ქალების დაბალი დონის ქცევები, რომლებზეც მამაკაცები ანკესივით ეგებიან

308

თითოეულ ქალს უნდა ჰქონდეს გარკვეული რაოდენობით იდუმალება. ვიღაცას 1 განსაკუთრებული ხიბლი აქვს, ხოლო ვიღაცას ასეთი უამრავი მოეპოვება. ყველა ქალური ეშმაკობისა და ხრიკის შეცნობა ძალიან რთულია, რამდენადაც კაცობრიობის მშვენიერი ნახევარი ძალიან სწრაფად ვითარდება და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ისევე იწოვს, როგორც ყვავილი ახალ ცვარს.

თუმცა, როგორ გავუგოთ საყვარელ ქალს? ეს საკმაოდ მარტივია, თუ მოუსმენთ და გაიგებთ, რა გზავნილებს დებს იგი თავის სიტყვებში. მათი გაშიფრვა რთული არაა. თუმცა, ეს დაგეხმარებათ შესაძლო კამათისა და გაუგებრობის თავიდან აცილებაში.

როგორ გავუგოთ საყვარელ ქალს

ზოგიერთი ქალი უწყინარ ეშმაკობებს ღია მანიპულაციად აქცევს. თუ იგი მამაკაცის გარკვეული მიზნით გამოყენებას გეგმავს, დიდი ალბათობით, სწორედ ამას გააკეთებს. ასეთი სვლა ადამიანის ცნობიერებაში შეღწევისა და მისი გარკვეული მოქმედების ან რეაქციისკენ მიბიძგვის შესაძლებლობას იძლევა.

მანიპულაცია ძალით

თუ ქალი მოისურვებს, რომ მამაკაცმა მას რაღაც თხოვნა შეუსრულოს, იგი ამას შენიღბულად გააკეთებს, ყურადღებას იმაზე გაამახვილებს, რომ მამაკაცი უფრო დიდი და ძლიერია. “შეგიძლია, ჩემი ხათრით, ეს გააკეთო?”, “დავიჯერო, ამას ვერ იზამ?”, “არ ვიცოდი, ასეთი სუსტი თუ იყავი.” – მსგავსი ფრაზებით, ქალი პროვოცირებს გარკვეული სურვილების ან მოქმედებების შესრულებას.

ხანდახან, ეს მხოლოდ კეთილშობილი მიზნებით ხდება, თუმცა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა მსგავს პროვოკაციას აგრესიული ემოციური ფერი ადევს. შესაძლოა, მსგავსი განცხადების შემდეგ, ქალბატონმა თანამოსაუბრეს უნებლიეთ აწყენინოს. ეს გასაგებიცაა: არამგონია, რომელიმე მამაკაცს მსგავსი მოპყრობა მოსწონდეს. ყურადღებით იყავით თითოეული განცხადებისადმი. გახსოვდეთ, რომ შეურაცხყოფასა და დამცირებას (თუნდაც ასე დაფარულს) ორი გონიერი ადამიანის ჯანსაღ ურთიერთობაში ადგილი არ აქვს!

დამოუკიდებლობა, რომელიც გვაშინებს

იმის გაკეთების საჩვენებელი მცდელობები, რასაც ადრე არასდროს აკეთებდა, ასევე შეიძლება იყოს განგაშის ზარი. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამას. ფრაზები “მე თვითონ შევძლებ”, “დახმარება არ მჭირდება” და “არ მინდა, შეგაწუხო”, რეალურად, ქვეტექსტს შეიძლება შეიცავდეს. დაფიქრდით, იქნებ, მსგავს ინციდენტს გაიხსენებთ, როცა მსგავსი ქმედება საყვარელი ქალის წყენით დასრულდა. ამ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ პატიებას ითხოვთ და ეცდებით, რომ იგივე შეცდომა არ დაუშვათ.

მაგრამ, თუ ასეთი ფრაზები საკმაოდ ხშირია, ქალი კი მათი გამოყენებით მამაკაცს “აიძულებს” მცირე ბრძანებების შესრულებას, უნდა შეჩერდეთ. მას მართლა სჭირდება დახმარება თუ პირად მოსამსახურეს ეძებს? თუ ასეა, ნუ წამოეგებით მსგავს წამოძახებებს. ეცადეთ, ყოველთვის ცივი გონებით იმოქმედოთ, სწორი გადაწყვეტილების მიღება რომ შეძლოთ.

ქალი ბედნიერია, კაცი კი…

ხანდახან, ქალები უსამართლო თამაშს მიმართავენ. ისინი ცდილობენ, მამაკაცს რაღაცის გაკეთება იმ ტყუილით აიძულოს, რომ თითქოს ეს მათ გააბედნიერებს: “ეს ჩანთა რომ მქონდეს, ისეთი ბედნიერი ვიქნებოდი…”, “ის ტელეფონი რომ მიყიდო, მეცხრე ცაზე ავალ სიხარულით.” თუმცა, ასე ნებისმიერი სტანდარტული თხოვნა შეიძლება იქცეს რაღაც უმნიშვნელოვანესად, აუცილებლად. ეს ქალს აუცილებლად გააბედნიერებს და დააკმაყოფილებს.

დაფიქრდით, ასეთი “ბედნიერება” თქვენ რას მოგიტანთ? კეთილმოსურნე ქალი ოქროს მთებს არ მოსთხოვს მამაკაცს, როცა იცის, რომ, მაგალითად, მას ახლა სამსახურში პრობლემები აქვს. საჩუქრები და რომანტიკული საღამოები არავინ არავის უნდა აიძულოს. ყურადღება ხომ გულიდან უნდა მოდიოდეს.

აღმოჩნდა, რომ ქალის გაგება არც ისეთი რთულია. უბრალოდ, ყურადღება უნდა მიაქციოთ მას და მის სიტყვებს. ქალები უფრო ემოციურები არიან, ამიტომ, იმის მიხვედრა, თუ რა სურთ მას, ზოგადად, უპრობლემოდ შეიძლება. თუ, რა თქმა უნდა, საყვარელ ქალს საჭირო ყურადღბასა და დროს დაუთმობთ.

მიენდეთ საკუთარ გრძნობებს. გულახდილი საუბარი და ქმედებები აუცილებლად დაგიფასდებათ. ქალი არ ეცდება თქვენთვის რამის იძულებას, რამდენადაც ბრძენი ქალი თვითკმაყოფილი ქალია. თვითკმაყოფილი ქალი კი ცხოველური სითბოსა და შუქის მკვეთრი სხივია, რომელიც მთელ სამყაროს ეყოფა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს