დროით გამოცდილი რჩევები 56 წლის მოდელისგან, მარადიული ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

0
305

ნებისმიერი ქალი ოცნებობს თავის ასაკზე უფრო ახალგაზრდა გარეგნობაზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა 50 წელს გადააბიჯებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტივია: ჯანსაღი და მოელვარე გარეგნობის მიღება შეუძლებელია თავის რეგულარული მოვლის გარეშე. ამ სტატიაში, Paparazzi.ge-ის რედაქციამ შეკრიბა სილამაზისთვის სასარგებლო საიდუმლოები 56 წლის მოდელის, ქეროლაინ ლაბუშერისგან, რომელმაც იცის, როგორ უნდა დარჩეს ახალგაზრდა ნებისმიერ ასაკში.

სასარგებლო რჩევები სილამაზისთვის

ხანდახან, ახალგაზრდობის დევნაში, ქალი საკმაოდ ექსტრემალურ პროცედურებს მიმართავს. თუმცა, თუ სილამაზეს ახალგაზრდობიდანვე გაუფრთხილდებით და რეგულარულად მოუვლით საკუთარ თავს, უკიდურესი ზომები აღარ დაგჭირდებათ. ამასთან, კოსმეტოლოგთან სიარულითაც არ ამოგხდებათ სული. ის, რასაც ყოველდღე აკეთებთ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.

ამერიკელი ქეროლაინ ლაბუშერი 54 წლის ასაკში გახდა მოდელი, რითაც მრავალი ქალი შთააგონა. მან შეძლო და თავისი ჭაღარა ხიბლად აქცია, სიბერის სიმბოლოდ კი არა. ამ ქალის შარმისა 30 წლის ასაკშიც შეშურდებათ. შუა ხნის მოდელი სილამაზის ძირითად საიდუმლოებს გვიზიარებს თითოეული იმ ქალბატონისთვის, რომელსაც გაზაფხულის ყვავილივით სურს დარჩენა.

1. მოერიდეთ მზეს

ქეროლაინი გვირჩევს, ახალგაზრდა ასაკიდანვე მოვარიდოთ კანი მზის გავლენას. ეს არამხოლოდ მზიანი რეგიონის მაცხოვრებლებს, არამედ ჩრდილოეელბას ეხებათ. ჩვენში ბევრი ქალი “იწყვეტს” ზაფხულში: გარბის პლაჟზე, ქათამი გრილის მდგომარეობამდე რომ შეიწვას. თუმცა, შემდეგ კანი უამრავი ნაოჭით იფარება. ვის სჭირდება ეს? ქეროლაინმა შეწყვიტა გარუჯვა, კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

სახლიდან გასვლამდე, ყოველთვის შეამოწმეთ ულტრაიისფერი გამოსხივების ინდექსი. დღეს ამის გაკეთება ამინდის პროგნოზის საიტებსა და აპლიკაციებში შეიძლება. გამოიყენეთ SPF 30+ დამცავი კრემი, თუ უ.ი. ინდექსი 3-ზე მეტია, და SPF 50+, თუ ინდექსი 6-ს აჭარბებს. არ დაგავიწყდეთ შლაპები და სათვალეები, არ გაირუჯოთ ზაფხულშიც, განსაკუთრებით, მზის ყველაზე მაღალი აქტივობის დროს.

2. არ შეეხოთ სახეს

“ნუ შეეხებით სახეს ზედმეტად, ნუ მოიფშვნეტ თვალებს და, მითუმეტეს, ნუ აწვალებთ მუწუკებს.” – ამბობს მოდელი. ჯერ ერთი, ასე თქვენ ბაქტერიების შეტანას უზრუნველყოფთ, მეორეც – კანს ჭიმავთ და მასზე კვალს ტოვებთ. ქეროლაინი ხაზს იმასაც უსვამს, რომ კანის მდგომარეობა კვებაზეცაა დამოკიდებული. მან, მაგალითად, დიდი ხნის წინ თქვა უარი შაქარზე, რამაც მის გარეგნობაზე შესანიშნავი გავლენა მოახდინა.

3. დაატენიანეთ კანი

ქეროლაინი სახის კარგი დამატენიანებელი კრემის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. იგი აუცილებლად უნდა წაისვათ დილა-საღამოს. დღით უნდა გამოიყენოთ დამცავი – ყინვის ან მზისგან, ღამით – მკვებავი და ანტიასაკობრივი. დიახ, კარგი კოსმეტიკა იაფი არ ღირს, თუმცა, რას ვიზამთ. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ყველა ეს საშუალება უკეთ იმოქმედებს, თუ შინაგანი ჯანმრთელობითაც დაინტერესდებით.

4. აირჩიეთ რეტინოლიანი საშუალებები

რეტინოლიანი (A ვიტამინი) კოსმეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ზრდასრული კანისთვის და ერთბაშად რამდენიმე პრობლემას უმკლავდება. რეტინოლი აუმჯობესებს კანის ტექსტურას, გვაშორებს პიგმენტაციას, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. უბრალოდ, უნდა გახსოვდეთ, რომ რეტინოლიანი კოსმეტიკის გამოყენება ზრდის კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი. ამიტომ, აუცილებლად ჩართეთ პროგრამაში მზისგან დამცავი კრემი. ზაფხულს კი საერთოდ უარი თქვით რეტილოლიან საშუალებებზე.

5. შეამცირეთ სკრაბების გამოყენება

სკრაბი შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა, მისი ზედმეტად გამოყენება ყოველდღე არ შეიძლება. დაინდეთ საკუთარი სახე და სკრაბი კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოიყენეთ. უკეთესი იქნება, თუ კოსმეტოლოგთან წახვალთ და გაიგებთ, როგორი მოვლა სჭირდება თქვენს კანს. ყველაფერი ხომ ინდივიდუალურია. ის, რაც თქვენს დაქალს უხდება, შეიძლება თქვენ არ მოგიხდეთ.

6. აცადეთ კანს სუნთქვა

მოუწყვეთ კანს დასვენების დღეები. არ წაისვათ დეკორატიული კოსმეტიკა უქმეებზე ან ბუნებაში გასვლისას. გამოიყენეთ მხოლოდ დამცავი საშუალებები და იყავით ბუნებრივი. სახე, რომელიც მუდმივად მაკიაჟის ქვეშაა, ახალგაზრდობის ელვარებას გაცილებით ადრე კარგავს.

გაითვალისწინეთ ეს სასარგებლო რჩევები და დაკავდით საკუთარი თავით, რათა 50 წლის შემდეგაც უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი. თქვენ როგორ უვლით კანს, რომელ საშუალებებს იყენებთ?