აქვს თუ არა აზრი სარეცხი ფხვნილის მანქანის ბარაბანში შეყრას

1699

ყაირათიანობა კარგი დიასახლისების უმნიშვნელოვანესი თვისებაა. მხოლოდ ასეთ დიასახლისებს შეუძლიათ ნამდვილი წესრიგის შენარჩუნება. აგრეთვე, ისინი მარტივად ზოგავენ ფულს, არსებული ყველაფრის გააზრებულად გამოყენების ხარჯზე. ძვირადღირებულ ტექნოლოგიასთან ფრთხილი მოპყრობა ფულის დაზოგვის ერთ-ერთი საშუალებაა. აი, რატომაა მნიშვნელოვანი ყველა საეჭვო დეტალის დაზუსტება. მაგალითად, სად უნდა ჩავყაროთ ფხვნილი სარეცხ მანქანაში?

სად ჩავყაროთ სარეცხი ფხვნილი

რატომ უნდა ჩაყაროთ ფხვნილი პირდაპირ ბარაბანში? ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი მათგანი იმაში მდგომარეობს, რომ ფხვნილისთვის გამოყოფილი უჯრა, ჩაშენებული ტექნიკის შემთხვევაში, მიუწვდომელი შეიძლება იყოს. ხანდახან, ეს არასწორი გათვლების ბრალიცაა. ხანდახან კი უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, როცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლამაზად ჩაშენება გვინდა.

მეორე მიზეზი: ხმები დადის, რომ ასე ფხვნილი უკეთ მოქმედებს და ტანსაცმელი უფრო ხარისხიანად ირეცხება. ეს ხმები მარტივად დგება ეჭვქვეშ. გაგიგონიათ, როგორ მიდის წყლის დიდი ნაკადი მანქანის იმ ნაწილში, სადაც ფხვნილს ყრით? ამის წყალობით, ფხვნილი ბარაბანში უკვე გახსნილ მდგომარეობაში, აქაფებული ხვდება.

მაშ, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ ფხვნილი მანამდე გაიხსნას, სანამ ნივთებამდე მიაღწევს? მანქანების უმეტესობას სულ არ აინტერესებს, სად ჩაყრით ფხვნილს. აი, თქვენი ტანსაცმელი კი ამას “ხვდება”. ხანდახან, ფხვნილის გაუხსნელი გრანულების პირდაპირი მოხვედრა უსიამოვნო ლაქებს ტოვებს ნაკეთობებზე. ზოგიერთი ფხვნილის შემადგენლობაშია მათეთრებელი, რომელსაც ნაწიბურების დატოვებაც კი შეუძლია.

გახსოვდეთ, რომ მანქანის ზოგიერთ მოდელს ბუშტუკებიანი რეცხვის რეჟიმიც აქვს. სწორედ ის წყლის ბუშტუკები, რომელმაც ფხვნილი გახსნა, იდეალურად უმკლავდება ნებისმიერი დაბინძურებას. მოწყობილობა, რომელიც ბუშტუკებს წარმქმნის, ფხვნილის უჯრასა და ბარაბანს შორისაა მოთავსებული. თუ ფხვნილს ბარაბანში შეყრით, ამ რეჟიმში რეცხვას აზრი არ აქვს.

რედაქციისგან

თუ მხოლოდ ის გაინტერესებთ, ბარაბანში ფხვნილის შეყრა ავნებს თუ არა მანქანას, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა, არ ავნებს. თუმცა, გახსოვდეთ ის, რომ ასე მოქცევას არავითარი აზრი არ აქვს (უჯრის მიუწვდომლობის გარდა).

ყველას, ვინც ინსტრუქციას იცავს და უჯრას იყენებს, უნდა ახოვდეს დროული წმენდის საჭიროების შესახებაც. ხშირად, ფხვნილისა და სავლების დანაყოფები საშინელ მდგომარეობაშია.

თუ სარეცხ მანქანასთან დაკავშირებული სხვა ხრიკებიც იცით, არ დაგეზაროთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს