მიკროტალღური ღუმელი არა მხოლოდ საკვებს აცხელებს. 15 სასარგებლო ფუნქცია, რომლებიც დიასახლისებს გამოადგებათ

538

თითქმის ყოველ მეორე სამზარეულოში მიკროტალღურ ღუმელს იპოვით, რადგან მისი დახმარებით ცივი კერძის გაცხელებას რამდენიმე წუთში შეძლებთ.

იცით, კიდევ რისთვის შეიძლება მიკროტალღური ღუმელის გამოყენება? თუ არა, „პაპარაცი“ სასარგებლო ხრიკებს გიზიარებთ, რომლებიც ნებისმიერ დიასახლისს ცხოვრებას გაუმარტივებენ.

მიკროტალღური ღუმელი დაგეხმარებათ:

1. ცომის სწრაფად ამოსასვლელად

ცომი სწრაფად რომ ამოვიდეს, უბრალოდ პირსახოცი დააფარეთ და ჭიქა წყალთან ერთად მიკროტალღურ ღუმელში ზუსტად 2-3 წუთით შედგით.

2. ხახვს ცრემლების გარეშე დაჭრით

ფურცლებისგან გასუფთავებული ხახვი მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით შედგით. ახლა შეგიძლიათ ხახვი ცრემლების გარეშე დაჭრათ.

3. დაძველებულ პურს განაახლებთ

ცივ წყალში ქაღალდის პირსახოცი დაასველეთ, ზედმეტი სითხე გაწურეთ და პურს შემოახვიეთ. პირსახოცთან ერთად პური მიკროტალღურ ღუმელში 20 წამით შედგით. ასე პური ძალიან გემრიელი და რბილი გახდება.

4. ნიორს რამდენიმე წამში გაასუფთავებთ

ნიორი მიკროტალღურ ღუმელში 20 წამით მოათავსეთ და ფურცლები ადვილად მოშორდება.

5. ხილიდან უფრო მეტ წვენს მიიღებთ

ხილი მიკროტალღურ ღუმელში 10 წამით მოათავსეთ. ასე ხილიდან უფრო მეტი წვენის გაწურვას შეძლებთ.

6. ხილსა და ბოსტნეულს სწრაფად გაასუფთავებთ

თუ პომიდორს, გოგრას ან ბადრიჯანს მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით მოათავსეთ, მათ ქერქს მარტივად მოაშორებთ.

7. პარკოსან პროდუქტს წამებში დაალბობთ

როგორც აღმოჩნდა, შესაძლებელია პარკოსანი პროდუქტები წყალში საათობით არ დაალბოთ. შეგიძლიათ მარტივად წყალი დაასხათ და 10 წუთით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსოთ.

8. სიმინდს მოამზადებთ

ახლა უკვე დიდ ქვაბში წყლის გაცხელება არ დაგჭირდებათ. სიმინდის მომზადებას მიკროტალღურ ღუმელშიც შეძლებთ.  ამ შემთხვევაში ფუჩეჩი არ მოაშოროთ, უბრალოდ სველი პირსახოცით გაწმინდეთ და მიკროტალღურ ღუმელში 3-5 წუთით მოათავსეთ, რაც ტაროების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ტაროები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს. შუაგულში მოათავსეთ, ერთმანეთს არ დაადოთ. ოთხი სიმინდის ტარო 5 წუთში მზად იქნება.

9. დამდნარი ნაყინის მოყვარულებისთვის

მყარი ნაყინის გადნობას ვერ ელოდებით? უბრალოდ ნაყინი მიკროტალღურ ღუმელში 15-20 წუთით მოათავსეთ. მზადაა!

10. კვერცხის მომზადება წამებში

მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ მოამზადოთ ტაფამწვარი, კვერცხი პაშოტი და ომლეტიც კი.

ტაფამწვარისთვის: 2 კვერცხი ათქვიფეთ, ცოტა რძე, მარილი, სანელებლები დაუმატეთ და მიკროტალღურ ღუმელსი 2 წუთით მაქსიმუმ სიჩქარეზე ჩართეთ.

კვერცხი პაშოტისთვის: ჭიქაში 1/3 მოცულობა წყლით აავსეთ, კვერცხი ისე გატეხეთ, რომ კვერცხის გული არ დაიშალოს, თავსახური დააფარეთ და მიკროტალღურ ღუმელში 50 წამით მაქსიმუმზე ჩართეთ. თუ მომზადებული კვერცხი არ გაკმაყოფილებთ, კიდევ 10 წამი დაუმატეთ.

ომლეტისთვის: 2 კვერცხი ათქვიფეთ, მარილი და სანელებლები დაუმატეთ. ახლა ათქვეფილი მასა ბრტყელ თეფშზე დაასხით და ზემოდან მეორე ჭურჭელი დააფარეთ. მიკროტალღურ ღუმელში 90 წამით შედგით.

11. დესერტი

მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ ჭიქაში დესერტიც მოამზადოთ.

კექსის ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ კარაქი (დარბილებული)
  • 1 დიდი კვერცხი
  • ½ ჩ/კ ვანილი
  • 2 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • ¼ ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
  • ½ ჩ/კ დარიჩინი
  • 2-3 ს/კ მარწყვი (ახალი ან გაყინული, კუბებად დაჭრილი)

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ კარაქი (დარბილებული)
  • ¼ ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • ¼ ჩ/კ ვანილი
  • 1 ს/კ ნაღები ან რძე

კექსის მომზადება:

  1. ყველა ინგრედიენტი მარწყვის გარდა საშუალო ზომის თასში აურიეთ და ათქვიფეთ მანამ, სანამ თანაბარი არ გახდება.
  2. მარწყვი დაუმატეთ.
  3. ჭიქას ცხიმი წაუსვით და მზა ცომი 2/3 მოცულობაზე ჩაასხით (ასე არ გადმოიღვრება). შეგიძლიათ ერთი პორცია 2 ჭიქად გაყოთ.
  4. მიკროტალღურ ღუმელში 75-90 წამით მაღალ რეჟიმზე ჩართეთ. სჯობს მომზადების პროცესი გააკონტროლოთ. ყველას სხვადასხვა მიკროტალღური ღუმელი აქვს, ამიტომ კექსი შეიძლება 60 წამშიც მზად იყოს, ან 2 წუთი დასჭირდეს.
  5. კექსის მზაობა შეამოწმეთ. თუ მზად არის, ღუმელიდან გამოიღეთ და გაგრილება აცადეთ.

ჭიქურის მომზადება:

  1. მცირე ზომის თასში ყველა ინგრედიენტი (ნაღების გარდა) აურიეთ და სასურველ კონსისტენციამდე ათქვიფეთ. კრემის სისქე შეგიძლიათ შეამციროთ, ნაღები ან რძე დაუმატოთ.
  2. კექსს ჭიქური წაუსვით, რომ მისით გაიჟღინთოს. შეგიძლიათ ჭიქიდან კექსი ფრთხილად ამოიღოთ. ამისთვის დანით ჭიქას დააშორეთ, თეფშზე გადაატრიალეთ და ზემოდან კარაქის ჭიქური მოასხით.

12. მოამზადეთ ბოსტნეული

ბოსტნეულის დიდხანს ხარშვა დაივიწყეთ. ახლა შეგიძლიათ მიკროტალღურ ღუმელში ძალიან სწრაფად მოხარშოთ. ასეთი მეთოდი სალათის დროულად მომზადებაში დაგეხმარებათ. თასში დაჭრილი ბოსტნეული ჩაყარეთ და 3-4 ს/კ წყალი დაასხით, თეფში დაახურეთ და მიკროტალღურ ღუმელში მაღალ სიჩქარეზე 3-4 წუთით შედგით. როცა ბოსტნეული მზად იქნება, თავსახური ფრთხილად მოაშორეთ, რომ ორთქლით არ დაიწვათ.

13. მწვანილი განაახლეთ

თუ ახალი მწვანილი გარეცხეთ და გაასუფთავეთ, სველი მწვანილის მაცივარში შენახვას არ გირჩევთ. მწვანილი ქაღალდის პირსახოცში გაახვიეთ და მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით მოათავსეთ. ამ მეთოდით მწვანილს სწრაფად გაფუჭებისგან დაიცავთ.

14. ხრაშუნა ჩიფსი

ჩიფსების შეფუთვა გახსნილი დატოვეთ და ახლა ხრაშუნა აღარაა? ასეთი ხრიკი სცადეთ. ჩიფსი ქაღალდის პირსახოცზე დაყარეთ და მიკროტალღურ ღუმელში 10-20 წამით შედგით. ქაღალდის პირსახოცი ზედმეტ ტენს შთანთქავს და ჩიფსი კვლავ ხრაშუნა გახდება.

15. დაშაქრული თაფლის გადნობა

დაშაქრული თაფლის აღსადგენად უბრალოდ თავსახური მოხსენით და მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით შედგით. თაფლი გლუვი და ოქროსფერი გახდება.

ბონუსი

ასეთი ხრიკების გამოყენების შემდეგ თქვენი მიკროტალღური ღუმელი ოდნავ ბინძური შეიძლება გახდეს. მის გაწმენდას ლიმონის და ცოტა წყლის დახმარებით მარტივად შეძლებთ.

ამისთვის ლიმონი წვენი და წყალი აურიეთ და მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით მოათავსეთ. ახლა ჭუჭყს ღრუბლის დახმარებით მარტივად მოაშორებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს