დაქალი ეკოლოგიურადად სუფთა ცხოვრების წესზე გადავიდა, ჩვეული ნივთების ნაცვლად ნატურალურ ანალოგებს ყიდულობს.

0
84

ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც უკვე სულ უფრო ხშირად ფიქრობს, რას დატოვებს სამომავლოდ. ნაგვის გადახარისხება, პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმა, ეკოლოგიურ სამშენებლო მასალებზე გადასვლა – ეს უკვე რეალობაა. თუმცა, არსებობს ისეთი წვრილმანები, რომელთა ეკოლოგიურ ვარიანტებს ძალიან ცოტა იცნობს. არადა, მათი როლი საკმაოდ დიდია დედამიწის გადარჩენის საქმეში.

როგორ ვიცხოვროთ ეკოლოგიურად

“ეკოლოგიურ” მხარეზე გადასვლა ეტაპობრივად შეიძლება. პირველ რიგში, უნდა დაინტერესდეთ ამ საკითხით, წაიკითხოთ თემატური სტატიები ან ბლოგები. ჰკითხეთ მეგობრებსა და ახლობლებს, ხომ არ იყენებენ ისინი ჩვეულებრივი ნივთების რომელიმე ეკოლოგიურ ანალოგს. დიდი ალბათობით, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც გამოცდილების გაზიარება სურთ.

იმის გასაგებად, შეძლებთ თუ არა ეკოლოგიურად ცხოვრებას, შეგიძლიათ რაღაც ერთი ნივთი ჩაანაცვლოთ. მაგალითად, შეიძინოთ ჩვენი სიიდან ერთ-ერთი ეკოლოგიური ანალოგი.

მყარი შამპუნი

დიახ, მყარი მხოლოდ საპონი არაა. შამპუნს, თუნდაც ძალიან ჰგავდეს საპონს გარეგნულად, აქვს თავისებური საწმენდი თვისებები და მხოლოდ ნატურალური ნედლეულისგან მზადდება. ეკოლოგიური კოსმეტიკის თანამედროვე ბაზარზე მყარი შამპუნის უამრავ ვარიანტს იპოვით, თქვენი თმის ტიპისთვის.

ასეთი შამპუნის გამოყენება მაქსიმალურად მარტივია: დაისველეთ თმა, დაასველეთ შამპუნიც, ხელებზე შეიზილეთ ცოტაოდენი ქაფი და შეუდექით მყარი შამპუნის შეზელას სველ თმაში. ასე გაცილებით უფრო ეკონომიურად მოიხმართ პროდუქტს.

თუ ეს ვარიანტი არ მოგწონთ, ახლა ზოგ მაღაზიაში ჩამოსასხმელი შამპუნების შეძენაც შეგიძლიათ. უბრალოდ წაიღეთ საკუთარი მრავალჯერადი ჭურჭელი.

მყარი დეზოდორანტი

მყარი საპნისა და შამპუნის კიდევ ერთი “ბიძაშვილი” – კრისტალური დეზოდორანტი. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ ხერგავს კანის ნასვრეტებს, როგორც ამას ჩვეულებრივი ანტიპერსპირანტები აკეთებს, უბრალოდ ებრძვის იმ ბაქტერიებს, რომლებიც უსიამოვნო სუნის გაჩენას იწვევს. დიახ, კრისტალური დეზოდორანტი ოფლისგან ასბოლუტურ დაცვას არ გთავაზობთ, თუმცა, უსიამოვნო სუნს შესანიშნავად უმკლავდება. ამასთან, ასეთი დეზოდორანტი დიდი ხანი გეყოფათ.

გამოყენებამდე, პროდუქტი წყლით უნდა დაასვეელოთ, თორემ შედეგს არ მოგცემთ. სერიოზული უარყოფითი მხარე ისაა, რომ ძალიან მყიფეა და არომატიზატორიც არ აქვს. ეს ყველას არ მოსწონს.

მეტალის საწრუპავი მილაკი

კლასიკური პლასტმასის მილაკს სულ უფრო მეტი ანალოგი გაუჩნდა. მათ შორის ყველაზე გავრცელებული უჟანგავი ფოლადია. ასეთი მილაკი ნამდვილად ჩაეტევა ჩანთაში და დანიშნულების ადგილამდეც მივა.

არსებობს სხვა ვარიანტებიც. მაგალითად, ქაღალდის, შუშის, ბამბუკისა და ლელქშისაც კი. არჩევანი ნამდვილად გვაქვს. თუმცა, მეტალის მილაკები ყველაზე მარტივად მოსავლელია: უბრალოდ გარეცხავთ, როგორც ჩვეულებრივ ჭურჭელს. იგი აუცილებლად მოგემსახურებათ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში.

ყურის ჩხირები სილიკონის დაბოლოებით

ჩვეულებრივ ერთჯერად ჩხირებსაც უპოვეს ალტერნატივა – სამედიცინო სილიკონის დაბოლოების მქონე ყურის ჩხირები. ეს მასალა უკვე ფართოდ გამოიყენება ჯანდაცვის სფეროში (კათეტრებიმ სილიკონის მილები, სადრენაჟო სისტემები, სხვადასხვა დაბოლოებები და საცობები).

მრავალჯერადი ჩხირები ყურის დაბინძურებას ჩვეულებრივი ჩხირივით კარგად უმკლავდება. მათი გამოყენების შემდეგ კი ისინი უბრალოდ უნდა გარეცხოთ საპნით და გააშროთ. დიახ, ეს ჩხირები ყურიდან წყალს ვერ გამოიღებს, დანარჩენ შემთხვევაში კი შესანიშნავია.

საპნის კაკალი

ნამდვილ ნოუ-ჰაუდ ითვლება სარეცხის თხილის გამოყენება, ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილებისა და კაფსულების ნაცვლად. საპნის ხის, იმავე საპინდუსის, რომელიც ინდოეთიდან მოდის, ნაყოფი შეიცავს საპონინებს – ბუნებრივ ქაფწარმომქმნელ კომპონენტებს. საპნის კაკალი ჰიპოალერგიულად ითვლება და მისი გამოყენება ხუთჯერ შეიძლება.

თეთრეულის რაოდენობის მიხედვით, აიღეთ რამდენიმე თხილი, მოათავსეთ მცირე ზომის ტომარაში და შეკარით იგი. ასე გარეცხეთ ტანსაცმელი ან ხელით, ან მანქანაში. ასეთი რეცხვის დროს, ქაფი ბევრი არ იქნება, რაც წყალს დაზოგავს. თუმცა, რეცხვის ხარისხზე ამას არავითარი გავლენა არ ექნება – კაკალი შესანიშნავად უმკლავდება ჭუჭყს.

მრავალჯერადი ჩხირები

აღმოსავლური სამზარეულოს მოყვარულებიც არ ჩამორჩებიან მთელი პლანეტის ეკოლოგიურ მისწრაფებებს. როგორც ამბობენ, ერთჯერადი ჩხირების საწარმოოდ, ყოველდღიურად 4 მილიონი ხე იჭრება. ეს ხომ კატასტროფაა! მეტალის ჩხირები შესანიშნავი ალტერნატივა იქნება. მისი მოვლა და თან ტარება ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. ყოველთვის შეგიძლიათ, კაფეში წაიღოთ ან უარი თქვათ სხვა პლასტმასის ხელსაწყოებზე, როცა სახლში უკვეთავთ რამეს.

ბამბუკის კბილის ძაფი

ასეთი ძაფი უპრობლემოდ უტილიზდება: იგი ბუნებრივად 60-90 დღეში იშლება. ხოლო ნატურალური ნედლეულის მისაღებად უფრო ნაკლები ენერგია და წყალი იხარჯება, ვიდრე სინთეტიკური ძაფების საწარმოოდ.

ბამბუკის ძაფი უფრო გამძლედ ითვლება. იგი არ წყდება და ჭუჭყს ყველაზე რთულად მისაწვდომი ადგილებიდანაც იღებს. ასეთი ძაფი იდეალურ ღიმილს შეგძენთ!

დროთა განმავლობაში, ეკოლოგიური მასალების გამოყენება დედამიწის მოსახლეობისთვის ნორმად უნდა იქცეს. მრავალჯერადი წვრილმანების გამოყენებით, თქვენ ჩვენს საერთო სახლს ასუფთავებთ. მადლობა, რომ გულგრილი არ ხართ.