ქმარი დედამისს ანგარიშს აბარებს საწოლის თეთრეულის გამოცვლის დროსაც კი

1314

ცოტა ხნის წინ, დაქალმა მისი ქმართან ურთიერთობის შესახებ მიამბო. აღმოჩნდა, რომ სალომე სწორედ ის “მოსახერხებელი” ადამიანია, რომლის შესახებაც ამდენი მსმენია. ვერასდროს წარმომედგინა, როგორ ცხოვრობენ და რას გრძნობენ ასეთი ადამიანები.

მოსახერხებელი ადამიანი

სალომე ძალიან კარგი ადამიანია. მართლა კარგი. 25 წლის შემდეგ გათხოვდა და წყვილს პრობლემები არ ჰქონდა. თუმცა, მათ ერთმანეთზე მიჩვევა მოუხდათ. სალომე და დიმა სრულიად განსხვავებულ ოჯახებში გაიზარდნენ.

შესაბამისად, ყოფაცხოვრებისადმი დამოკიდებულებად განსხვავებული ჰქონდათ. დიმამ მთელი ცხოვრება გაატარა სახლში, სადაც საჭმელს დედა ამზადებდა, მის დაყრილს ალაგებდა და ყველანაირად ზრუნავდა მასზე. მისთვის საოჯახო ცხოვრება ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოედგინა.

თანაცხოვრების პირველივე კვირიდან, წყვილმა ტრადიციად შემოიღო კვირაობით ქმრის მშობლებთან სტუმრობა. ყოველ კვირას დიმას დედ-მამასთან ატარებდნენ. საომე თავის მშობლებთან იმდენად ახლოს არ იყო და იშვიათად სტუმრობდა. ჰოდა, ერთხელაც, სალომეს დედას დახმარება სწორედ კვირას დასჭირდა. ანდრო თავისიანებთან მარტო წავიდა.

ამ შემთხვევის შემდეგ, სალომემ საკუთარი თავის შესახებ დედამთილისგან ბევრი რამ გაიგო. აღმოჩნდა, რომ ანდრო მუდმივად ურეკავს მას და მათი ოჯახური ცხოვრების ყველა დეტალს უყვება. აგრეთვე, იგი დედას იმ პრობლემებსაც უყვება, რომლებიც სალომესთან აქვს ხოლმე. როგორც კი სალომემ ქმრის მშობლებთან მისვლა ვერ მოახერხა და თავი “მოსახერხებელ” ადამიანად არ წარმოიჩინა, მაშინვე დააბრალეს ახალი რაღაცები.

რედაქციისგან

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის უცნაური იყო ამის მოსმენა. 25 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც ყველა ოჯახურ პრობლემას დედიკოს უყვება… ისე ჟღერს, თითქოს მამაკაცი საერთოდ არ გაზრდილა და არ ესმის, როგორ უნდა წარიმართოს ზრდასრულთა ურთიერთობები. თანაც, თუ წყვილს გარკვეული პრობლემები აქვს, მათ შესახებ პარტნიორთან უნდა ისაუბროს, არ უნდა დადუმდეს.

ნუთუ, პარტნიორი არ უნდა იყოს ის პირველი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობისა და სხვა ყველაფრის შესახებ ისაუბრებს მამაკაცი? თუ დიმასთვის ეს ადამიანი დედაა, შესაძლოა, მისთვის ადრე იყო ზრდასრულთა ურთიერთობაში ჩაბმა. ასეთი ძლიერი მიჯაჭვულობა მშობლებზე ბევრ რამეს მეტყველებს…

ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ სალომე მეცოდება. დიმას გვერდით, იგი იძულებულია, “მოსახერხებელ” ადამიანად იქცეს, რომელიც ყველაფერს სხვისთვის აკეთებს. ის თავისი ქმრისთვის დედის მოვალეობასაც ასრულებს, სხვანაირად მასთან ვერ იცხოვრებს. თუმცა, ზრდასრულთა ურთიერთობა ხომ ორ ადამიანს შორის იბმება, არა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს