვიოთ. ხშირად იფიქრეთ საკუთარ თავზე და აუცილებლად ჩაიხედეთ საკუთარ თავში. მხოლოდ იქ იპოვით პასუხს მთავარ ცხოვრებისეულ კითხვაზე: რა მინდა რეალურად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს