ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ “ჯადოსნური მალამოს” რეცეპტს. ეს მალამო კურნავს ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა: ნაწიბურები, დამწვრობები, სახსრების ტკივილი, ნაწიბურები ყელში, ეკზემა და ა.შ. მის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა რაფინირებული მცენარეული ზეთი
- ასანთის კოლოფის ზომის ფუტკრის ცვილი
- 1 ც ქათმის კვერცხი
მომზადება და გამოყენება
1. დასაწყისისთვის, ემალის ქვაბში ჩაასხით ჭიქა ზეთი, დაუმატეთ ფუტკრის ცვილი და დადგით ნელ ცეცხლზე, რომ დადნეს.
2. მოხარშეთ კვერცხი მაგრად, მისი გულის ნახევარი დაჭყლიტეთ ჩანგლით.
3. თანდათან დაუმატეთ გული ქვაბს, გამორთეთ ცეცხლი და დააყენეთ 15 წუთით.
4. გადაწურეთ მასა საცერში და შეინახეთ მაცივარში, შუშის ქილაში.
მალამოს ჩვენებები
- დამწვრობის, ჭრილობების, შეშუპების, კბილის ტკივილისა და სახსრების ტკივილის დროს, წაისვით მალამო დაზიანებულ მონაკვეთებზე და შეიხვიეთ. კბილის ტკივილის დროს, წაისვით მალამო ღრძილზე ან მტკივან კბილზე სუფთა თითით ან ბამბის ჩხირით.
- ჰაიმორიტის დროს დაადნეთ 1 ს.კ. მალამო, მაშინვე გაავსეთ პიპეტი და ჩაიწვეთეთ ცხვირში. ჩაიწვეთეთ დღეში ორჯერ, 1-საათიანი ინტერვალით.
- ჩირქიანი ანგინისა და ყელის ტკივილის დროს შეიზილეთ მალამო ყელში და დაიდეთ კომპრესი. პროცედურის გამეორება რეკომენდებულია ყოველ 1 საათში.
- კუჭ-ნაწლავის ტკივილების დროს რეკომენდებულია მალამოს შინაგანად მოხმარება 0.5 ჩ.კ. ოდენობით, დღეში სამჯერ.
- ჩირქოვანი ოტიტის დროს დაახვიეთ ბამბა გრძლად და ჩაიდეთ ყურში. აუცილებლობის შემთხვევაში, შეცვალთ ბამბები და, ამავდროულად, წაისვით მალამოს ახალი ფენა ყურს უკან.
უკუჩვენებები:
ინგრედიენტების ინდივიდუალური აუტანლობა და ალერგია ფუტკრის პროდუქტზე. არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაციაც.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს