რას მიირთმევენ საუზმეზე გრაციოზული დიასახლისები, საღამომდე რომ არ მოშივდეთ

115

როგორი უნდა იყოს საუზმე? იდეალური საუზმე ნოყიერი საუზმეა, როგორც დიეტოლოგები ამბობენ. დილის საკვები საჭმლის მონელებელ სისტემას “რთავს” და ენერგიით გვავსებს დღის პირველი ნახევრისთვის. ზოგადად, კარგ საუზმეზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაივლის თქვენი დღე: როგორი განწყობა და შეგრძნებები გექნებათ.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ შეუდარებელი საუზმის რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი. გაითვალისწინეთ ისინი და ისაუზმეთ იდეალურად.

ნოყიერი საუზმე

საუზმე სუფთა წყლით უნდა დაიწყოთ. საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე, უზმოზე, მიირთვით თბილი სუფთა წყალი. ეს იმისთვის, რომ საკვების მომნელებელი ტრაქტი აამუშავოთ და იგი პირველი საკვების მიღებისთვის მოამზადოთ.

კარგი საუზმე უნდა იყოს ნოყიერი, თუმცა მსუბუქიც. მარტივად მონელებადიც კი. მსუყე საუზმე ფიზიკურ სამუშაომდე ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა.

გახსოვდეთ, რომ ბევრი საკვები არ უდრის ბევრ ენერგიას. პირიქით. ამას ნამდვილად იგრძნობთ, თუ დილით საკვების რაოდენობას შეამცირებთ. ინგლისური საუზმის (სოსისები, კვერცხი, ლობიო და ბოსტნეული, პურთან ერთად) შემდეგ, თავს მსუბუქად და გრაციოზულად ნამდვილად ვერ იგრძნობთ.

თქვენ, საშუალოსტატისტიკურ ქალბატონს, საუზმეზე 700-1000 კკალ არ სჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, ბოდიბილდერი არ ხართ, სპეციალურ კვებაზე. 300-400 კკალ სავსებით საკმარისი იქნება.

მომნელებელი სისტემისთვის, საუზმე თბილი და ცხიმიანი უნდა იყოს. ნუ შეგეშინდებათ სიტყვა “ცხიმიანის”. ცხიმებიც შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. კვების ექსპერტები გვირჩევენ უჯერი ცხიმების მიღებას. აირჩიეთ საქონლის მჭლე ფარში, კვერცხის ცილები, უცხიმო რძე ან მაწონი. სპეციალისტები საუზმეზე საკვების დღიური ნორმის 25-40%-ის მიღებასას გვირჩევენ.

საუზმეზე ცილოვანი პროდუქტის მირთმევა ზრდის დანაყრების შეგრძნების ხანგრძლივობას. ცილების მაღალი შემცველობის მქონე საუზმის შემდეგ, ადამიანი, დიდი ალბათობით, აღარ მიირთმევს მაღალკალორიულ მავნე საკვებს დღის განმავლობაში.

სწორ ცილებსა და ცხიმებს მიეკუთვნება ომლეტი, ხაჭო, დაბალცხიმიანი ხორცი, ავოკადო. არ დაგავიწყდეთ მცენარეული ზეთებიც. ეს გემრიელი და სასარგებლო საუზმის საფუძველია. ისინი გვეხმარება უჯრედებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების, ვიტამინებისა და ენერგიის მიღებაში.

დილის ტრაპეზმა სარგებელიც რომ მოგვიტანოს, მის შემადგენლობაში უნდა იყოს უჯრედისი (რთული ნახშირწყლები), ანუ მწვანილი და ბოსტნეული. აგრეთვე, ექსპერტები დაჟინებით გვირჩევენ უარის თქმას დაკონსერვებულ პროდუქტზე, მავნე ცხიმებსა და შემწვარ პროდუქტზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი – საუზმე ლამაზიც უნდა იყოს, მისი დანახვისას მადა უნდა აღგეძრათ. ჭამამდე კი დაყნოსეთ საკვები. დამიჯერეთ, ასე მას უფრო გააზრებულად მიირთმევთ და, დიდი ალბათობით, დასანაყრებლად ნაკლები საკვები დაგჭირდებათ.

საუზმის ნეიტრალური ვარიანტები

  • შვრიის ბლინები ქმარსა და შვილებსაც მოეწონებათ. თუმცა, ისინი არა შვრიის ფანტელების, არამედ შვრიის მარცვლებისგან უნდა მომზადდეს – ისინი გაცილებით სასარგებლოა.
  • შემწვარი კვერცხი + კრევეტები + ნებისმიერი ნედლი ბოსნტეული. შეგიძლიათ, საუზმე სატაცურით შეავსოთ. ახლა მისი სეზონია.
  • აგრეთვე, სასარგებლო იქნება ჩიას პუდინგის მიღებაც.
  • ისპანახისა და სიმინდის ფქვილის კვერები ძალიან გემრიელი საუზმეა!

და დაიმახსოვრეთ: როგორი სასარგებლოც არ უნდა იყოს საუზმე, მისი ენერგეტიკული ღირებულება დღიურ ნორმას უნდა ავსებდეს. კალორიების ჭარბ რაოდენობას ორგანიზმი ჭარბ წონად შეინახავს.

რისგან შეგდება თქვენი ნოყიერი საუზმე? მოგვიყევით კომენტარებში თქვენი საყვარელი საუზმის შესახებ: რომელ პროდუქტს შეიცავს იგი და როგორ გრძნობთ თავს მისი მირთმევის შემდეგ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს