ორქიდეას მკვრივ ფოთოლს და მდიდრულ ყვავილობას უფასო სასუქით უზრუნველყოფთ.

0
122

ჩვენ უამრავ ნივთს დაუფიქრებლად ვიშორებთ. თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ნარჩენის გამოყენება შეიძლება ხელმეორედ. თუმცა, ყველას არ აქვს იმის დრო, რომ ამის გზები იპოვოს. არსებობს ისეთი ნარჩენი, რომელსაც წყალს არასდროს ვატან. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა გამოაცოცხლოთ ორქიდეა ყავის ნალექით.

ყავას ხშირად ვხარშავ, ამიტომ ნალექი ყოველთვის მაქვს. არც კი ვიცი, რომელი უფრო სასარგებლოა – თავად სასმელი თუ ის, რაც მისგან რჩება.

რით გავანოყიეროთ ორქიდეა

ორქიდეას პრეტენზიულ მცენარეს უწოდებენ. მას არ უყვარს ორპირი ქარი, ნათელი მზე (არც უკუნი სიბნელე), სამაგიეროდ, ძალიან ბევრ წყალს “სვამს”. ჩემს სახლში ორქიდეა გამოირჩევა წვნიანი ფოთლებითა და უხვი ყვავილობით. საქმე არა სახეობაში ან სწორ ადგილმდებარეობაში, არამედ შემდეგშია.

ადრე არაერთხელ დაგვიწერია, როგორ უნდა მოუაროთ ორქიდეას. ამისთვის შესანიშნავად გამოდგება ყავის ნალექი. ადრე მას მხოლოდ კოსმეტიკური მიზნით ვიყენებდი: სხეულისთვის მატონიზებელ სკრაბებს ვამზადებ. ახლა კი ჩემს მცენარეებსაც ვანებივრებ.

ყავის ნალექი ორქიდეასთვის

  • პირველ რიგში, მოიდუღეთ გემრიელი ყავა, არა ნალექისთვის, არამედ პირადი სიამოვნებისთვის. ყვავილებთან მუშაობას მხოლოდ კარგ განწყობაზე ვცდილობ – ასე უკეთეს შედეგებს ვიღებ.
  • ახლა, როცა ცოტაოდენი ნალექი გაქვთ, გამოაშრეთ იგი და ჩაყარეთ ცალკე ქილაში. ნედლი ნალექი მალე ობდება, მაშინაც კი, თუ მაცივარში შეინახავთ. მშრალი კიდევ დიდხანს გაძლებს.
  • გააზავეთ 100 გ ნალექი 3 ლ დაყენებულ წყალში. დააყენეთ კიდევ 5 საათით.
  • ამ დროში, წყალი ოდნავ შეიღებება. გადაწურეთ იგი და ყავის ნაყენს მიიღებთ.
  • მოათავსეთ ქოთანი თასში და დაასხით ყავის სასუქი. ორქიდეას უფრო აბანავებენ, ვიდრე რწყავენ. თუ ტორფიანი ქერქი გაქვთ, მცენარის გავლით ნაყენის დასხმა საკმარისი იქნება. თუ მხოლოდ ქერქია ქოთანში, გააჩერეთ სითხეში 15 წუთით, კარგად რომ გაიჟღინთოს.
  • აცადეთ სითხეს ჩამოწრეტა. სულ ეს იყო.

ეს ძალიან ეფექტური საშუალებაა. თუმცა, მის ხშირად გამოყენებას არ გირჩევთ. მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ორქიდეა დიდხანს არ აყვავდება. ან ზამთარში ერთი-ორჯერ.

იცოდით, რომ ყავის ნალექი ძალიან მკვებავი საშუალებაა? ზოგიერთი თესლის გაღვივების პროცესი რამდენჯერმე აჩქარდება, თუ ყავის ნალექს გამოიყენებთ. დიდი რაოდენობით მასტიმულირებელი მიკროელემენტი თავის საქმეს აკეთებს. ამიტომ, ნუ მოაკლებთ ორქიდეას ამ სიამოვნებას.