საკმევლის სასარგებლო თვისებები, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის

0
2458

ბევრი თვლის, რომ საკმეველი მხოლოდ საეკლესიო რიტუალებისთვის გამოიყენება, რათა კვამლის დახმარებით, ჩვენმა ლოცვებმა ღმერთს მიაღწიონ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საკმევლის გამოყენების სპექტრი ძალიან ფართოა. ამ სტატიაში მოგიყვებათ ამ ხის ფისის სასარგებლო თვისებების შესახებ.

საკმეველი – ესაა ფისი, რომელსაც განსაკუთრებული, მხოლოდ მისი არომატისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს. ამდენად ძვირფასი ფისი მიიღება ლადანისებრთა ოჯახის მცენარისგან, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე იზრდება.

თვითონ საკმევლის მიღების ტექნოლოგია მარტივია. ხის “სხეულს” ჭრიან, აგროვებენ წვენს და აშრობენ მას. შემდეგ, საკმევლის ყოველ ნაჭერს, ჩვეულებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, აფხვიერებენ, მიღებულ წვრილ ფხვნილს კი საკმეველი ეწოდება.

ნატურალური საკმეველი ძლიერი საშუალებაა ჯანმრთელობისთვის. იგი, ძველად, ოქროზე უფრო ძვირად ფასობდა. მისი არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, იგი მძლავრი იმუნოსტიმულატორია, გვეხმარება დამშვიდებაში და ამარცხებს მიკრობებსაც.

უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ნატურალური საკმეველი. გაითვალისწინეთ, რომ ახლა უამრავი ყალბი საკმეველი არსებობს, და ყურადღებით იყავით – მას არ აქვს მკვეთრი არომატი, ხოლო ფისის ფხვნილის ნაცვლად, შეიძლება შუშის ნამსხვრევებიც კი შემოგაპარონ.

© Publika

ყველაზე ძვირფასი სურნელის შესწავლა არაერთხელ სცადა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანმა მეცნიერმა.

საკმევლის ჩვენებები

  • აახალგაზრდავებს კანს;
  • აღკვეთს ანთებით პროცესებს;
  • გვამშვიდებს;
  • აღადგენს;
  • კლავს მიკრობებსა და ბაქტერიებს, ამით კი წმენდს ჰაერს;
  • სახლს ათავისუფლებს უარყოფითი, ნეგატიური ენერგიისგან;
  • გვეხმარება მოწევისთვის თავის დანებებაში;
  • ებრძვის გაციებას;
  • დადებითად მოქმედებს კანზე, გვათავისუფლებს ანთებისა და გამონაყარისგან;
  • აუმჯობესებს მეხსიერებას;
  • კურნავს ართრიტს, სახსრების ტკივილსა და რევმატიზმს;
  • გვიხსნის შიშისა და შფოთვისგან;
  • გვეხმარება ქალური დაავადებების მკურნალობაში;
  • თავის ტკივილებს, სტრესს, დეპრესიასა და უძილობას ებრძვის.

დაავადებების დროს, საკმეველი ცხვირით 2 წუთის განმავლობაში უნდა ისუნთქოთ, იმ შემთხვევების გარდა, თუ მას სახლის გასაწმენდად წვავთ. ეცადეთ, არ გადააჭარბოთ.

თუ თვითონ დაავადებული ცდილობს სახლის გაწმენდას, საჭირო აღარაა, თავადაც ისუნთქოს კვამლი.

დღეს უკვე საკმევლისგან ზეთსაც ამზადებენ, რომელიც ძალიან სასარგებლო და ფასდაუდებელია. ზეთს შეუძლია უჯრედების რეგენერაცია და არსებული უჯრედებისა და ქსოვილების ჯანმრთელობის მხარდაჭერა. მას სარგებლიანად იყენებენ კანის ჯანმრთელობისთვის, ებრძვის დაბერების ნიშნებს, ამცირებს სტრიებისა და ნაწიბურების გაჩენას. ასევე, იგი აძლიერებს ღრძილებსა და თმის ძირებს; აჩერებს სისხლდენას ჭრილობიდან, აჩქარებს ნაწიბურების, ნაკბენებისა და ნაკაწრების შეხორცებას.

ამ ყველაფრისთვის შეისუნთქეთ ზეთი დიფუზორის ან ამაორთქლებლის დახმარებით. ასევე, შეიძლება მისი ჩაყლაპვაც, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით. ტკივილის გასაყუჩებლად, უბრალოდ შეიზილეთ ზეთი დაზიანებულ მონაკვეთებში მსუბუქი მოძრაობებით.

საკმევლის ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ კანზე დაიტანოთ ან სხვა ზეთებს შეურიოთ, მაგალითად, ჟოჟობას, ტკბილი ნუშის, ავოკადოს, პაჩულის, როზმარინის, სალბის, ციტრუსისა და ბაზილიკის ზეთებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი