ბევრი ქალისთვის, სამზარეულო სახლის გულია. ამ ოთახს განსაკუთრებული ატმოსფერო აქვს. სულიერ პრაქტიკათა უმრავლესობაში, იგი ბარაქას, ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს განასახიერებს. ზოგიერთი მათგანის თანახმად, დადებით ენერგიას მნიშვნელოვნად გაზრდით, თუ სამზარეულოში ამულეტებს განათავსებთ.
ზოგიერთი მათგანი გვჩუქნის სიმყუდროვეს, ზოგიერთი – განიზიდავს წარუმატებლობებსა და ცუდ განწყობას. თავად კი თვალს ახარებენ ან ყოფაცხოვრებას ამარტივებენ. ამ ნაკრებში, Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ 5 ძლიერ თილისმას, რომლებიც თვალში არ მოგხვდებათ. დარწმუნებული ვარ, თქვენს სამზარეულოში ასეთი ორი მაინც იქნება.
5 ამულეტი სამზარეულოსთვის
1. ხახვი და ნიორი
ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, ნივრის ნაწნავი ყოველ მეორე სახლში ეკიდა. სილამაზე და პრაქტიკულობა ერთ ნივთში. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ნაწნავები მხოლოდ სილამაზეს არ ემსახურება. დასაბამიდან, ხახვისა და ნივროს ნაწნავებს ავი სულებისა და ცუდი ენერგეტიკის განსადევნად იყენებდნენ.
2. ბურღული
უფრო კონკრეტულად, ბურღული ბოთლში. ვიღაცისთვის ეს მხოლოდ ჰობია, რამდენადაც ბოთლში სხვადასხვა ბურღულით ლამაზი ფიგურების გამოსახვა სასიამოვნო პროცესია. ასეთი მორთულობა სამზარეულოს ძალიან უხდება.
საუკეთსო არჩევადია ბრინჯი, სიმინდი და ლობიო. თავად ბოთლი სახლისა და ოჯახის სიმბოლოა, ამულეტი სახლში ბარაქის შემოტანას უზრუნველყოფს.
3. ალოე
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარე, რომელსაც ახალმოსახლეობისას ჩუქნიან. ალოე თავს შესანიშნავად გრძნობს სამზარეულოში და ატმოსფეროსაც წმენდს. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით! მცენარეს ბაქტერიციდული და ანტივირუსული მოქმედება აქვს. განდევნის ავ თვალს და შინ მშვიდობა მოაქვს.
4. ხელის მოსაკიდებელი
სამზარეულოში თბოგაუმტარი ხელთათმანი გიდევთ და არც კი იცით, რომ მას იღბალი მოაქვს… ადრე ხელთათმანს აუცილებლად კიდებდნენ გამოსაჩენ ადგილას და ლამაზ ფორმებს აქარგავდნენ. განსაკუთრებით აფასებდნენ ჩიტებიან, მზიან და ყვავილებიან ქსოვილებს.
თავად ხელთათმანი კი ინტერიერის სრულყოფილ წევრად შეიძლება ვაქციოთ. მისი დახმარებით, სახლში სიმყუდროვე მომენტალურად მეფდება.
5. მზესუმზირა
თავად ყვავილი მზეს გვაგონებს და ბედნიერების სიმბოლოა. თუმცა, აუცილებელი არაა სამზარეულოში ნამდვილი მცენარის შეტანა. საკმარისი იქნება მისი გამოსახულების – ნახატის ან მკვეთრი ფერის ხელსახოცის გამოყენებაც. ხმელი მზესუმზირსა შეუფერებელია.
ადგილი, სადაც ადამიანი ცხოვრობს, მასზე გავლენას ახდენს. ფსიქოლოგებიც კი თანხმდებიან, რომ ესთეტიკურად მიმზიდველი სივრცე ადამიანს უკეთ აზროვნებაში ეხმარება.