მარტოხელა ადამიანის ცხოვრება მარტივი არაა, განსაკუთრებით, თუ მას არ ესმის მისი მარტოობის ჭეშმარიტი მიზეზი. ნაღვლიან ადამიანებს, რომლებიც საკუთარ მოთხოვნილებებში ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებულან, საკუთარი ცხოვრება დღითიდღე უარესობისკენ მიჰყავთ.
მარტოხელა ადამიანის ცხოვრება
მარტოხელა ქალები, ხშირად, უსუსურობისა და შინაგანი სიცარიელის გრძნობის გამო, გონს ვერ მოდიან. ისინი მუდმივად ვიღაცას ეძებენ და ყოველთვის არასწორ ადამიანებს პოულობენ. ცხოვრებითა და მისი სილამაზეებით ტკბობის ნაცვლად, ისინი დასდევენ მამაკაცებს, რომლებიც მათ ან იყენებენ, ან უბრალოდ არ განიცდიან თბილ გრძნობებს უბედური ქალბატონების მიმართ.
მამაკაცთან მორიგი წარუმატებელი რომანის შემდეგ (რამაც ქალბატონს თავდაჯერებულობა მთლიანად გაუქრო), ქალს არ ესმის, რა უნდა მოუხერხოს თავის ცხოვრებას. რატომ ხდება მაინცდამაინც ასე? რატომ იყენებენ, შემდეგ კი ისვრიან ქალებს მამაკაცები?
იქნებ, პრობლემა დაბალი თვითშეფასებაა? ან, იქნებ, ეს ქალები ზედმეტი მონდომებით ეძებენ პარტნიორს და, პოვნისთანავე, საკუთარი თავი ავიწყდებათ? ცხოვრებაში ყველაფერს აკეთებენ იმ მამაკაცის მოსაპოვებლად, რომელიც, რეალურად, არ აინტერესებს. საკუთარი გარეგნობის მოვლა კარგია, თუმცა, როცა მთავარ მოტივაციად არა საკუთარი თავის სიყვარული, არამედ სხვა ადამიანისთვის თავის მოწონება იქცევა, ეს სტრატეგია ზედმეტად სიტუაციურად მუშაობს.
როგორც კი სასურველი მამაკაცი სადმე გაქრება, ქალი მაშინვე ივიწყებს საკუთარ თავს და დეპრესიას ეცემა. მას აღარ აინტერესებს ფიგურა, თვითგანვითარება და მსგავსი წვრილმანები. იგი კარგავს მთავარ მოტივაციას, მას კი უკან მიჰყვება სიცოცხლით ტკბობის სურვილი მის ნებისმიერ სფეროში. ასე ხშირად მოსდით მათ, ვისთვისაც სიყვარული ყველაფერია. სწორედ ამიტომ, ნუ დააყენებთ სიყვარულსა და საყვარელ ადამიანს კვარცხლბეკზე.
რა უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს, როცა მარტოობასა და სიცარიელეს ვგრძნობთ?
- ადამიანის გვერდით მხოლოდ იმიტომ არ უნდა იყოთ, რომ საკუთარი უსაფრთხოების, ურთიერთობისა და ყურადღების უკმარისობა შეავსოთ.
- ნუ ეძებთ პარტნიორს მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმე მაინც გყავდეთ გვერდით. დატკბით თავისუფლებით და განვითარდით, პარტნიორი თვითონ გამოჩნდება.
- მოეშვით საკუთარი თავის შეზღუდვას სასიყვარულო ურთიერთობებით. ის, რომ სიყვარული ცხოვრებაში ყველაზე მთავარია, ერთი დიდი ილუზიაა.
- დიდიდ ალბათობით, თქვენი მარტოობის შეგრძნება სხვადასხვა დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის დაგროვების შედეგია. გაერკვიეთ იმაში, თუ რა გჭირდებათ რეალურად და როგორ შეიძლება სურვილების დაკმაყოფილება მუდმივი პარტნიორის გარეშე.
- იყავით მასთან, ვინც გულწრფელად დაინტერესდებოდა ისეთ ადამიანთან ურთიერთობით, როგორიც თქვენ ხართ, და არა უბრალოდ მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით.
- მუდმივი, სტაბილური ურთიერთობის არქონა სავსებით ნორმალურია! ნუ აგერევათ საზოგადოების ზეწოლა საკუთარ ჭეშმარიტ სურვილებთან და საჭიროებებთან.
რედაქციის რჩევა
მარტო ყოფნისას ბედნიერება სავსებით ხელმისაწვდომი მდგომარეობაა. მეტიც, თუ ადამიანს არ შეუძლია საკუთარ თავთან ბედნიერი ცხოვრება, ის ურთიერთობაშიც ვერ იქნება ბედნიერი. პირველ რიგში, შექმენით ჰარმონია საკუთარ თავში, გაიაზრეთ და იმუშავეთ საკუთარ პრობლემებზე, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაებით ურთიერთობებში.