წყვილები, რომლებიც მალე დაშორდებიან: როგორი ურთიერთობაა განწირული?

1151

კითხვაზე, თუ რატომ შორდებიან ერთმანეთს ადამიანები, ყველას შეუძლია თავისებური პასუხის გაგება. თუმცა, ფსიქოლოგიური გადმოსახედით, არსებობს იმ წყვილთა გარკვეული ტიპები, რომლებიც დაშორებისთვის არიან განწირული. ეს პროცესი შეუქცევადია, რამდენადაც ადამიანები თავიდანვე არ უხდებოდნენ ერთმანეთს. რაში მდგომარეობს პრობლემა? დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია ამასი გარკვევას შეეცდება.

რატომ შორდებიან ადამიანები

ურთიერთობებში, როგორც სხვა ყველა საქმეში, მნიშვნელოვანია ბალანსი. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, საუბარი ემოციებს ეხება. მაგალითად, თუ ერთ-ერთი პარტნიორი მუდმივად კისრულობს ემოციურ აქტივობას, მეორე კი პასიურად იქცევა, კავშირი შეიძლება გაწყდეს.

პრაქტიკაში, ეს ასე მარტივად არ ხდება. ყველა კონფლიქტს ერთი პარტნიორი წყვეტს, მხოლოდ ის მიდის დათმობაზე და თავის მეორე ნახევარს ნებისმიერ ახირებას უსრულებს. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ, რაც უფრო მეტად მოიქცევა იგი ასე, მით უფრო მეტად დაიძაბება ურთიერთობა.

შეწყვეტას ექვემდებარება ის კავშირიც, რომელშიც ადამიანები ერთმანეთის ხელახლა აღზრდას ცდილობენ. დამეთანხმებით, თუ ებმებით ურთიერთობაში, ადამიანი ისეთად უნდა მიიღოთ, როგორიც არის. ან რომელიმე სადავო მომენტს უნდა შეეგუოთ, ან რჩეულს უნდა დაემშვიდობოთ.

ადამიანები ვერ ახერხებენ ურთიერთობის დიდხანს გაგრძელებას, თუ ისინი ცხოვრების სხვადასხვა პრინციპებს ითვალისწინებენ. ამ დროს ქორწინებაზე საუბარიც ზედმეტია. მაგალითად, უთანხმოება შეიძლება რელიგიის ან მომავალში ბავშვების ყოლა-არყოლის სურვილის გამო გაჩნდეს.

ხანდახან, ფსიქოლოგიურად უმწიფარი ადამიანები ურთიერთობებში უცნაურად იქცევიან. მათი ქმედებები ჰგავს თამაშს, რომელშიც “მოთამაშემ” პარტნიორის ყველა შეცდომას იმავეთი უნდა უპასუხოს. დღეს მამაკაცს ეწყინა, რომ ქალმა პაემანზე მისვლა ვერ მოახერხა. ხვალ ზუსტად ასე მოიქცევა, ჯინაზე. ნუთუ მსგავსს ადეკვატური რეაქცია შეიძლება ვუწოდოთ? არამგონია. ადრე თუ გვიან, რომელიღაცას მობეზრდება მეორე ნახევრისთვის გულის ტკენა.

სხვა შემთხვევები

დიდხანს ვერ გაძლებს ისეთი ურთიერთობებიც, რომლებშიც პირველ ადგილას ინტიმი დგას. ერთი შეხედვით, ბევრი სწორედ იმაზე ოცნებობს, რომ ამ საქმეში ყველაფერი იდეალურად იყოს. თუმცა, როცა მთელი თავისუფალი დრო საწოლს ეძღვნება, ბოლოს აღმოჩნდება, რომ ადამიანთან სხვა არაფერი გაქვთ საერთო და სალაპარაკო.

ერთად ვერ იცხოვრებენ ის ადამიანებიც, რომლებიც საკუთარი თავებით არიან შეპყრობილი. ნარცისულ პიროვნებებს სურთ, რომ მისით აღფრთოვანდნენ. ეს კი ძალიან რთულია, როცა პარტნიორი, როგორც თქვენ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

თუ ურთიერთობის დაკანონება გსურთ, დაუყოვნებლივ განიხილეთ პარტნიორთან ფულის საკითხი. ეს ფაქიზი, თუმცა მნიშვნელოვანი თემაა. ვინ და რამდენს იმუშავებს, როგორ ხედავთ ოჯახურ ბიუჯეტს და ა.შ. ეს უნდა გაირკვეს, ბოლოს ისე რომ არ გამოვიდეს, თითქოს არა ერთი არამედ განსხვავებული მიმართულებით იცქირებით.

ასაკებს შორის დიდი განსხვავებაც, როგორც წესი, არამტკიცე ურთიერთობას მოასწავებს. თუმცა, არსებობს უამრავი გამონაკლისი. იქნებ, სწორედ ისინი ამტკიცებს საწინააღმდეგოს?

დღევანდელი კლასიფიკაციის კიდევ ერთი ტიპაჟი – წყვილი, რომელსაც დრამა სჭირდება. ჩვეულებრივ, ისინი ჩხუბობენ ხალხში, რაც შეიძლება მეტი ყურადღება რომ მიიქციონ. ყვირილისა და ლანძღვის გარეშე არ შეუძლიათ, ბუზი სპილოდ უნდა აქციონ! ასე ურთიერთობა ცოტა ხნით გაგრძელდება, თუმცა, ასეთივე ხმაურიანი განშორებით დასრულდება.

რა თქმა უნდა, ყველა ზემოხსენებულ მაგალითში შეიძლება თავი იჩინოს გამონაკლისმა. თუმცა, ნუ დაეყრდნობით მხოლოდ იღბალს. თავიდანვე მოეკიდეთ თქვენს რჩეულს პატივისცემით. მნიშვნელოვანია ადამიანის მოსმენა და მასთან რაც შეიძლება მეტი გადამკვეთი გზის პოვნა.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ შორდებიან ადამიანები ერთმანეთს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს