უნივერსალური საშუალება სარევლების წინააღმდეგ

1270

მიწათმოქმედების სეზონი გახურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ყველა მიწათმოქმედი დაიწყებს სარევლებთან ბრძოლას (ან უკვე დაიწყო). ვიღაცას უკვე აქვს გამოცდილი რეცეპტები, ვიღაცამ კი მაღაზიაში იპოვა ყველაზე შესაფერისი ვარიანტი. ყოველ შემთხვევაში, გირჩევთ, გამოსცადოთ საშუალება, რომლის შესახებაც აგარაკის მეზობლისგან გავიგე.

სულ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ. მათ ნებისმიერ მაღაზიაში იპოვით. ხსნარის მომზადება შეიძლება წინასწარ. მისი გამოყენებით მხოლოდ სარევლები უნდა დაამუშავოთ. კარგია იმის ცოდნა, რომ მავნებლები მოსავალს ვერაფერს დააკლებენ!

ინგრედიენტები:

  • 3.5 ლ ძმარი
  • 250 გ მარილი
  • სარეცხი საშუალება

მომზადება და გამოყენება

  1. კარგად შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი. სარეცხი საშუალება მცირე რაოდენობითაა საჭირო. იმდენი, რომ ხსნარი სარეველებს მიეწებოს. ხელნაკეთი “ქიმიკატი” მზადაა.
  2. დაელოდეთ ისეთ დღეს, როცა უახლოეს მომავალში წვიმა არ იქნება მოსალოდნელი. შეაშხეფეთ სარეველებს ეს საშუალება ძალიან ფრთხილად, ყვავილოვან მცენარეებს რომ არ მოხვდეს.

უმჯობესია, აირჩიოთ 15-20%-იანი ძმარი. არაკონცენტრირებული ხსნარი არ მოგცემთ ისეთ შედეგს, როგორსაც ელით. ამის გამო, სარევლების ხელახლა დამუშავება დაგჭირდებათ.

თქვენ როგორ ებრძვით აბეზარა მცენარეებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს