მოხერხებული მიწათმოქმედები გაზაფხულზე მოცვის ბუჩქებს სოდით ამუშავებენ და მეც მათგან ვიღებ მაგალითს.

103

უკვე დიდი ხანია, გარშემო ყველაფერი მწვანდება და სასიამოვნო არომატს აფრქვევს. მიწათმოქმედები კი უკვე ფუტკრებივით შრომობენ და მოსავლისთვის ღვრიან ოფლს. რა შეიძლება იყოს სახლის ხრაშუნა კიტრზე, პომიდორსა და კენკრაზე უფრო გემრიელი? ჰო მართლა, კენკრა. მისი ბუჩქები მავნებლებისგან რომ დაიცვათ, ნიადაგის პესტიციდებით ჟღენთა არაა საჭირო. დღეს ჩვენ გეტყვით, რა გავლენას ახდენს სოდით დამუშავება ნაყოფიერი ბუჩქების ზრდაზე.

მოცვის დამუშავება სოდით

მოცვის ბუჩქები უხვი და ნაყოფიერი რომ იყოს, ფოთლებსა და ნაყოფზე მწერების გაჩენა უნდა აიცილოთ თავიდან. ამ მიზნისთვის საუკეთესო საშუალება საკვები სოდაა. იგი უსაფრთხოა როგორც ადამიანის, ისე მცენარისთვის. ამასთან, სოდა ამცირებს ნიადაგის მჟავიანობას, აფრთხობს მავნებლებს და, რაც მთავარია, მცენარეს ეხმარება ნიადაგიდან მკვებავი ნივთიერებების ათვისებაში.

მავნებლების თავიდან მოსაშორებლად, მოცვის ბუჩქების ტოტებსა და კვირტებს შინ მომზადებული ხსნარი უნდა შეასხათ. ხოლო, თუ ნიადაგს სოდის ხსნარით მორწყავთ, გაზრდით მოსავლიანობას და ბუჩქის გარშემო სარეველა ბალახებსაც გაანადგურებთ. თუ სოდის რაოდენობას გადააჭარბებთ, მოცვს ავნებთ, რამდენადაც ეს ფხვნილი ნიადაგიდან კალციუმსა და კალიუმს დევნის. თუ სოდა ზედმეტი მოგივათ, მოცვი ზრდასა და ნაყოფიერებას შეწყვეტს. ამიტომაცაა აუცილებელი დოზის დაცვა.

ხსნარი უნდა იყოს თბილი, რამდენადაც ცივ წყალში სოდა ცუდად იხსნება, ცხელში კი ზედმეტად ტუტოვანი ხდება. ხსნარი უნდა მომზადდეს არამეტალის ჭურჭელში. სოდის ხსნარი, მოცვის დასამუშავებლად, მომზადებიდან 3 საათის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ, ამის შემდეგ იგი სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.

როგორ მოვამზადოთ სოდის ხსნარი

სუფთა, არამეტალის ჭურჭელში გააზავეთ 2 ს.კ. ფხვნილი 1 ლ წყალზე. გამოდგება როგორც საკვები, ისე კალცინირებული სოდა. თუ ხსნარს მზესუმზირის ზეთსა და სარეცხ საპონს დაუმატებთ, მიიღებთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. ახლა გადაასხით სითხე პულვერიზატორში და უხვად შეაშხეფეთ ღეროებს, ახალგაზრდა ფოთლებსა და ტოტებს.

მოცვის ერთი ბუჩიქსთვის 2 ს.კ. სოდისა და 5 ლ წყლის ხსნარიც საკმარისი იქნება. ბუჩქების ფესვებიც რომ გამოკვებოთ, დაუმატეთ სოდის ხსნარს ცოცხალი საფუარი. მიუხედავად იმისა, რომ სოდა ადამიანისთვის უსაფრთხოა, იმუშავეთ რეზინის ხელთათმნებით. მოცვის დამუშავების შემდეგ, ხელები და სახე კარგად დაიბანეთ, გამოივლეთ პირის ღრუც.

სოდის ხსნარის შენახვა სამომავლო გამოყენებისთვის არ შეიძლება, რამდენადაც მოცვს იგი არავითარ სარგებელს არ მოუტანს. ყველა ჭურჭელი, რომელიც მოცვის მოსარწყავად გამოიყენეთ, კარგად გარეცხეთ და გაავლეთ, გააშრეთ სუფრა ჰაერზე. თქვენ როგორ უვლით მოცვის ბუჩქებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს