სქელი, ჯანსაღი და ძლიერი თმა ნებისმიერი ქალის ოცნებაა. თმის მოცულობის გასაზრდელად, ქალბატონები ხშირად იყენებენ სპეციალურ ნიღბებს, შამპუნებს, ბალზამებსა და სხვა საშუალებებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა, ამ საშუალებებში ნატურალური და რეალურად სასარგებლო ძალიან ცოტა რამაა. ჩვენი რედაქცია დღეს გთავაზობთ, მოამზადოთ თმის ნიღაბი თავად, მდოგვისა და შაქრის გამოყენებით.
ძველი დროიდან ცნობილია, რომ მდოგვი – ცხარე საშუალებაა, რომელიც ასტიმულირებს თმის ზრდასა და სისხლის მიმოქცევას. მდოგვი – მძლავრი კომპონენტია, ამიტომ იგი სწორად უნდა გამოიყენოთ, თორემ თავის კანი შეიძლება გამოშრეს და დაიწვას კიდევაც. სწორედ ამიტომ, მდოგვის ნიღაბს უმატებენ სხვადასხვა ზეთს, კვერცხს, კეფირს და ა.შ.
ჩვენი ნიღაბი სწრაფად და მარტივად მზადდება, ამასთან, იგი ახურებს კანს, ასტიმულირებს თმის ფოლიკულების ზრდას. საინტერესოა ისიც, რომ რაც უფრო მეტ შაქარს უმატებთ, მით უფრო ძლიერდება მდოგვის მოქმედება.
ინგრედიენტები:
- 2 ს.კ. მშრალი მდოგვი
- 2 ს.კ. ცხელი წყალი
- 1 ც კვერცხის გული
- 2 ს.კ. ოროვანდის, ზეითუნის ან ნებისმიერი კოსმეტიკური ნიღაბი
- 2 ს.კ. შაქარი
ყველა ინგრედიენტი თანმიმდევრულად შეურიეთ ერთმანეთს და კარგად მოურიეთ. ნიღაბი მზადაა, შეუდექით მის გამოყენებას.
წაისვით ნიღაბი თმაზე ისე, რომ იგი უშუალოდ თავის კანსა და თმის ძირებზე მოქმედებდეს. ეცადეთ, მოერიდოთ ნიღბის თმის ბოლოებზე მოხვედრას.
მას შემდეგ, რაც ნიღაბს წაისვამთ, დაიხურეთ თავზე ცელოფნის პარკი და შეიხვიეთ პირსახოცით. სასურველია, ნიღაბი 15-60 წუთით გაიჩეროთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერი შემადგენლობა გამოგივათ. თუ მოითმენთ, გაიჩერეთ 1 საათით.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ ნიღაბს პირველად იკეთებთ, რეკომენდებულია მისი გაჩერება 15-20 წუთით, მაშინაც კი, თუ არ გეჩვენებათ, რომ თავს გწვავთ. ასეთ მოკლე დროში არაფერი დაგიზიანდებათ, თანდათან კი მიეჩვევით ინგრედიენტებს და ნიღაბს უფრო მეტხანს გაიჩერებთ.
პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ, ხოლო თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ორჯერაც გამოიყენოთ. ნიღბის გამოყენების საერთო კურსი 1 თვეს მაინც უნდა შეადგენდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ სასურველ შედეგს.