მუყაოს ყუთი ფანჯრის რაფაზე: საუკეთესო აღმოჩენა ოთახის მცენარეებისთვის.

174

როგორც სხვები, მეც მცენარეებს ფანჯრის რაფაზე ვზრდი. საძინებელში მონსტერა, ზამიოკულკასი და ალოე ვერა თვალს მიხარებს. ამ ლამაზმანების მოვლაზე პასუხისმგებელი პირი ჩემი ქმარია. თუმცა რითიც შემიძლია დახმარებას ვცდილობ. გასულ წელს შევამჩნიეთ, რომ ჩვენმა მცენარეებმა მოსვენების ფაზაში ჭკნობა დაიწყეს. მდგომარეობის გაუარესების შესაძლო მიზეზებზე ინფორმაცის წაკითხვის შემდეგ, ერთი საინტერესო ხრიკის გამოყენება გადავწყვიტე. ზამთარში ოთახის მცენარეებისთვის საუკეთესო აღმოჩენა გახდა მუყაოს ყუთი ფანჯრის რაფაზე. Paparaazzi გიამბობთ, თუ რატომ და როგორ უნდა გამოიყენოთ მუყაოს ყუთი ოთახის მცენარეებისთვის.

ჩვეულებრივ, ცივ სეზონზე მცენარეებს მოსვენების ფაზა აქვთ. ამ ეტაპზე ბევრი ფიზიოლოგიური პროცესი ჩერდება. მცენარეს გამოკვება, ხშირი მორწყვა, მაღალი ტემპერატურა და ბევრი სინათლე არ სჭირდება. მოკლე დღის სინათლე ბოლო საკითხს აგვარებს, მაგრამ დანარჩენ ფაქტორებზე პასუხისმგებელნი მეყვავილეები არიან. რთული არაა, რომ მცენარე არ გამოკვებოთ და ზედმეტად არ მორწყათ. როგორ შევქმნათ კომფორტული მიკროკლიმატი? ამ საკითხში მუყაოს ყუთი დაგეხმარებათ.

მუყაოს ყუთი ოთახის მცენარეებისთვის ზამთრის პერიოდში

გვიანი შემოდგომა, ზამთარი და ნაადრევი გაზაფხული – პერიოდი, როცა გათბობის ბატარეები მუდმივად ჩართულია, ხოლო ფანჯრიდან ქარი უბერავს. შედეგად, ფანჯრის რაფაზე მიკროკლიმატი მშრალი ჰაერისა და ორპირი ქარისგან შედგება. როგორ შევქმნათ კომფორტული გარემო მცენარეების გარშემო?

აიღეთ უბრალო მუყაოს ყუთი, მაგალითად, ფეხსაცმლის ყუთი. თავსახური ახადეთ. ერთი გვერდი მოაჭერით და მოპირდაპირე მხარეს დადეთ. შიგნით მცენარის ქოთანი ჩადეთ ისე, რომ ყუთის ძირი ფანჯრის პირისპირ იყოს. ყუთის სიმაღლე თავად დაარეგულირეთ, საჭიროების შემთხვევაში გადაჭერით.

შედეგად, გათბობის ბატარეების თბილი ჰაერი მცენარეს არ გაახურებს. ფანჯრის გრილი ჰაერი ამ თვითნაკეთი მოწყობილობის შიგნით დარჩება და მუდმივ ტემპერატურას უზრუნველყოფს.

რა თქმა უნდა, ასეთი „მაცივარი“ ყველა მცენარეს არ სჭირდება. ასეთ ეშმაკურ მოწყობილობას დააფასებს მხოლოდ ის, რომელსაც მოსვენების ფაზაში სიგრილე სჭირდება. მაგალითად, ყოჩივარდა, დეკემბერა, აზალია, შეფლერი, გლოქსინია, ასპიდისტრა, კლივია, კრასულა და იუკა.

რა თქმა უნდა, ეს ესთეტიკურად ლამაზი გადაწყვეტილება არაა. მცენარეები ზამთარში საძინებლიდან დახურულ, დათბილულ აივანზე გავიტანეთ. ახლა ისე ეფექტურად გამოიყურება, როგორც არასდროს. მუყაოს ყუთში მოსვენების ფაზის გავლით მცენარე კარგად ისვენებს. არ ავადმყოფობს და არ ჭკნება, ხოლო გაზაფხულზე აქტიურად იზრდება და ყვავილობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს