შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შინაური ფრინველი რთულად მოსავლელი, მარტივად დაავადებადი სულიერია, რომელიც ტერიტორიის ხშირ დალაგებასა და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. რეალურად, ეს მხოლოდ შიშებია. ფრინველის მოვლა გაცილებით უფრო მარტივი, ხელსაყრელი და ძალიან სასარგებლოა.
თუმცა, რომელი ფრინველი დებს მეტ კვერცხს? რომელ შინაურ ფრთოსანს აქვს ყველაზე გემრიელი ხორცი? რომელი მათგანია ყველაზე უპრეტენზიო საკვებში? სიმართლე რომ გითხრათ, იხვი საუკეთესო არჩევანია. ვინ იფიქრებდა, არა?
შინაური ფრინველების მოშენება
ალბათ, პირველი საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ, თუ შინაური ფრინველის მოშენება გადაწყვიტეთ, გახლავთ შესაფერისი პირობები. გამოკვება, წყლის დალევინება და გასეირნება ერთია, მაგრამ მათთვის სპეციალური ადგილის მოწყობა, დაკლული ფრინველის დამუშავება და დახარისხება საყინულეში შედებამდე – ეს უკვე სხვა საქმეა.
გაიარეთ ეს პუნქტები თქვენს ბიზნეს-პარტნიორთან. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ზრდასრული ინდაურის ხორცი შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს, ამიტომ ძლიერი ხელი ნამდვილად დაგჭირდებათ.
ფრინველთა “საერთო საცხოვრებელი”: ვინ სად შევასახლოთ?
თუ ყველაზე პოპულარულ შინაურ ფრინველებს (ქათამს, იხვსა და ინდაურს) გავითვალისწინებთ, მათი საცხოვრებელი ადგილის საკითხის გადაჭრა ძალიან მარტივია. მაგალითად, წლის თბილ პერიოდში შეგიძლიათ მათ მცირე ზომის ბადეებით შემოსაზღვრული საქათმე დაუმზადოთ. ერთ დიდ ბადეს უბრალოდ რამდენიმე საყრდენი დასჭირდება.
გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ნაგებობა ინდაურისთვის სულ უფრო მაღალი უნდა იყოს – ფრინველის ზრდასთან ერთად მაღლდებოდეს, რადგან ეს ფრინველი ბევრს დახტის და კარგადაც დაფრინავს.
თუ ნაკვეთზე რამე შენობა გაქვთ, მას ხელის მარტივი მოძრაობით აქცევთ საქათმედ. ჩიტები იქ არც წვიმას, არც ქარს და არც ყინვას არ შეუშინდებიან.
- ქათმები –გინდათ, სახლის პირობებში კვერცხის მწარმოებელი ქარხანა გქონდეთ? კვერცხისმდებელი ქათამი მოაშენეთ. ეს ფრინველები ძალიან დამოუკიდებლები და უპრეტენზიოები არიან. მაგალითად, ისინი თვითონ ბრუნდებიან საქათმეში, როგორც კი ბინდი ჩამოწვება. უბრალოდ, დროულად გააღეთ და დახურეთ კერი.ქათმებს არც საკვებზე აქვთ პრეტენზია. არ აქვს მნიშვნელობა, მარცვლეულს აჭმევთ, ბალახს თუ მწერებსა და ჭიაყელებს, რომლებსაც თვითონ მოიპოვებენ. სხვათა შორის, ქათმები ბოსტნეულ კულტურებსაც კარგად მიირთმევენ, ამიტომ მათთან ნუ მიუშვებთ.ქათამს არც ზამთარში სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. თუმცა, თუ ტემპერატურა ნულს ჩასცდება, საქათმის დათბობას გირჩევდით.
- ინდაური – თუ ინდაურის წიწილების შეძენა გადაწყვიტეთ, მოუწყვეთ მათ მშრალი და თბილი კუთხე. აქვე უნდა იდგეს ინფრაწითელი ჭრაქი, რომელიც პატარებს გაყინვისგან დაიცავს. ჭრაქი ფრთოსნების გაზრდასთან ერთად, სულ უფრო მაღლა უნდა დაკიდოთ. თუ წიწილებს ერთად სძინავთ, ესე იგი, მათ სცივათ, ხოლო თუ ამხანაგებს ერიდებიან – სცხელათ. ამის გათვალისწინებით, დაარეგულირეთ ჭრაქის სიმაღლე, შესაბამისად.ზრდასრული ინდაურები კი ჩხუბისთავები არიან. თანაც, როგორც მდედრები, ისე მამრები. ხანდახან, მათი გადანაწილებაც მოგიხდებათ. საკვები მათაც არ ადარდებთ: მარცვლეული, მწვანილი, წყალი.ზამთარს ეს ფრინველი საკმაოდ მტკიცედ იტანს. არც ისე აქტიურობენ, როგორც ზაფხულში, მაგრამ ზამთარშიც დებენ კვერცხს. რა თქმა უნდა, თუ ყინვა ძლიერი იქნება, ინდაურის სახლიც უნდა დაათბოთ.
- იხვი – იხვს ბადის ნაგებობაში გადასახლება სიცოცხლის მესამე კვირიდან შეუძლია. იხვებისთვის დიდი აუზის მოწყობა აუცილებელი არაა, თუმცა, თუ ამის სურვილი გაქვთ, დაუდგით წყლით სავსე დიდი ჭურჭელი და დააკვირდით. ეს ხომ მცურავი ფრინველია.უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ინდაურების მსგავსად, იხვებიც ხმაურიანი ფრინველები არიან. ამავდროულად, ძალიან მფრთხალი ფრინველია და გუნდურად ცხოვრობს. თუ რომელიმეს შეეშინდა და გაიქცა, დიდი ალბათობით, მთელი დანარჩენი ჯგუფი დაედევნება.იხვის უარყოფითი მხარეა უსიამოვნო სუნი მუდმივი დისლოკაციის ადგილას. ეს ფრინველი ბევრ წყალს სვამს და, შესაბამისად, დიდი რაოდენობით ნარჩენს გამოყოფს. დალაგება უფრო ხშირად მოგიხდებათ, ვიდრე სხვა ფრინველების შემთხვევაში.
ყველა სტერეოტიპისა და შიშის მიუხედავად, ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება ნამდვილად ღირს. შინაური ფრინველი და კვერცხი გაცილებით უფრო გემრიელი, უსაფრთხო და ეკოლოგიურია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი.