1 მარტივი მეთოდი, რომელიც სურდოს სწრაფად და დიდი ხნით მოგაშორებთ.  მხოლოდ 1 ხელმისაწვდომი პრეპარატი დაგჭირდებათ

2015

გაციების სეზონზე ბევრს აწუხებს ისეთი „უსიამოვნება“, როგორიცაა სურდო. თითოეულ ადამიანს მკურნალობის საკუთარი მეთოდი აქვს. „პაპარაცი“ ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს გაგაცნობთ, რომლის დახმარებით სურდოს და გაციებას დიდი ხნით დაივიწყებთ. თქვენ ყველასთვის ცნობილი და იაფი სამკურნალო საშუალება დაგჭირდებათ.

როგორც ამბობენ, ყველაფერი გენიალური მარტივია. მეთოდი საკმაოდ მარტივი და ეფექტურია. სამწუხაროდ, მისი არსებობის და სწორად გამოყენების შესახებ ყველამ არ იცის.

ნაბიჯი № 1 – მოამზადეთ ხსნარი

პირველ რიგში, სოდიანი ხსნარი მოამზადეთ. ამისთვის 1 ჭიქა მდუღარე წყალს 1 ს/კ სოდა აურიეთ. შემდეგ ამ ხსნარით ცხვირი გამოირეცხეთ. გაითვალისწინეთ, რომ გამორეცხვის შემდეგ „სისველის“ უხვად გამოსვლა დაიწყება (სრულად დაცლა აცადეთ). 10-15 წუთი დაელოდეთ და მეორე ეტაპს შეუდექით.

ნაბიჯი № 2 – ცხვირ-ხახის დამუშავება

ყველაზე მთავარი საშუალება – სტრეპტოციდი. სწორედ მისი დახმარებით ცხვირ-ხახას დაიმუშავებთ. ამისთვის, სტრეპტოციდი წვრილი ფხვნილის მისაღებად დაფშვენით. 1 აბი 3-4 პროცედურისთვის გეყოფათ. სტრეპტოციდის ფხვნილი მონაცვლეობით თითოეულ ნესტოში შეისუნთქეთ. ეცადეთ ისე გააკეთოთ, რომ ფხვნილი მხოლოდ ნესტოში მოხვდეს და არა ყელში.

ასეთი პროცედურა პირველი 3 დღის განმავლობაში მაქსიმუმ დღეში 6-ჯერ გაიკეთეთ. შემდეგ სურდო გაქრება.

ყურადღება! ამ მედიკამენტზე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში მისი გამოყენება არ შეიძლება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს