სეზამის ზეთი – ფასდაუდებელი წამალი, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით

2318

ბევრი ჩვენგანი მიჩვეულია, რომ გარკვეული დაავადების გაჩენისას, დაუყოვნებლივ მიმართავს აფთიაქს და ყიდულობს წამლებს. ზოგიერთი მათგანი ეფექტურია, ხოლო სხვებს არავითარი სარგებელი არ მოაქვს – მხოლოდ ვნებს თქვენს ორგანიზმს. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ხალხურ მედიცინას. ახლა ჩვენი რედაქცია ერთი მარტივი ხალხური საშუალების – სეზამის ზეთის შესახებ მოგიყვებათ.

ალბათ, ბევრს გაგიგიათ მისი არსებობის შესახებ, თუმცა იცოდით მისი სასარგებლო თვისებებისა და იმის შესახებ, რომ მისი გამოყენება, წამლის სახით, შესაძლებელია? თუ არა, მაშინ გააგრძელეთ კითხვა.

სეზამის ზეთს გამოყენებისა და სამკურნალო ეფექტის საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს. მას შემდეგი თვისებები გააჩნია:

  • ანთების საწინააღმდეგო;
  • ტკივილგამაყუჩებელი;
  • ჭრილობის შემხორცებელი;
  • ბაქტერიციდული;
  • იმუნომასტიმულირებელი;
  • ანტიპარაზიტული;
  • შარდმდენი;
  • კუჭის ამშლელი.

უკვე მრავალი წელია, ეს საშუალება მრავალ ქვეყანაში გამოიყენება დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ყველა ჩამოთვლილთან ერთად, ზეთი ძვირფასი საკვები პროდუქტი და კოსმეტიკური საშუალებაა.

ჩვენებები

წყლულოვანი კოლიტი და გასტრიტი

ამ შემთხვევაში, სეზამის ზეთს მოიხმარენ შინაგანად – 1 ს.კ. დღეში 1-3-ჯერ.

ყაბზობა

თუ ყაბზობა ხშირად გაწუხებთ, მიიღეთ 0.5-1 ს.კ. სეზამის ზეთი. თუ ქრონიკული ფორმა გაქვთ, შეგიძლიათ ამ საშუალების დოზა გაზარდოთ.

ნაწლავური კოლიკები

მცირე რაოდენობით ზეთი შეიზილეთ მუცლის კანში, კარგად დაიზილეთ, სანამ კანი სრულად არ შეიწოვს მას.

გაციება

გაათბეთ სეზამის ზეთი ორთქლის აბაზანაზე, 36-38 გრადუსამდე. ძილის წინ შეიზილეთ ზეთი მკერდის არეში, შეიფუთეთ თბილ საბანში და დაწექით დასაძინებლად. ასევე, შეგიძლიათ ზეთი მიირთვათ, დღეში ორჯერ, 1 ს.კ. ოდენობით.

კალციუმის უკმარისობა

მიირთვით 1 ს.კ. სეზამის ზეთი დღეში.

კარიესი და ღრძილების ანთება

კარიესის სამკურნალოდ და ღრძილების ანთების პროფილაქტიკისთვის ყოველდღე, 10-10 წუთით გაიჩერეტ პირში 0.5 კოვზი სეზამის ზეთი. შემდეგ გამოივლეთ პირი მარილიანი წყლით.

ყურის ანთებითი პროცესები

გაათბეთ ზეთი და ჩაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი ყურის არხში.

კანის სიმშრალე

დაიტანეთ ცოტაოდენი ზეთი სახეზე. ნახევარ საათში დაისველეთ ხელსაწმენდით, რათა ზედმეტი ცხიმი მოიშოროთ.

დემაკიაჟი

ბამბის დისკის გამოყენებით, წრიული მოძრაობით შეიზილეთ სეზამის ზეთი სახეზე და მოიშორეთ მაკიაჟი თვალებიდან და სახიდან.

თმის მოვლა

შეიზილეთ ზეთი თავის კანში, დაელოდეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს