ვის გაათავისუფლებს ივნისი ფინანსური პრობლემებისგან და ვის მოუტანს იღბალს ფულში.

0
2043

იმის გასაგებად, თუ ცხოვრების რომელ სფეროზე “დავდო ფსონი” და რომელი დავტოვო უცვლელად, როდის დავგეგმო შვებულება და როგორ ვიმოქმედო სამსახურში, კარიერულ კიბეზე მაღლა რომ ავიდე, 2021 წლის ივნისის ტარო-პროგნოზს შევისწავლი. ანჯელინა პერლის პროგნოზებს ყოოველთვე მოუთმენლად ველი.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორი ცვლილებები გველის 2021 წლის პირველ თვეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. იღბლიან ზაფხულს გისურვებთ!

2021 წლის ივნისის ტარო-პროგნოზი

  • ვერძი

ივნისის პირველი სამი კვირის განმავლობაში, დაივიწყეთ ყოველგვარი წამოწყება, აი, ზაფხულის პირველი თვის ბოლო კვირას კი დაიწყეთ სწავლა ან ახალი საქმის გამოცდა. კარგი იქნება რამის ყიდვა, უძრავი ქონებისაც კი – შენაძენი ძალიან იღბლიანი გამოვა.

რაღაც ძველი უნდა დაასრულოთ, მომავლის კარი რომ გააღოთ. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, თუმცა, უნდა მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და ნიშნებს მიაქციოთ ყურადღება. საბოლოოდ, ვერძი სამყაროს წინაშე მადლიერი იქნება იმ შესაძლებლობებისა და სასიამოვნო სურპრიზებისთვის, რომლებსაც 2021 წლის ივნისი მოუტანს.

  • კურო

თვის დასაწყისში, კუროს გეგმები მარცხს განიცდის. რაღაც დაინგრევა, თუმცა, ეს დადარდიანების მიზეზი არაა, ცვლილებები ხომ, ხშირად, გაუმჯობესებისკენაა მიმართული. იცვლება შეხედულება გარშემომყოფი ადამიანებისა და, ზოგადად, ცხოვრებისადმი.

ფული ცოტა უფრო გვიან შეიძლება მოვიდეს, ვიდრე ელოდებით, თუმცა, ნამდვილად მოვა. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანს და ფრთხილად იყავით საჭესთან. გთხოვთ, ნუ გაასესხებთ ფულს – დიდი ალბათობით, მას ვერ დაიბრუნებთ. აი, ახლობლებისა და ნათესავების დახმარება შესაძლებელი და აუცილებელიცაა.

  • ტყუპები

ზაფხულის პირველი თვის მოსვლასთან ერთად, ტყუპებს იღბალი გაუღიმებთ. ივნისში უნდა ელოდოთ სამსახურში დაწინაურებას, ხელის თხოვნას ან ორსულობის ამბავს.

ემოციებს ვერ დაიტევთ. ეს შეიძლება ახალ რომანს ან ჰობის დაუკავშირდეს. დაუთმეთ დრო შემოქმედებას – ამ დროისთვის ძალიან ხელსაყრელი საქმიანობაა.

  • კირჩხიბი

ივნისის პირველ ნახევარში რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან და ახლობლების წრეში. იქნებ, ახლა საუკეთესო დროა ძველ მეგობრებთან შეხვედრისა და მათთან გართობისთვის. სავსებით შესაძლებელია, რომ ივნისში კირჩხიბი შემოსავლების ახალ წყაროს იპოვის.

კირჩხიბს ივნისში საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან ყურადღება არ მოაკლდებათ. ამაში გასაკვირი არაფერია, თქვენ ხომ გარეგნობას უფრო მეტ დროსა და ყურადღებას უთმობთ. საკუთარ იმიჯზე არამხოლოდ მადამი, არამედ სერიოზული მესიეც იზრუნებს.

  • ლომი

2021 წლის ივნისის ტარო-პროგნოზი ლომებისთვისაა საუკეთესო! ამ სამეფო ნიშნის წარმომადგენლების გარშემო მხოლოდ ერთგული მეგობრები და დადებითად განწყობილი კოლეგები აღმოჩნდებიან. სამსახურთან დაკავშირებული ყველა პრობლემა სწრაფად და მარტივად გადაწყდება.

ეს დასასვენებლად საუკეთესო დროა. მით უმეტეს, რომ ფინანსურ სფეროში ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ლომს შეუძლია, ფული სხვადასხვა სახის გასართობს დაახარჯოს.

  • ქალწული

ცხოვრების ჩვეულ რიტმში რაღაც შეიცვლება ან განადგურდება. ზაფხულის პირველ თვეში ქალწული თავს ხშირად აღმოაჩენს უჩვეულო სიტუაციებში. თუ ეს სიტუაციები შვებულებასთან იქნება დაკავშირებული, ქალწულს საკმაოდ უჩვეულო დასვენება ელის. თუ გარკვეული ტიპის სტრესი წარმოიქმნება, ის მხოლოდ გააძლიერებს ქალწულს და ამ ნიშანს წაადგება.

ფული ეყოფა ყველაფერზე, რაც სჭირდება, ამიტომ ნუ გაუშვებთ ხელიდან სასურველი ნივთების შეძენის შანსს. ფრთხილად იყავით საჭესთან!

  • სასწორი

იურიდიული საქმეები, გასაუბრებები და დოკუმენტებთან დაკავშირებული საქმეები წარმატებით დაგვირგვინდება. ივნისში სამსახურებრივი წინსვლის ალბათობა მოჩანს. სასწორი შეიძლება გახდეს იმ სიტუაციის ტყვე, რომელშიც რაღაც უნდა გაარკვიოს, დაამტკიცოს.

თუმცა, ამის გამო ნუ მოიწყენთ, იღბალი თქვენს მხარესაა. ეცადეთ, კონფლიქტებს თავი აარიდოთ, რამდენადაც შეძლებთ. მოსალოდნელია სახლის გამოცვლა, ოღონდ ეს თვის ბოლოსკენ.

  • მორიელი

ივნისში მორიელის ზურგს უკან ბევრი ილაპარაკებს. ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას, რადგან ამით ვერაფერს დაგაკლებენ. სიფხიზლისა და გამოღვიძების შეგრძნება ივნისის შუა რიცხვებში დაგეუფლებათ.

ფინანსების თვალსაზრისით, ყველაფერი გლუვად და სტაბილურად ჩაივლის. ეცადეთ, უფრო დელიკატური იყოთ ურთიერთობებსა და გამოთქმებში: ნუ გააკრიტიკებთ და იყავით თავაზიანი.

  • მშვილდოსანი

გამოფხიზლების შეგრძნება და ცვლილებები გაჩნდება. სამსახურის ან პროფესიის გამოცვლა მოგინდებათ. მოსალოდნელია წამიერი სირთულეები, თუმცა, ყველაფერს გაუმკლავდებით. ფული გეყოფათ ყველაფერზე, რაც გჭირდებათ.

ურთიერთობის თვალსაზრისით, ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება. ძალა გეყოფათ ყველაფერზე, რასაც ჩაიფიქრებთ. ჯანმრთელობაზეც არ დაიჩივლებთ.

  • თხის რქა

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ცხელი ივნისია მოსალოდნელი. ეს თვე სავსე იქნება მრავალი შთამბეჭდავი მომენტით, რომლებსაც ღიმილით მოიგონებთ.

სავსებით მოსალოდნელია, რომ შვებულებაში წახვალთ, შორეულ ნათესავებს ნახავთ და რამე ახალს ისწავლით. 2021 წლის ივნისით თხისრქები კმაყოფილი იქნებიან.

  • მერწყული

ივნისი მერწყულისთვის სრიალით ჩაივლის. ამ ნიშნის წარომადგენლები არამხოლოდ დაწყებულ საქმეს დაასრულებენ, არამედ ხელს საინტერესო, პერსპექტიულ საქმესაც მოჰკიდებენ.

მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, რომლებზეც აღელვებაც კი არ ღირს. აუცილებლად იპოვით არაორდინალურ გამოსავალს!

  • თევზები

შვებულებაში გასვლის ან საკუთარი ბიზნესის გახსნის სურვილი გაგიჩნდებათ. სწორედ ამ პირველზე უნდა დადოთ ფსონები. შეჩერდით და დაუთმეთ დრო დასვენებას. აღიდგინეთ ძალები, გაივსეთ ენერგიით.

2021 წლის ივნისში თევზები შემოსავლების ზრდას ან წარსული შრომის მოსავალს უნდა ელოდონ. ჯანმრთელობა წუწუნის საბაბს არ მოგცემთ.

მოგეწონათ 2021 წლის პროგნოზი? გაგვიხარდება, თუ კომენტარებში გვეტყვით, თუ როგორ აპირებთ ამ ზაფხულის გატარებას და რას ელოდებით მისგან.