ვის ელოდება წარმატება ზაფხულის დასაწყისში და ვნებიანი ივლისი

2734

“14 მაისიდან, იღბლის პლანეტა იუპიტერმა ნიშანი შეიცვალა და თევზებში გადავიდა. იქ 2021 წლის 29 ივლისამდე გაჩერდება. ესაა განსაკუთრებით იდუმალი პერიოდი, რომელსაც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ამ ორნახევარი თვის მიხედვით, მთელი მომავალი წლის პროგნოზის გაკეთება შეიძლება.” – ამბობს ცნობილი ასტროლოგი, ანჯელინა პერლი.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ, ცხოვრების რომელ სფეროში გაგიმართლებთ ახალ 2022 წელს და გაიგებთ იმასაც, თუ ვის დაულაგდება ცხოვრება 2021 წლის ზაფხულს. გაითვალისწინეთ შესაძლებლობები, იდეები, ახალი ნაცნობობები – ეს ყველაფერი 2022 წელს უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.

ვერძი

ამ პერიოდში დასვენების, საქმეებისგან გულის გადაყოლების სურვილი გაგიჩნდებათ. ეს საუკეთესო დროა ყველაფრის დასაპაუზებლად და ახალი ძალების მოსაკრებად. რაც შეეხება დასვენებას – აირჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც ნაკლები ხალხია, მაგალითად, კუნძული.

აგრეთვე, ეს კარგი დროა იმიგრაციისა და სულიერი პრაქტიკისთვის. იოგა, მედიტაცია და მსგავსი პრაქტიკებიც სასარგებლოა. შესანიშნავად იმოქმედებს SPA-პროცედურები და ქველმოქმედება. ზოგიერთი ვერძი ამ პერიოდში კარგ მემკვიდრეობასაც მიიღებს.

კურო

კუროს სულ უფრო მეტი ნაცნობი გაუჩნდება, გაფართოვდება მისი სამეგობრო წრე. ხელსაყრელი იქნება ონლაინ, დისტანციურად მუშაობა, ქსელური ბიზნესით დაკავება. ინტერნეტ-გაყიდვები კარგ შემოსავალს მოუტანს.

კუროს გაუჩნდება თანამოაზრეები, რომლებიც რთულ მომენტში დაეხმარებიან. შესაძლოა, ახალ სამეგობრო წრეში მეორე ნახევარიც იპოვოთ.

ტყუპები

ტყუპები კარიერულ კიბეზე ასვლასა და სტატუსის შეცვლას მოახერხებენ. სხვათა შორის, სწორედ ტყუპებზე იმოქმედებს ეს პერიოდი ყველაზე მეტად.

მოსალოდნელია საცხოვრებლის შეცვლა ან უძრავი ქონების შეძენა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პერიოდში დაქორწინდეთ. მოსალოდნელია ახალი ამბავი ფეხმძიმობის შესახებ.

კირჩხიბი

ეს ხელსაყრელი პერიოდია სწავლის ან სწავლების დასაწყებად. აგრეთვე, მათთვისაც, ვინც წიგნის დაწერას ან ბლოგის წამოწყებას აპირებს. ყველაფერი წარმატებით ჩაივლის!

კარგი იქნება დასვენება საზღვარგარეთ. აგრეთვე, შესაძლებელია ახალი რომანის ან საქმიანი ურთიერთობის გაბმა უცხოელებთან.

ლომი

ყურადღებით იყავით მსხვილ შენაძენებთან. სანამ სესხს აიღებდეთ, რამდენჯერმე დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა ამ თანხის გადახდას.

გაიზრდება თქვენი შემოსავალი პარტნიორის ან მშობლების ხარჯზე. შესაძლოა, თვითონ გაგეზრდებათ ხელფასი. მოკლედ, მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ქალწული

ეს იქნება ხელსაყრელი პერიოდი ქალწულის პირადი ცხოვრების დალაგებისთვის. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი დაქორწინდება. მოსალოდნელია ცნობა ორსულობის შესახებ.

