მესამე თვეს ნაყიდ ნაყინზე უარი ვთქვი. უგემრიელეს, ნატურალურ ნაყინს სახლში ვამზადებ

0
4554

მალე ზაფხულის ცხელი დღეები დადგება და ვის არ მოუნდება საკუთარი თავის გამაგრილებელი დესერტით განებივრება. Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ, არ გაიქცეთ მაღაზიაში და მოამზადოთ სახლის ნაყინი ნაღების გარეშე. სულ 3 უბრალო ინგრედიენტი დაგჭირდებათ უგემრიელესი დესერტის მოსამზადებლად. პროდუქტი მაქსიმალურად ნატურალური, მარტივი და ეკონომიური იქნება.

სახლის ნაყინი ნაღების გარეშე

ხარისხიანი ინგრედიენტებისგან შემდგარი, დანამატების გარეშე დამზადებული ნაყინის მაღაზიაში პოვნა ძალიან რთულია. თუმცა, საბედნიეროდ, დესერტის მომზადება სახლის პირობებშიც შეგვიძლია. გაგიკვირდებათ, როცა წაიკითხავთ, თუ რამდენად მარტივად შეიძლება ნაყინის მომზადება საკუთარ სამზარეულოში. ნაღებიც კი არაა საჭირო! შევუდგეთ?

ინგრედიენტები:

  • 900 მლ რძე
  • 6 კვერცხი (ქათმის!)
  • 250 გ შაქარი + მწიკვი მარილი

მომზადება

1. პირველ რიგში, გაათბეთ რძე საშუალო ცეცხლზე.

2. სანამ რძე თბება, მოამზადეთ კვერცხი: გააცალკევეთ ცილები და გულები. ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, გული არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს ძირითად მასაში. ჭურჭელი, რომელშიც ცილებს ათქვეფთ, მშრალი და სუფთა უნდა იყოს.

3. დაუმატეთ გულებს შაქარი. სათქვეფით კარგად მოურიეთ. ამ ეტაპზე, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ვანილის დამატებაც. დაასხით კვერცხის გულს ცოტაოდენი რძე და მოურიეთ.

4. მიღებული მასა ჩაასხით ცხელი რძის ქვაბში, მცირე ნაკადით. თანდათან, გულები რომ არ მოიხარშოს. მუდმივად ურიეთ და აადუღეთ მასა. შემდეგ ქვაბიდან გადაასხით ისი სხვა ჭურჭელში, სწრაფად რომ გაცივდეს.

5. ამასობაში, მოამზადეთ ცილები. ჩაყარეთ მასში მწიკვი მარილი და დანარჩენი შაქარი. სათქვეფით მოურიეთ, ერთიანი მასა რომ მიიღოთ.

6. ახლა დადგით ცილის მასა ორთქლზე. სავსე თასის ფსკერს მდუღარე წყალი უნდა ეხებოდეს. მასას შეუჩერებლად ურიეთ სათქვეფით, 12-15 წუთის განმავლობაში, ორთქლზე.

7. ახლა უკვე გადმოიღეთ ცილის მასა ცეცხლიდან და 5 წუთის განმავლობაში თქვიფეთ მიქსერით. უნდა მიიღოთ ფუმფულა, მკვრივი კრემი. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად კარგად აითქვიფა ცილები, ჭურჭელი უნდა გადააბრუნოთ. თუ არაფერი ჩამოიწვეთა, ესე იგი, ყველაფერი სწორად შეასრულეთ.

8. თუ რძის მასა სრულად გაგრილდა, ფრთხილად გადაიტანეთ მასში ცილის კრემი. ურიეთ ნიჩბით და მიქსერის დაბალი სიმძლავრით ათქვიფეთ რამდენიმე წამით.

9. მიღებული მასა ნაყინის ფორმაში გადაასხით და 3-4 საათით შედგით მაცივარში.

ზაფხულის სიცხეში ხომ ნაყინზე უკეთეს დესერტს ვერ მოიფიქრებთ. აუცილებლად მოამზადეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები! თქვენ ამზადებთ სახლში ნაყინს? მოგვწერეთ თქვენეული რეცეპტები.