როგორ გავაუმჯობესოთ მაღაზიაში ნაყიდი პომიდვრის გემო

137

ახლა ნედლი ბოსტნეულის სალათი ზამთარშიც კი იშოვება. მაღაზიაში ყოველთვის იპოვით ყველაფერს, რაც გჭირდებათ. თუმცა, არომატი და გემო სრულყოფილისგან ძალიან შორს იქნება. თუ კიტრის ჭამა ზამთარშიც შეიძლება, პომიდორს ამ პერიოდში საშინელი გემო აქვს ხოლმე. თითქოს, პლასტმასის ბოსტნეულს ღეჭავ. ასეთი გემო ძვირადღირებულ სახეობებსაც კი დაჰყვება.

მესმის, რომ სათბურის ბოსტნეული ნაკლებად გემრიელია, თუმცა, პომიდორი ყველა ანტირეკორდს ხსნის. დავინტერესდი, რატომ ხდებოდა ასე. ინტერნეტში რამდენიმესაათიანი ძიების მიუხედავად, ზუსტი ახსნა მაინც ვერ ვიპოვე. წყაროებში ინფორმაციები ერთმანეთისგან განსხვავდება. ხანდახან კი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებსაც ვიღებთ. სამაგიეროდ, ვიპოვე ერთი მარტივი მეთოდი, ნაყიდი პომიდვრის გემოს გასაუმჯობესებლად.

როგორ გავაუმჯობესოთ ნაყიდი პომიდვრის გემო?

მათთვის, ვისაც ეს პრობლემა ჩემსავით აწუხებს, ვიტყვი, რომ ჩემთვის არსებობს ორი შესაფერისი მიზეზი:

  1. მაღაზიებში მკვახე პომიდვრებს ყიდიან. მათ სპეციალურად წყვეტენ ადრე, დანიშნულების ადგილამდე უვნებლად რომ მიიტანონ. დახლზე გამოფენამდე კი ამუშავებენ ქიმიით, გასაყიდად რომ ივარგოს.  თქვენს თეფშზე აღმოჩნდება ვიზუალურად ლამაზი, რეალურად კი უგემური პროდუქტი.
  2. ჩვენ გენეტიკურად მოდიფიცირებულ სახეობებს ვყიდულობთ. პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მაქსიმალურად რომ გაზარდონ, სელექციონერებმა შექმნეს პოლიგალაქტურონაზის დაბალი შემცველობის მქონე პომიდვრის სახეობები. ეს ფერმეტი ბოსტნეულში მისი დამწიფების დროს პექტინის დაშლაზე აგებს პასუხს. ამრიგად, პომიდორი მყარი და ბუნებრივ არომატს მოკლებული რჩება.

რთულია იმის თქმა, სად მარხია ძაღლის თავი. თუმცა, ის კი ვიცი, რომ ეს პომიდვრის ბუტაფორია უგემრიელეს რამედ შეიძლება იქცეს. რეცეპტს მთელი ზამთრის განმავლობაში ვიყენებდი, ამიტომ თამამად გიზიარებთ თქვენც. დარწმუნებული ვარ, მოგეწონებათ.

  • პირველ რიგში, მოათავსეთ პომიდვრები 50-60 გრადუსამდე თბილ წყალში 15 წუთით. საინტერესოა, რომ ეს მეთოდი ამერიკელმა მეცნიერმა შეიმუშავა. მან მასშტაბური კვლევა იმის გასაგებად ჩაატარა, თუ როგორ გაეუმჯობესებინა პომიდვრის გემო. როგორც ჩანს, ეს საერთაშორისო პრობლემა გახლავთ.
  • ახლა აცადეთ პომიდორს გაგრილება და დაჭერით მსხვილად.
  • მოათავსეთ ნაჭრები თასში და მოაყარეთ მარილი და შაქარი. 3-4 პომიდორზე 0.5 ჩ.კ. თითოეული ფხვნილი. დაუმატეთ 1 ს.კ. მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი და ფრთხილად მოურიეთ.
  • დააყენეთ ბოსტნეული 10 წუთით და მიირთვით ან დაუმატეთ სალათს. პომიდორი ნამდვილად უფრო გემრიელი გახდა.

აუცილებლად გამოსცადეთ ეს რეცეპტი სახლში. შთაბეჭდილებები და იდეები კი კომენტარებში გაგვიზიარეთ. იქნებ, უფრო ეფექტური მეთოდი გაქვთ პომიდვრის გასაგემრიელებლად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს