ჰიდროკორტიზონი – პატარა ტუბი და უზარმაზარი სარგებელი

7404

ხშირად ხდება, რომ ჩვენ ვიცნობთ პრეპარატს, ვიყენებთ მას, თუმცა არ ვიცით მისი ყველა სასარგებლო თვისებისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად. სწორედ ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, შეგახსენოთ ჰიდროკორტიზონის თვისებები. ეს მალამო ნამდვილად დაგეხმარებათ სხვადასხვა პრობლემის დროს. მისი ჩვენებებისა და გამოყენების შესახებ ამ სტატიაში ვისაუბრებთ.

ჰიდროკორტიზონი – ეფექტურად და სწრაფად აჩერებს პათოლოგიურ მექანიზმებს, ხელს უწყობს კანის შეხორცებასა და აღდგენას. მალამოს ბაზისია გლუკოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ მალამო მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, 1%-იანი მალამოსა და 0.5%-იანი თვალის მალამოს სახით იწარმოება.

ჰიდროკორტიზონი – ჰორმონალური საშუალებაა, რომელსაც აქვს:

  • ანთების საწინააღმდეგო
  • ალერგიის საწინააღმდეგო
  • ბაქტერიოსტატიკული მოქმედება.

ამასთან, პრეპარატს ანტიექსუდატური, შეშუპებისა და ქავილის საწინააღმდეგო ეფექტები აქვს.

მალამოს გარეგანი გამოყენების ჩვენებები

  • კონტაქტური, ალერგიული დერმატიტი;
  • ჭინჭრის ციება, ახალშობილთა დერმატი – დაინფიცირებული ჭკნობა, სებორეული აკნე;
  • გარე სასმენი არხის ალერგიული და წყლულოვანი დაავადებები;
  • დამწვრობა, გაყინვა, წვივის ვარიკოზული წყლულები;
  • კანის ანთებითი, არამიკრობული წარმომავლობის დაზიანება.

გამოყენების გზები

0.5-1 გ მალამო თხელ ფენად დაიტანეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე დღეში 1-3ჯერ ან ერთხელ, სტერილური მარლის სახვევის ქვეშ.

თვალის მალამოს ჩვენებები

  • თვალის ალერგიული დაავადება – ქუთუთოს დერმატიტი (კონიუქტივიტი, კერატოკონიუქტივიტი, ბლეფარიტი);
  • თვალის ანთებითი დაავადება – თვალის წინა ნაწილის დაავადება, რქოვანას ეპითელიუმის სიმთელის დარღვევის პირობებში;
  • ქიმიური თერმული დამწვრობა (რქოვანას დეფექტების სრული ეპითელიზაციის შემდეგ).

უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, კანის სიმსივნი, კანის ტუბერკულოზი, ჰერპესი, ჩუტყვავილა, პრეკანსერული მდგომარეობა, მიკოზი, ფეხმძიმობა, ლაქტაციის პერიოდი (დაზიანების საერთო კერებზე გამოყენებისას).

თვალის მალამოს გამოყენების გზები

თვალის მალამო ოფთალმოლოგიაში ადგილობრივად გამოიყენება. კონიუქტივალურ ტომარაში შეჰყავთ 1-2 სმ მალამო დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი 1-2-კვირიანია. ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს. მკურნალობის დროს არაა რეკომენდებული კონტაქტური ლინზების გამოყენება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლებელია

  • ალერგიული რეაქციები;
  • კანის გაღიზიანება;
  • ქავილი, გამონაყარი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს