3 წლის წინ სანატორიუმში დავისვენე და სიბერეში საკუთარი დედოფალი ვიპოვე

0
646

როგორ დავუმტკიცოთ სიყვარული საყვარელ ადამიანს? მის გვერდით ვიყოთ, დავეხმაროთ, აღვფრთოვანდეთ, მადლობა გადავუხადოთ. მაგრამ, როგორ დავუმტკიცოთ ჩვენი რჩეულის ნათესავებსა და ახლობლებს, რომ სერიოზული განზრახვები გვაქვს და ყველაფრისთვის ვართ მზად? რაც მთავარია, ღირს თუ არა ამის გაკეთება საერთოდ.

როგორ დავუმტკიცოთ სიყვარული რჩეულს

ჩემს მშობლებს ბავშვობის მეგობარი ჰყავთ. ოლეგ ბიძია ხშირად გვიყვება საინტერესო ისტორიებსდა, ზოგადად, საკმაოდ სიცოცხლისმოყვარული ადამიანია. თუმცა, ერთ-ერთმა ბოლო ისტორიამ გული ამიჩუყა… ჩვენი ნაცნობი პირველად მოგვიყვა ისტორიას, რომელიც მის ცხოვრებას ეხებოდა.

ოლეგ ძია უკვე 60 წლისა. თავის დროზე, შესანიშნავი ცოლი ჰყავდა, ორი შვილი შეეძინათ, ისინიც უკვე დიდები არიან. 10 წლის წინ, მისი ცოლი გარდაიცვალა. მას სერიოზული დაავადება ჰქონდა, ქმარმა კი მის გვერდით გაატარა ბოლო წუთები.

მას შემდეგ, მამაჩემის მეგობარს ურთიერთობა არავისთან ჰქონია. მის ცხოვრებაში ადგილი მხოლოდ სამსახურს ჰქონდა და უკვე ზრდასრულ შვილებთანაც იშვიათად ჰქონდა კონტაქტი. ბინა მათ დაუტოვა, თვითონ კი მოხუც დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვებმა მამას საზღვარგარეთ, სანატორიუმის საგზური აჩუქეს. თავიდან მან უარი თქვა, შემდეგ კი დათანხმდა. ძალიან მძიმე სამსახური ჰქონდა და დრო იყო, რუტინისგან დაესვენა. ოლეგ ძია შვებულებას დაელოდა და გულდამშვიდებული წავიდა დასასვენებლად.

სიყვარული სანატორიუმში

სანატორიუმში ჩვენი მეგობარი მოულოდნელად შეხვდა კარგ ქალბატონს, რომელიც მას ძალიან მოეწონა. დალი ცოტა უმცროსი, ძალიან კონტაქტური, კეთილი და ლამაზი იყო. მათ ბევრი საერთოც აღმოაჩნდათ. დასვენების დანარჩენი დღეებიც ერთად გაატარეს. ქვეყანაში დაბრუნებისას, დალიმ ოლეგს ერთად ცხოვრება შესთავაზა. რისთვის უნდა ეცადათ? ახალგაზრდები აღარ იყვნენ, არც დრო ჰქონდათ და არც ფლირტაობის ძალა.

ოლეგ ძია გადავიდა დალის სახლში გადავიდა და ყველაფერი შესანიშნავად წავიდა. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა: დალისთან მისი ორი ქალიშვილი მივიდა. მათ ოლეგ ძია მაშინვე არ მოეწონათ. მათ განსაკუთრებით არ მოეწონათ ის, რომ იგი მათი დედის ბინაში ცხოვრობდა. რატომღაც იფიქრეს, რომ სწორედ ბინა გახდა ოლეგისა და მათი დედის ურთიერთობის მიზეზი.

ახლა ოლეგ ძია ნაწყენია, რადგან არ უნდა, რომ დედასა და მის შვილებს შორის უთანხმოებად იქცეს. მას ხომ საკუთარი შვილებიც ჰყავს და იცის, რამდენად ძვირფასები არიან შვილები მშობლებისთვის. დალი ცდილობდა, ქალიშვილებისთვის აეხსნა, რომ ოლეგი მასთან ბინის გამო არ იყო. თუმცა, შვილები გაჯიუტდნენ და არაფრის მოსმენა არ სურდათ…

რედაქციისგან

როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? სულ უფრო ხშირად, სწორედ საცხოვრებლის პრობლემები იქცევა კამათისა და დაპირისპირების მიზეზად. არაერთი ოჯახი დანგრეულა უძრავი ქონების გადანაწილებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. იქნებ იცით, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები მსგავს სიტუაციაში?