ოქსოლინის მალამო: სურდოთი დაწყებული მეჭეჭებით დამთავრებული. იაფი საშუალება თქვენი შეუცვლელი დამხმარეა

3456

ჩვენ გრიპის და სურდოს დაავადებების დროს ხშირად ძვირადღირებულ საშუალებებს ვიყენებთ. „პაპარაცი“ იაფ, ალტერნატვიულ ვარიანტს გთავაზობთ, რომლის დახმარებით არა მხოლოდ სურდოს გაუმკლავდებით. საქმე თეთრებად ღირებულ საშუალებას ოქსოლინის მალამოს ეხება.

ამ მალამოს შემადგენლობაში ოქსოლინი შედის. მალამო გარეგანი და ცხვირში გამოყენებისთვის გამოდის. პირველ შემთხვევაში ნივთიერების რაოდენობა 30 მგ, ხოლო მეორე შემთხვევისთვის 2,5 მგ. დამხმარე ნივთიერებაა პარაფინი. მალამოს ანტივირუსული აქტივობის ფართო სპექტრი გააჩნია, უჯრედებს ვირუსებისგან იცავს.

რისთვის გამოიყენება ოქსოლინის მალამო:

  • გრიპის პროფილაქტიკა
  • ვირუსული რინიტი
  • ჰერპესი, ფსორიაზი
  • მეჭეჭები
  • დერმატიტი
  • თვალის ვირუსული დაზიანება

ამ პრეპარატს უკუჩვენება თითქმის არ გააჩნია, მხოლოდ ჰიპერმგრძობელობა მოქმედი კომპონენტების მიმართ.

როგორ გამოვიყენოთ ოქსოლინის მალამო

გრიპის და ვირუსული რინიტის პროფილაქტიკის მიზნით – ცხვირში. ცხვირის ლორწოვანი გარსის 0,25%-იანი მალამო დღეში 2-3-ჯერ წაისვით.

დერმატიტის და კანის დაზიანების დროს მალამო კანის ზედაპირზე თხელ ფენად დღეში 2-3-ჯერ წაისვით.

თვალის ვირუსული დაავადების დროს 0,25%-იანი მალამო ქუთუთოებზე დღეში 3-ჯერ წაისვით, ან მხოლოდ ღამით.

მალამოს გამოყენების დროს შეიძლება მცირე წვა იგრძნოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს