უფრო ხშირად ვიღიმი და 60 წლის ასაკში, ხალხს ათი წლით ახალგაზრდა ვგონივარ

0
47

რატომ უნდა გავიღიმოთ, ყველა უსიამოვნების მიუხედავად, და ამაყად ვიაროთ იმედის ბილიკზე, გარშემომყოფებს კი სიხარული, სითბო და სიმყუდროვე ვაჩუქოთ?

არაფერი ახსნის პასუხს ამ კითხვაზე იმაზე უკეთ, ვიდრე ნამდვილი ისტორია, ქალის ვალდებულებების შესახებ. ახლა სწორედ ამაზე ისაუბრებს.

რატომ უნდა გავიღიმოთ

იყო ერთი კისკისა ირმა. ყველას ყველაფერში ეხმარებოდა, ბევრს იღიმოდა და ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობდა დადებითი მხარის პოვნას. ეს იყო ყველასა და ყველაფრის მიმართ ღია და კეთილი ქალბატონი. ვერ გეტყვით, რომ სილამაზით გამოირჩეოდა, თუმცა, ადამიანებს მაინც ძალიან მოსწონდათ იგი და აღფრთოვანებულად უცქერდნენ.

წლები გადიოდა, ირმას ცხოვრებაც, თანდათან, უსიამოვნო მოვლენებით გაივსო. აი, პირველი იმედგაცრუება სიყვარულში. პირველი ფინანსური კრიზისი. ცხოვრებას მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი გამოეთხოვა.

თანდათან, გოგონას გადამდები ღიმილი ხიბლს კარგავდა. არაბუნებრივ, სარკასტულ, ნაძალადევ ღიმილს დაემსგავსა… 53 წლის ასაკში, ადრინდელი კისკისა გოგოსგან აღარაფერი დარჩა. ის თავდაჯერებულობას, დახვეწილობასა და ყინულოვან სიმშვიდეს ასხივებდა. იმდენად ყინულოვანს, რომ გარშემომყოფებს ახლოს მისვლა ეშინოდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გმირს ეს სულაც არ აწუხებდა.

ირმამ მარტო ცხოვრება უკვე ისწავლა. მას არ უნდოდა, ვინმე თავის ნახევრადგანადგურებულ, ოდესღაც მზიან სამყაროში შემოეშვა. ძალიან ბევრმა ცუდად გამოიყენა მისი სტუმართმოყვარეობა, ძალიან ბევრმა არ გაამართლა ირმას ნდობა.

მან ისწავლა უძილო ღამეების დაფარვა ტონალური კრემით, თან ფულიც გადადო და შეძლო მრავალი ნაოჭის შენიღბვა, კოსმეტოლოგიური პროცედურების დახმარებით.

ირმა კმაყოფილი და ამაყი იყო საკუთარი თავით. აი, როგორი გახდა – თვითკმაყოფილი, დამოუკიდებელი, ვერაგი. ყოველ შემთხვევაში, დღისით ასე ფიქრობდა. ღამით კი ახსენდებოდა დრო, როცა დღეების განმავლობაში უწყვეტად შეეძლო კისკისი, როცა მისი სიცილი მთელ სივრცეს ავსებდა, გარშემო ყველას ათბობდა. იხსენებდა და უზომოდ უნდოდა უკან დაბრუნება. თუმცა, როგორც არ უნდა ეცადა, არაფერი გამოსდიოდა.

“როგორც ჩანს, ღიმილი დამავიწყდა.” – კიდევ ერთხელ აღნიშნა ირმამ და თვალები დაღლილად დახუჭა. “საათი დილის 5-ის ნახევარს აჩვენებს. 8-ზე უნდა ავდგე. კარგია, მთელი 3.5 საათი მაქვს დასაძინებლად. ხვალ ახალი დღე იქნება. კიდევ ერთი დღე ღიმილის გარეშე…”

ისტორიის მორალი

რა თქმა უნდა, ცხოვრება მხოლოდ სასიხარულო ამბებისა და მოვლენებისგან არ შედგება. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ ცხოვრება არც მხოლოდ სამწუხარო მოვლენების ნაკრებია. ვიღაცას მეტი განსაცდელი ევლინება, ვიღაცას კი ბედისწერა უფრთხილდება. თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც ექნება შეხება ისეთ მოვლენასთან, რომელიც ფეხქვეშ მიწას გამოგვაცლის და რადიკალურად შეცვლის ჩვენს მსოფლმხედველობას. ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც ამ სიტუაციაში შეიძლება, არის სიკეთის რწმენისა და ღიმილის უნარი დაკარგვა.

ბევრი ქალი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე კოსმეტოლოგია სასწაულებს ჩადის. როგორი გარეგანი ცვლილებებიც არ უნდა გაჩნდეს, გადატანილი დარდის შედეგად, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ბევრი მისდევს ახალგაზრდობასა და სილამაზეს, ცდილობს გასული წლების სიხარულის დაბრუნებასა და თავის ახალგაზრდა ლამაზმანად შეგრძნებას. თუმცა, ვერავითარი პროცედურა და კოსმეტიკა ვერ დაგიბრუნებთ თვალებში ელვარებასა და გადამდებ ღიმილს, რომელიც უკეთესი მომავლის იმედთან ერთად გაქრა.