ლეგენდარული ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“: როდის და როგორ გამოვიყენოთ

0
2996

ვიეტნამური ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“ უკვე წლებია ბევრ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის სხვადასხვა პრობლემებისა და დაავადების დროს შეუცვლელი დამხმარე საშუალებაა. თუ მის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი გსმენიათ, „პაპარაცი“ ამ ჯადოსნურ საშუალებას გაგაცნობთ.

რა შედის „ოქროს ვარსკვლავის“ შემადგენლობაში

ბალზამის შემადგენლობაში შედის: ევკალიპტის ზეთი, პიტნა, დარიჩინი, მიხაკი, მენთოლი, ქაფური, ვაზელინი, პარაფინი, ჭიანჭველის მჟავა და ფუტკრის ცვილი.

როდის და როგორ გამოვიყენოთ:

სხვადასხვა ზეთების და დამხმარე ნივთიერებების კომბინაცია უამრავი დაავადების დროს ძალიან კარგად მოქმედებს. ამ ბალზამს პაციენტებს ექიმებიც კი უნიშნავენ.

მას სურდოს, სახსრების ტკივილის და დაზიანების დროს სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით აქტიურად იყენებენ. ბალზამი კოჟრებს მოგაშორებთ, მწერების ნაკბენით გამოწვეულ ქავილს გააქრობს. გარდა ამისა, თუ ბალზამს კანის შიშველ ნაწილზე წაისვამთ, კოღოები აღარ შეგაწუხებთ.

ასევე ბალზამს იყენებენ:

ხველის საწინააღმდეგოდ

თუ ხველა გაწუხებთ, ეს საშუალება ყელზე, ზურგის ზედა ნაწილსა და მკერდზე წაისვით. შემდეგ თბილად შეიფუთეთ.

თავის ტკივილის დროს

ბალზამი საფეთქლებზე, ყურებთან და ცხვირის ხიდზე წაისვით. ასე თავის ტკივილს მოიშორებთ.

ინჰალაციისთვის

მშრალ ხველას და სურდოს მოიშორებთ, თუ ამ ბალზამით ინჰალაციას გაიკეთებთ. ამისთვის, მცირე რაოდენობით ბალზამი ბალახებით სავსე მდუღარე წყალში გახსენით. დაახლოებით 1 ლ წყალზე 1 პატარა ბალზამი დაგჭირდებათ. თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და ორთქლი ისუნთქეთ.

სურდოს და გაციების პროფილაქტიკის მიზნით

ამ შემთხვევაში ცხვირის კუთხეებთან ბალზამი წაისვით. თუ ცხვირი გაჭედილი გაქვთ, ცხვირის ხიდი და მისი კუთხეები ბალზამით დაიმასაჟეთ. ასევე საშუალება ცხვირთან ახლოს მიიტანეთ და 30 წამით ისუნთქეთ. თქვენ შვებას იგრძნობთ.

კბილის ტკივილის დროს

კბილის ტკივილის შესამცირებლად მტკივნეული კბილის მხარეს ლოყაზე ბალზამი წაისვით. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად ყურის ბიბილო „ოქროს ვარსკვლავით“ დაიმასაჟეთ.

შეშუპებისა და კოჟრების დროს

აბაზანა მიიღეთ, შემდეგ საშუალება დაზიანებულ კანის ნაწილზე წაისვით.

დაღლილობის და დეპრესიის დროს

„ოქროს ვარსკვლავში“ შემავალი ეთერზეთების დახმარებით მას დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. უბრალოდ ბალზამი ცხვირთან მიიტანეთ და შეისუნთქეთ.

გამოყენების განსაკუთრებულობა:

როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებასა და პროდუქტს, ამ ბალზამს თავისი შეზღუდვა აქვს. მისი გამოყენება ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის აკრძალულია.

მალამო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ კანზე ძლიერი დაზიანება, დამწვრობა და ღია ჭრილობა არ გაქვთ. 2 წლამდე ბავშვებში სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება რეკომენდებული არაა.

„ოქროს ვარსკვლავის“ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ბალზამი, მალამო, ინჰალაციის ფანქარი, ცხვირის წვეთები და ფირფიტები.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი