ადრე კატაბალახის ნაყენის სარგებელზე ვერც კი ვიფიქრებდი. ეს ნაყენი დასამშვიდებლად არ მყოფნის, სხვა სასარგებლო თვისებებზე კი ეჭვიც არ მეპარებოდა. ერთხელ აფთიაქის მიმდებარედ მეზობელი ვნახე, რომელსაც 3 ბოთლი კატაბალახა ეყიდა და შინ მხიარული მიდოდა. დეიდა ლილის გამოვკითხე, თუ რისთვის სჭირდებოდა ამდენი ბოთლი კატაბალახა.
გავარკვიე, რომ დეიდა ლილი კატაბალახს დასამშვიდებლად და ასევე მცენარეებისთვის იყენებს. როგორც მითხრა, მავნებლების საწინააღმდეგოდ განსაკუთრებით ეფექტურია.
კატაბალახა მავნებლებთან საბრძოლველად
მცენარე ბუგრებისა და მწერებისგან რომ დაიცვათ, სპეციალური ხსნარით დანამეთ. 10 ლ დაყენებულ წყალში 1 ბოთლი კატაბალახას ნაყენი აურიეთ. ამ ხსნარით როგორც სახლის, ასევე ეზოს მცენარეები შეგიძლიათ დაამუშავოთ.
თუ ეფექტის გაძლიერება გსურთ, ხსნარს აბზინდას ნაყენიც დაუმატეთ. აბზინდას ბაქტერიოციდული თვისებები აქვს, რაც როგორც მავნებლების, ასევე ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ.
თქვენს მოსავალს ფიტოფთორებს და ხახვის ბუზებს სამუდამოდ მოაშორებთ, თუ აბზინდას და კატაბალახის ნაყენებს გამოიყენებთ. სათბურშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: ფრთათეთრებს ეფექტურად ებრძვის.
კატაბალახის ნაყენით დაავადებულ გარგარის, ქლიავის და ატმის ხეებს გადაარჩენთ. დეიდა ლილი ხეებს პროფილაქტიკის მიზნით რწყავს. ამ ხსნარის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ კატებს იზიდავს. ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ კატებმა უბედურება არ დაატრიალონ.
თუმცა მე კატები არ მყავს, ამიტომ მცენარეს ბუგრებს ამ მეთოდით ვაშორებ. ამ ხსნარს სათბურსა და ხეებზეც თამამად ვიყენებ, რადგან კატები აქ ვერ მოხვდებიან. ეჭვი არაა, რომ კატაბალახას ნაყენი მებოსტნეობაში სასარგებლოა.