ბინის გაყოფა განქორწინებისას: რატომ არ უნდა გაჰყვეთ ფინანსურად სუსტ მამაკაცს ცოლად

0
316

რატომ გვიცრუვებს იმედებს მამაკაცი, რომელსაც სიყვარულით გავყევით ცოლად? ღირს თუ არა მამაკაცის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინება დაქორწინებამდე? როგორ შეიძლება იქცეს ბედნიერი ცვლილება საბედისწერო შეცდომად? სწორედ ამასთან დაკავშირებით ისაუბრებს Paparazzi.ge-ის რედაქცია დღევანდელ სტატიაში.

იმედგაცრუება მამაკაცში

“ადრე გავთოვდი. რა ვიცოდი 19 წლის ასაკში ოჯახური ცხოვრების შესახებ? მხოლოდ ის, როგორც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ. მათ მართლაც ზღაპრული ცხოვრება ჰქონდათ: პირველი და ბოლო სიყვარული. ამიტომ, თვალწინ ასეთმა წარმატებულმა მაგალითმა შემაცდინა და დამარწმუნა, რომ გელასთან მეც ასე ვიცხოვრებდი. მწარედ შევცდი…

მაშინ, როცა გელამ ხელი მთხოვა, მისი ფინანსური მდგომარეობა სულ არ მადარდებდა. ვიცოდი, რომ ღარიბი ოჯახიდან იყო, თუმცა, არც ეს მაღელვებდა. პირველ ადგილას ჩემთვის გრძნობები იდგა.

აი, 6 წელი გავიდა, 2 ანგელოზი გვყავს, მე მოვასწარი იმ კომპანიის დირექტორობამდე დაწინაურება, სადაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვმუშაობდი. გელა კი როგორი უმუშევარიც იყო, ისეთივედ დარჩა.

მე ვარჩენდი ოჯახს და სახლის საქმეებსაც ვასწრებდი, ქმარი კი მთელი დღე დივანზე, ტელევიზორის ყურებით იყო დაკავებული. მის მუშაობასთან დაკავშირებულ კითხვებზე კი ყოველთვის მპასუხობდა: “როგორც კი უკეთეს ვარიანტს ვიპოვი…”, “რაღაცას ველოდები და…”

თუმცა, უკეთესი ვარიანტი 6 წელია, არ ჩანს, მეც მომბეზრდა ლოდინი. მომბეზრდა ყველაფრის საკუთარი ზურგით თრევა. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ განქორწინება მინდოდა.

როგორც კი ეს ქმარს ვუთხარი, ჩვენს ზღურბლზე გამოჩნდა დედამთილი, თავისი მუქარებით. ამბობს, რომ, თუ განქორწინებაზე განცხადებას შევიტან, ბინის გაყოფას მოითხოვენ, რადგან იგი დაქორწინების შემდეგ ვიყიდე და ორივეს გვეკუთვნის.

სიმართლე რომ გითხრათ, ამ განცხადებამ შემაძრწუნა. ვინ იფიქრებდა, რომ იმდენად ხეპრე ადამიანთან ვცხოვრობდი, რომელიც იმ ბინას გამოედავება, რომელშიც კაპიკი არ გადაუხდია. 

არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მშობლები მეუბნებიან, რომ ხელი დავუქნიო და გავშორდე, რადგან ბედნიერება ნებისმიერ ბინაზე უფრო ძვირფასია. ასე უბრალოდ ხომ ვერ დავუთმობ ჩემს ბინას ვიღაც უსინდისოებს?”

რას ურჩევდით ჩვენს გმირს? იქნებ, უკვე გქონიათ მსგავსი შემთხვევა? მადლობელი ვიქნებით, თუ თქვენს გამოცდილებას ან აზრებს გაგვიზიარებთ ამ თემასთან დაკავშირებით.