ზაფხული სულ მალე მოვა. მას მოუთმენლად არამხოლოდ სკოლის მოსწავლეები, არამედ ზრდასრულებიც ელიან. ეს იმიტომ, რომ 2021 წლის ზაფხულის ჰოროსკოპი ზოდიაქოს 6 ნიშნის ორივე სქესის წარმომადგენლებს დაუვიწყარ სასიყვარულო თავგადასავლებს ჰპირდება.
ამიტომ, დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ იმის გაგებას, თუ ვის ელოდება ახალი საოცარი ნაცნობობა, წარმატებული პაემანი, სავსე მთვარის შუქზე კოცნა და კურორტული რომანები. რისთვის უნდა მოემზადოთ, ხელიდან შესაძლებლობები რომ არ გაუშვათ და ზაფხული ამაოდ არ გაფლანგოთ?
2021 წლის ზაფხულის ჰოროსკოპი
წელს ზაფხული მართლაც უჩვეულო იქნება. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ივნისი დაბნელებების მონაცვლეობითა და რეტროგრადიული მერწყულით დაიწყება. რაც მთელ ცხელ სეზონზე შესაფერის გავლენას მოახდენს. ყოველ ჯერზე ხომ ასეთ კომბინაციას მოაქვს ახალი ნაცნობობა, რომელიც ანაბეჭდს მთელ დანარჩენ ცხოვრებაზე ტოვებს.
თანაც, სპეციალისტებს სჯერათ, რომ ამ ზაფხულს ვარსკვლავების გავლენა 2012 წლის მოვლენებს მეტწილად მოგვაგონებს. ამიტომაც, უნდა გავიხსენოთ, რა ხდებოდა იმ დროს საინტერესო. აგრეთვე, გთავაზობთ იმის გაგებასაც, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნები იქნებიან წლევანდელ ზაფხულს სიყვარულში იღბლიანები და რისთვის უნდა იყვნენ ისინი მზად.
1. ტყუპები
მზის დაბნელება განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ამ ნიშნის წარმომადგენლებზე. მოსალოდნელია, რომ სწორედ 10 ივნისის დაბნელება მოიტანს საბედისწერო მოვლენებს, რომლებიც ოჯახურ მდგომარეობას შეცვლის.
ამიტომაც, ტყუპები მალე შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც სერიოზულ ურთიერთობას ააწყობთ. ესე იგი, ყურადღებით იყავით იმ ადამიანებისადმი, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ. აგრეთვე, გაჩნდება შანსი, განაახლოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც, ერთი შეხედვით, დიდი ხნის წინ დაასრულეთ.
2. მშვილდოსანი
ეს ზაფხული მშვილდოსნისთვისაც მომგებიანი იქნება. თანაც, სწორედ ივნისი და ივლისი დაამახსოვრდება ყველაზე კარგად. ამ პერიოდში გაჩნდება ახალი ნაცნობობა, რომელიც გრძელვადიან სახეს მიიღებს. თუმცა, ცხოვრების სხვა სფეროშიც დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი.მაგალითად, გაიგებთ იმას, საით უნდა იაროთ და როგორ უნდა მიაღწიოთ მიზნებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დაისახეთ. საინტერესოა, რომ 26 მაისს დაბნელება მოხდება, რომლის შემდეგაც თქვენთვის საკეთილდღეო მოვლენების ჯაჭვი ჩაეშვება.
3. ქალწული
15 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ქალწულისთვის, მეორე ნახევართან შესახვედრად. ასტროლოგები ამას იმით ხსნიან, რომ პლანეტა იუპიტერი (რომელიც პასუხს ქალწულებზე აგებს), ქორწინების სექტორში შევა. ვიღაც ამ დროში არამხოლოდ ღირსეულ ადამიანს იპოვის, არამედ ოჯახსაც შექმნის. იღბალი განსაკუთრებით ფართოდ გაუღიმებს იმ ქალწულებს, რომლებიც აგვისტოში დაიბადნენ.
ცხოვრება მკვეთრი ფერებით შეიღებება
1. ლომისთვის
თანაც, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ზაფხულის მეორე ნახევარში იგეგმება, რამდენადაც სწორედ მაშინ იზრდება მკვეთრ, წარმატებულ და ოპტიმისტ ადამიანთან შეხვედრის შანსი. მასთან ურთიერთობა წლებს გაუძლებს. თანაც, ეს კავშირი შთამბეჭდავი და ბედნიერი იქნება.
2. თევზებისთვის
იუპიტერის სასარგებლო გავლენა თევზებს ზაფხულში დაუვიწყარ დროს გაატარებინებს. საისამოვნო სურპრიზები ერთი-მეორეს ჩაანაცვლებს, გარემოებები კი ყოველ ჯერზე ამ ნიშნის სასიკეთოთ დალაგდება.
ამ ზაფხულს დიდია მზრუნველი და წარმატებული მეორე ნახევრის პოვნის შანსი. ასეთ ადამიანთა ურთიერთობაში იქნება სიყვარულიც, კეთილდღეობაცა და ფუფუნებაც. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ამდენად იღბლიანი პერიოდები ცხოვრებაში მხოლოდ რამდენჯერმე დგება, ამიტომ ეცადეთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
3. მერწყულისთვის
ასტროლოგების თქმით, მერწყულისთვის მთელი 2021 წელი საბედისწერო იქნება. თუმცა, რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ივნისში ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნის ყველაზე მაღალი შანსი გექნებათ. რამდენადაც აქ დიდ როლს ასრულებს პლანეტა ურანი, რომლის გავლენის წინასწარმეტყველებაც ძალიან რთულია, მოვლენები ყველა არაპროგნოზირებადი პერსპექტივით შეიძლება განვითარდეს.
2021 წლის ზაფხულის ჰოროსკოპი საკმაოდ ოპტიმისტური აღმოჩნდა. სულ ცოტაც მოითმინეთ და გაიგებთ, რამდენად სწორად ახსნეს ასტროლოგებმა ვარსკვლავებისგან მიღებული ნიშნები.
თუმცა, მაშინაც კი, თუ თქვენი ნიშანი ამ სიაში არ აღმოჩნდა, ნუ დაყრით ფარ-ხმალს. შესაძლებლობებს ხომ, უმეტესად, თავად ადამიანი ქმნის. ამიტომ, ყველაფერი გააკეთეთ, რაც თქვენზეა დამოკიდებული, ეს ზაფხული თქვენთვისაც დაუვიწყარი რომ აღმოჩნდეს.