უმეტესობა ჩვენგანს ტკბილი, განსაკუთრებით გაზიანი სასმელი ძალიან უყვარს. ბავშვებს გაზიანი სასმელის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმოუდგენიათ მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმზე მათი მავნე ზემოქმედების შესახებ ყველგან საუბრობენ. სწორედ ამ მიზეზით „პაპარაცმა“ ფანტის ანალოგი იპოვა და ახლა რეცეპტს გიზიარებთ. ეს შინაურული სასმელი ორიგინალზე უფრო სასარგებლო და გემრიელია.
შინაურული ფანტის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ
3 ლიტრიანი ქილის ინგრედიენტები:
- 3 ფორთოხალი
- 1 ლიმონი
- 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 700 მლ წყალი
- 500 მლ გაზიანი წყალი (შეგიძლიათ ჩვეულებრივი გამოიყენოთ)
მომზადება:
1. პირველ რიგში ფორთოხალი და ლიმონი კარგად გარეცხეთ.
2. ციტრუსი ცედრის მისაღებად გახეხეთ. ციტრუსის გახეხვა რომ გაგიმარტივდეთ, წინასწარ საყინულეში კარგად გაყინეთ.
3. ცედრას მდუღარე წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით. ნარევი ზუსტად 1 წუთით ადუღეთ.
4. ცეცხლიდან გადმოდგით. ნარევი სანამ ცხელია ნახევარი ჭიქა შაქარი დაუმატეთ. აურიეთ და გაგრილება აცადეთ.
5. ამ დროში ციტრუსი გაწურეთ.
6. მიღებული წვენი ტკბილი წყლისა და ცედრის ნარევს დაუმატეთ და მაცივარში ზუსტად 6 საათით შედგით. რაც უფრო დიდხანს დააყენებთ, მით უკეთესი იქნება.
7. ბოლოს, წვენი გადაწურეთ და წყალში გახსენით.
8. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ან ჩვეულებრივ გაზიან წყალში გახსნათ, ან ჩვეულებრივ ცივ წყალში – ეს უკვე თქვენი გემოვნებით.
9. ესეც ასე, ჩვენი სასმელი მზადაა!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.