სხვათა შორის, ზოგიერთი ქალწულისთვის ამ პერიოდში არამხოლოდ ქორწილი, არამედ განქორწინებაცაა მოსალოდნელი. ეს უკანასკნელი კი წარმატებული გამოდგება. გაიზრდება კლეინტთა წრე სამსახურშიც. გაჩნდება შემოთავაზებები სხვა ადამიანებისგან, რომლებიც მომავალში წარმატებას მოგიტანთ.

სასწორი

ბევრი აქტივობა და სამსახური გელით. ის, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს, ამ პერიოდში ახალ თანამშრომლებს აიყვანს ან დამხმარეებს მოძებნის.

ეს კარგი დროა იმისთვის, ვინც დიდი ხანია ოცნებობს შინაური ცხოველის აყვანაზე. გაჩნდება ახალი მოვალეობები ნათესავების ან სამსახურის მიმართ.

მორიელი

სიყვარული მორიელის გულს აავსებს. ეს იქნება ძალიან რომანტიკული პერიოდი, ბედნიერების ფრთები შეგესხმებათ. სხვათა შორის, სხვა ადამიანის სიყვარულის გარდა, ეს შეიძლება იყოს სიყვარული საკუთარი საქმისადმიც, რომელიც შემოსავალს მოგცემთ. ან საკუთარი თავი შეგიყვარდებათ მეტად!

ასევე, ეს ხელსაყრელი დრო იქნება შემოქმედებითი საქმიანობებისთვის. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ.

მშვილდოსანი

საცხოვრებლის შეცვლა, უძრავი ქონების შეძენა, ოჯახური ურთიერთობის გაუმჯობესება ან ორსულობა. კარგი დროა გადასვლისთვის: ეს შეიძლება იყოს უკეთესი ქალაქი, ქვეყანა, სახლი თუ ბინა…

მოკლედ, ეს იქნება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პერიოდი. შესაძლოა, სხვა ქვეყნის მოქალაქეც გახდეთ. ის, რაზეც მშვილდოსნები დიდი ხანია ოცნებობენ, უახლოეს პერიოდში ახდება.

თხის რქა

ბევრი ნაცნობობა და ურთიერთობა გელით. ხელსაყრელად ჩაივლის სწავლა, განსაკუთრებით, თუ იგი უცხო ენებს ეხება. აგრეთვე, დააგროვეთ ახალი გამოცდილება, შეიძინეთ ახალი უნარები.

ბევრი თხის რქა დაიწყებს სტატიების წერას ან საკუთარი ბლოგის წარმოებას. ჯანმრთელობა არ მოგაკლდებათ.

მერწყული

ეს პერიოდი ერთმნიშვნელოვნად მოგიტანთ ფულს ან იდეებს, რომლებიც ფულს მოგიტანთ. კარგი იქნება საკუთარი ბიზნესის გახსნა.

გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა! ესაა აქტიური მოქმედებების დრო, მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.

თევზები

თევზები ამ პერიოდს ყველაზე ძლიერ შეიგრძნობენ. ეს საბედისწერო პერიოდია! ბევრი მიიღებს ქორწინების შემოთავაზებას ან ურთიერთობას ქორწინებით დააგვირგვინებს. სამსახურშიც სიტუაცია უკეთ შეიცვლება.

ბევრი მიხვდება, საით და როგორ უნდა გააგრძელოს სვლა. იუპიტერი თევზებში ამ ნიშანს მოუტანს აღიარებას, ფულსა და სიამოვნებას.

გახსოვდეთ, სასწაულების რწმენა სასწაულებს სჩადის. თუ რაღაცის წარმოდგენა შეგიძლიათ, ესე იგი, ის უკვე თქვენს რეალობაშია.

მოგეწონათ 2022 წლის ასტროლოგიური ჰოროსკოპი? განსაკუთრებით რამ ჩაგისახათ მომავლის იმედი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს