ჩვენ მებრძოლი და თავისებური ბებიები გვყავს. უნდათ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათი წესებით ხდებოდეს. ბებია ყოველთვის ფიქრობს, რომ ძლიერი ქალია, რომელიც საპატიო ასაკშიც მოახერხებს ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას. რა თქმა უნდა, მათ მოფრთილებას ვცდილობთ, ხანდახან ფეხზეც ჩვენ ვაყენებთ, თუმცა, ბებიები მაინც არ ნებდებიან, პირიქით, გამოწვევას ჰყვებიან.
ჩვენს ნაცნობს სწორედ ასეთი ბებია ჰყავდა. ვიხსენებდით. საინტერესოა, რომ დავბერდებით, ჩვენც ასეთი ვიქნებით? ბებიამისმა ერთხელ კარი გაიჯახუნა და წავიდა. ეს 85 წლის ასაკში გააკეთა! რით დასრულდა ამბავი? Paparazzi.ge-ის რედაქცია ახლა სწორედ ამას მოგიყვებათ.
ძლიერი ბებია
გაურკვეველი მიზეზების გამო, ისინი ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ. ქალი ხომ მოხუცი იყო, განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდა. ბებიას ყოველთვის ვერ ეწყობოდა, რაც მასში ლამის სამართლიან ბრაზს იწვევდა. იგი ფიქრობდა, რომ სიძე დესპოტი და ტირანი ჰყავდა, მისი ქალიშვილი მას ვერ იტანდა. ეს ყველაფერი სკანდალებსა და ჩხუბებში გადაიზრდებოდა ხოლმე, რომლებზეც, ცდილობდნენ, სერიოზულად არ შეეხედათ.
ისინი ერთად საკმაოდ დიდ სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც სიძეს მშობლებისგან ერგო. ჩვენი ნაცნობების ბებია იქ პიკეტებს აწყობდა, ითხოვდა ძალაუფლებას ხალხისთვის და კიდევ სხვა მსგავს რამეებს. თუმცა, ნაცნობის მშობლები თავისას იჟინებდნენ და ბებიის ახირებების შესრულებას არ ჩქარობდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მან სახლიდან წასვლა გადაწყვიტა.
სიძემ მისი გადარწმუნება სცადა, თუმცა ბებიას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მის “უზარმაზარ” პენსიას იმყოფინებდა და დამოუკიდებლად იცხოვრებდა. 85 წლის ასაკში! ძლიერმა ბებიამ რაღაც გადახურული ოთხი კედელი იპოვა, თავისი ბიუჯეტის შესაბამისი.
ამბობს, დიდი ამბავი, საპირფარეშო გარეთ არ გინახავთო? გვინახავს, მაგრამ ეს ბოლოს როდის იყო? მოკლედ, ბებია ამაყად გადავიდა იმ ქოხში საცხოვრებლად. ჩემი ნაცნობი ურეკავს, ეს კიდევ ეუბნება, რამდენად კარგად გრძნობს თავს. თავისი ნივთებიც უკვე დაალაგა და სახლის მეპატრონეც კარგი ქალი ყოფილა. ჩვენ კი ჯანდაბაში წავსულვართ.
ცარიელ პურზე ცხოვრების მესამე კვირას, ბებიამ სახსრების გამოცლა იგრძნო. ამ დროისთვის ფული უკვე უთავდებოდა. როგორღაც შემდგომ პენსიამდე მიაღწია და გადაწყვიტა, რომ აწი ფულს გონივრულად დახარჯავდა. გადაიხადა ქოხის ქირა, იყიდა წამალი და სულ რამდენიმე ათეული ლარი დარჩა. როგორ?
მალე სახლის პატრონისადმი დამოკიდებულებაც შეეცვალა. მან თავს უფლება მისცა და ბებიას რაღაც მიუთითა. ჯერ ერთი, ბებია საშინლად ხვრინავს და მეორე – სახლს სათანადოდ ვერ ალაგებს. 1 კვირა კიდევ შეიძლება მოთმენა, მაგრამ შემდეგ უკვე საქმე ცუდად წავა. ოჯახის წევრები ხომ მიჩვეული იყვნენ, ქოხის პატრონი კი არა. თუმცა, ეს ყველაფერი არაა.
ბებია ყოველდღე ისხამს ტანზე ცივ წყალს. ჩვენ მიჩვეული ვიყავით, რომ იგი ეზოში ლამის შიშველი გადიოდა და 1 სათლ წყალს იცლიდა თავზე. აი, ქოხის პატრონი ამან შოკში ჩააგდო. განა მხოლოდ ამან. სანამ ბებია შვილებისა და შვილიშვილების ხარჯზე ცხოვრობდა, მისი პენსია მას ძალიან ბევრად ეჩვენებოდა. ნამდვილი ცხოვრება სხვანაირი აღმოჩნდა.
ძლიერი ბებია
მოკლედ, ბებიამ ზამთარში უკვე ტელეფონის გავლით დაიწყო ჩივილი. თურმე, ეზოში წყლის გადავლება აღარ შეუძლია, ვერც გემოზე უხვრინია ღამით. სახლის ქირაც ეძვირება. შესანიშნავი მეპატრონე მეორე თვიდან უკვე კუდიან ჯადოქარს დაემსგავსა. მეტიც, ბებიას მოჯადოებას ცდილობს! მას ვერცხლის ბეჭედი მოჰპარა, შემდეგ კი მოჯადოებული ფქვილით სავსე ქილა მიუტანა! აბა? კუდიანი!
ერთ დღესაც, ჩემი ნაცნობი ბებიას მოსანახულებლად წავიდა. ბოლოს და ბოლოს, მოხუცი ქალი იყო. ტელეფონი ერთია, რეალური ცხოვრება კი განსხვავებულია. ბებიას თავისუფლად ცხოვრება უჭირდა. ნაცნობმა დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ ბებიამ ცხვირი არ მოიბრუნა. მაშინ ქალმა უბრალოდ ფული დაუტოვა და წავიდა. გზად სახლის მეპატრონე შემოხვდა, რომელიც ეხვეწებოდა, ბებიათქვენი წაიყვანეთ, სისხლი გაგვიშროო.
გასაგებია, რომ საქმეში ნაცნობის დედა უნდა ჩართულიყო. მაშინვე შეუდგნენ მებრძოლი მხარეების შერიგების საქმეს. მოკლედ, ბებია სახლშიც დაბრუნდა და არც თავისი სიამაყე დაუთმია. თუმცა, მისმა ქცევამ სამაგალითოდ დაამტკიცა, ვინ ვის არჩენს რეალურად. გარდაცვალებამდე, იგი აგრძელებდა ომს, თუმცა, რაღა თქმა უნდა, მეორედ სახლიდან არ წასულა.
მოგვიყევით, როგორ აყენებდნენ წესრიგს თქვენი ბებიები? თუ თქვენ ნაკადულივით მშვიდი ბებია გყავთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებით, თუმცა, შვილები და შვილიშვილები, ზოგ შემთხვევაში, მოხუცებზე უფრო ბრძნულად იქცევიან.