რატომ პირფერობს ქმარი უცხოების წინაშე, სახლში კი სულ სხვა ადამიანად იქცევა

638

სამაგალითო ქმარი სულ სხვა ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს, როცა თავისი სახლის ზღურბლს სცდება. რატომ ხდება ასე? ნინა თავის ისტორიას გვიყვება. ყველა დაქალს შურს მისი შესანიშნავი ქმრისა. თუმცა, ქალბატონი თავს ბედნიერად არ თვლის – ფიქრობს, რომ ქმარს იგი არ უყვარს.

“პაატა ყველას ეხმარება, ვინც ამას სთხოვს. ნაცნობებს უბრალოდ მანქანით ასეირნებს, აეროპორტამდე ან სახლამდე მიჰყავს. გზას იმრუდებს ხოლმე, მაგრამ მეგობრებს უარს არ ეუბნება. ყოველთვის ასესხებს ფულსაც: არ ენანება, რადგან კარგი ხელფასი აქვს. შეუძლია, სამსახურის შემდეგ კოლეგასთან წავიდეს, მისი კომპიუტერი რომ შეაკეთოს ან რემონტში დაეხმაროს. სახლში კი ჩემი ქმარი სულ სხვანაირია. 

სამაგალითო ქმარი

პაატასთვის ოჯახი მეორეხარისხოვანია. ამაზე ვერავინ იეჭვებს. პაატა მეზობლებსაც ძალიან უყვართ. იგი ქალებს სადარბაზოს კარს უღებს, გაზს უთმობს, ბებიებს სახლამდე ჩანთების მიტანაში ეხმარება. იგი ხშირად ატარებს დროს ბარში, მეგობრებთან ერთად, და ყველას ფულსაც იხდის ხოლმე. ყველა ნათესავი აქებს მას, ამბობენ, რომ ძალიან გამიმართლა.

ჩემი საყვარელი ადამიანი დიდხანს მეგონა იდეალური. თუმცა, 10 წელი ასე გავიდა და უკვე სერიოზულად ვფიქრობ განქორწინებაზე. პაატა კეთილი და სასიამოვნო მხოლოდ ნათესავებისა და მეგობრებისთვისაა. საღამოობით, სახლში კომპიუტერთან ზის, უქმეებზე კი ფარეხში საქმიანობს.

მეგობრებთან გულუხვი პაატა ოჯახის საჭიროებებისთვის ძალიან ცოტას იმეტებს. ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ფინანსური მხარდაჭერა უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე მის ცოლსა და ვაჟიშვილს. ჩვენს ბინაში რემონტს თვითონ ვაკეთებ, რადგან პაატა გაჭირვებულების დახმარებითაა დაკავებული, სახლში დაღლილი მოდის და შპალერის აკვრის ხასიათზე არაა.

როცა ლურსმნის დაჭედება, საკიდების კედელზე მიმაგრება ან მძიმე ავეჯის გადაადგილებაა საჭირო, პაატა ჩემ გვერდით არაა. უბრალო თხოვნები არ ესმის, მე კი მამაჩემი მეხმარება. ცოტა ხნის წინ, ქმარს ვთხოვე მაღაზიაში გაყოლა, ბევრი რამ მქონდა საყიდელი და წამოღებაში რომ დამხმარებოდა. იცით, რა მითხრა? კოლეგა ჰყავდა წასაყვანი აეროპორტში. მე ტაქსით წავედი.

ასეთი ურთიერთობით დავიღალე და აღარ ვაპირებ პატარა ბავშვის გულისთვის ამ ტანჯვის ატანას. განქორწინება მინდა, მაგრამ მეშინია, რომ ყველა მე განმკითხავს. დედაჩემიც კი ფიქრობს, რომ ვაბუქებ და პაატა ძალიანაც კარგი ქმარია. თუმცა, მე და ის ახლა არც კი ვლაპარაკობთ. დილა-საღამოს ვესალმებით ერთმანეთს, ერთად არც კი ვსაუზმობთ. აი, ასეთი ბედნიერი ცხოვრება მაქვს.

რედაქციისგან

გასაგებია, რომ პაატა ყველა ნათესავსა და ნაცნობს მოსწონს. ის ხომ მზადაა, ნებისმიერ დროს დაეხმაროს მათ. მას შეუძლია ფულის გასესხება, ვიღაცის სახლამდე მიყვანა და რჩევის მიცემა. სახლში კი საკუთარი ოჯახისთვის უკვე დაღლილი მოდის. ცოლი აუცილებლად უნდა გაესაუბროს მას, სანამ განქორწინებას მტკიცედ გადაწყვეტს, უთხრას ყველაფერი, რასაც გრძნობს. თუ ქმარი არ შეიცვლება, დასანანი აღარაფერი იქნება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს