ყველა ახალგაზრდას არ აქვს საკუთარი ბინა ან კერძო სახლი. თუმცა, ურთიერთობა ხომ როგორღაც უნდა ააწყოს. ამიტომ, სახლის გარეშე მყოფ მამაკაცებს, ხშირად, სხვის ტერიტორიაზე ცხოვრება პრობლემას არ უქმნის. თუ თქვენს შეყვარებულს აქვს საცხოვრებელი, რა პრობლემაა? ნუ, იმის გარდა, რომ სხვები ილაპარაკებენ?
თუმცა, ქალები ამ სიტუაციაში ძალიან ფრთხებიან. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ აზრს იმ მკითხველისა, რომელმაც ჯერ მამაკაცთან ერთად ცხოვრება ნაქირავებ ბინაში გადაწყვიტა, შემდეგ კი მასთან გადასვლა შესთავაზა. უნდა დასთანხმდეს თუ არა ქალი ამ წინადადებას?
მამაკაცი სახლის გარეშე
“მამაკაცმა ერთად ცხოვრება შემომთავაზა. მე წინააღმდეგი არ ვიყავი. მაშინ ის პატარა სტუდიოს ქირაობდა. ამიტომ დამპირდა, რომ თვითონ იქირავებდა ოროთახიან ბინას, სადაც ერთად გადავიდოდით, ორივეს რომ გვქონოდა საკუთარი ადგილი. მოვილაპარაკეთ, როგორც ორივეს გვაწყობდა.
მაშინ მე საკუთარ ბინაში ვცხოვრობდი, ბებიამ მაჩუქა. იგი ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ გადავწყვიტე, გამერემონტებინა. უკვე დავგეგმე, რომ ნაქირავებ ბინაში გადასვლისას ჩემს ბინას გავაქირავებდი. ფული არასდროსაა ზედმეტი.
რემონტი თითქმის დასრულებული იყო, ნივთები ჩავალაგე, როცა სტუმრად მოვიდა. იარა, დაათვალიერა და განაცხადა: “კარგია. მალე აქ ერთად ვიცხოვრებთ.” ვიფიქრე, ცუდად მეხუმრება-მეთქი. არც კი ვუპასუხე.
რამდენიმე დღეში კი სრულიად სერიოზულად მკითხა, როდის დავამთავრებდი რემონტს, თავისი ნივთები რომ გადმოეტანა. ჩემთან. ჯერ შევახსენე, რომ თვითონ აპირებდა ოროთახიანი ბინის ქირაობას და რომ ამ ბინის გაქირავებას მე თვითონ ვაპირებდი.
პასუხად კი გამახსენა, რომ ახლა ასეთი ბინის დაქირავებას ვერ შესწვდებოდა. რაღაც მსგავსი ილაპარაკა: “მოდი, შენთან ვიცხოვროთ და მერე ვნახოთ.” რა უნდა ვნახოთ? ჩვენ ხომ უკვე მოვილაპარაკეთ? თუ მან თავიდანვე დაგეგმა ჩემთან გადმოსვლა, ეკონომიის მიზნით? ეს ახალი ალფონსობაა? ნერვებისგან გავწითლდი. იოცნებოს.
რა მითხრეს მეგობრებმა
დაქალებს მოვუყევი. გაიცინეს. ერთი მომიყვა, როგორ აპირებდა მისი თაყვანისმცემელი მის ნაქირავებ ბინაში გადასვლას. მეორეს კი ჰყავს შეყვარებული, რომელსაც სულ ცოტა ხანია იცნობს. თავიდან, მასთან სამსახურის შემდეგ მიდიოდა, შემდეგ კი მასთან დარჩენა სცადა. თანაც, იმ მომენტში, ჩემი დაქალი თავის დასთან ერთად ცხოვრობდა.
მე დეიდაჩემს დაველაპარაკე და მეუბნება, რომ დარწმუნებულია, ალფონსი რომ შემხვდა. მომავალი ურთიერთობებისთვის კი მირჩია, რომ აწი აღარავისთვის მეთქვა, საკუთარი ბინა რომ მქონდა.
მირჩევნია მოვიტყუო, რომ ბინას ვქირაობ, ვიდრე გარშემო ასეთი უსინდისოები მოვიზიდო. ხოლო, თუ ბიჭთან საცხოვრებლად გადავალ, ჩემსას გავაქირავებ, ფულს კი დავაგროვებ. დეიდამ ისიც მითხრა, რომ საკუთარი ბინა ქალისთვის შესანიშნავი დაზღვევაა. ჩემი აზრით, მართალია.” – ამბობს კატო.
შეიძლება, ამ სიტუაციაში ქალი აბუქებს პრობლემის მასშტაბს. რა მნიშვნელობა აქვს, მის ბინაში იცხოვრებენ თუ სხვას იქირავებენ? თუ საქმე მაინცდამაინც ფულია და პრინციპულად უნდა, რომ კაცის სახლში ცხოვრობდეს, რატომ იჭერს ურთიერთობას ისეთ ადამიანთან, რომელსაც ბინა არ აქვს? საკუთარი, უკვე გარემონტებული ბინის გაქირავება იმისთვის, რომ თვითონ ნაქირავებში იცხოვროს, უცნაურია.
და, თუ მამაკაცი ქალთან გადადის საცხოვრებლად, თუმცა, საკუთარ თავზე იღებს კომუნალურ გადასახადებსა და სხვა ხარჯებს, რა პრობლემაა? იქნებ, ჩვენი გმირი უბრალოდ უნდა ესაუბროს მამაკაცს და გაარკვიოს, სანამ ასეთ უსიამოვნო იარლიყს მიაწებებდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ?