ალუბალი ერთ–ერთი პოპულარული ხილის ხეა. ამის ახსნა მარტივია! გაზაფხულზე დიდებული თეთრი ყვავილებით გვახარებს, ხოლო ზაფხულში ლამაზი, კაშკაშა ნაყოფით. მისი მოყვანა რთული არაა, მაგრამ რატომღაც ზოგი მოსავალს ვედრობით იღებს, ზოგს კი კომპოტისთვისაც არ ყოფნის. ალუბლის გამოკვება დიდ როლს ასრულებს.
დღეს Paparazzi გამოცდილი აგრონომების ერთ ხრიკს გიზიარებთ. ძვირადღირებული სასუქები არ დაგჭირდებათ.
როგორ გამოვკვებოთ ალუბალი
როგორც არ უნდა გამოკვებოთ ალუბალი, სწორი გამოკვების გარეშე ნაყოფიერი ვერ გახდება. საქმე თავად მიწაშია, რომელზეც ხე იზრდება. აღმოჩნდა, რომ ალუბალი მჟავე მიწას ვერ იტანს.
ტუტე და მჟავე მიწას შორის სხვაობის დანახვა შეუირაღებელი თვალით გაგიჭირდებათ. რა თქმა უნდა, ამაზე ზოგიერთი მცენარე მინიშნებას გაძლევთ. მიწის მჟავიანობის დასადგენად უფრო საიმედოა ლაკმუსის ქაღალდით შემოწმება. ის ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.
- რამდენიმე წუთი და 1 ლაკმუსის ქაღალდი დაგჭირდებათ. ამისთვის ნაკვეთიდან მიწის გუნდა აიღეთ.
- ცოტა წყალი დაუმატეთ, რომ მიწაში არსებული მარილები გაიხსნას.
- სველი მიწის გუნდა ლაკმუსის ქაღალდზე დაყარეთ და რამდენიმე წუთით მოიცადეთ. ქაღალდი ფერს შეიცვლის.
ნიადაგის შემადგენლობის მიხედვით ფერი შეიძლება განსხვავებული იყოს. ჩვეულებრივ, ლაკმუსის ქაღალდს მთელი ფერების სპექტრი ახლავს. თუ ფერების ხაზი არ გაქვთ, შემდეგი დაიმახსოვრეთ: რაც უფრო წითელია ფერი, მით უფრო მჟავეა მიწა. ხოლო მწვანე, იისფერი და ცისფერი სპექტრი მიწაში ტუტის მაღალ შემადგენლობაზე საუბრობს.
თუ თქვენი ქაღალდი წითელი ან ნარინჯისფერია (პირველი 3-4 ზოლი ფერების ხაზში), გამოდის, ალუბალი „რძით“ უნდა გამოკვებოთ. არა იმით, რომელზეც ფიქრობთ.
ასე უწოდებენ ტუტე ფხვნილის წყლის ნარევს, რომელიც მღვრიე, თეთრ ფერს იღებს. დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ს/კ ფხვნილი 10 ლ წყალზე. სასუქის მოსამზადებლად გამოგადგებათ:
- დოლომიტის ფქვილი
- კირი
- მწვავე კირი
- ცარცის ფხვნილი
ფხვნილი წყალში გახსენით და ხილის ხე მორწყეთ. ნიადაგის მჟავიანობა შემცირდება და ალუბალი უხვ მოსავალს მოგცემთ.
ხილის ხე ასეთი ხსნარით წელიწადში მაქსიმუმ 2–ჯერ გამოკვებეთ: ყვავილობამდე და შემდეგ. დიდ ხისთვის 10 ლ წყალში 2 კოვზი ფხვნილი გახსენით, ხოლო პატარასთვის – 5 ლ და 1 კოვზი. ეს მარტივი მეთოდი გამოიყენეთ, რომ ალუბალმა ბევრი კენკრით გაგახაროთ.