ასტროლოგია დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ და სასიკეთოდ გამოიყენოთ ხასიათის ფარული შტრიხები, მიდრეკილებები, ძლიერი და სუსტი მხარეები.
ბევრ ჩვენგანს ამოუკითხავს ზოდიაქოს ნიშნების აღწერებში მნიშვნელოვანი და დასაჯერებელი ინფორმაცია – ყველა ადამიანი ხომ ასე თუ ისე დაკავშირებულია ირგვლივ არსებულ სამყაროს, მათ შორის პლანეტების მოძრაობასთან (განსაკუითრებით დაბადების მომენტში).
გინდათ გაიგოთ, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნები უფრო ხშირად აღწევენ მწვერვალებს სულიერი ძალის წყალობით?
მაშინ ჩაიკითხეთ ბოლომდე:
1. ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
ეს ზოდიაქოს ერთ-ერთი უძლიერესი ნიშანია. ვერძი არის ენერგიით სავსე, გამოირჩევა შეუპოვრობით და ავანტიურიზმით. ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს არაფერი არ აშინებთ, მზად არიან მიიღონ ახალი გამოწვევა, აქვთ სამეთაურო თვისებები.
ვერძს აქვს მეამბოხე ხასიათი და ხშირად იმპულსური არის. ამის გამო მას ხშირად ერთი ან ორი მტერიც ჰყავს. ასეთ ადამიანს არ აშინებს თავისი აზრის გამოთქმა ნებისმიერ საკითხზე, ერთობ ჯიუტია და მისი დარწმუნება ძნელი ხდება. აი რა განაპირობებს ვერძის სიძლიერეს: სამეთაურო თვისებები, დაუცხრომელი ენერგია და შიშის არქონა.
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან: იოჰან სებასტიან ბახი, მაია ენჯელოუ, რენე დეკარტი, ჰარი გუდინი, ბილი ჰოლიდეი, ჩარლი ჩაპლინი, ლედი გაგა.
2. ღრიანკალი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)
ღრიანკალი – ძალზედ ძლიერი პირადული ხასიათის მქონე ადამიანი. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ემოციურ დონეზე. თუ რაიმეს მოისურვებს, მიიღებს. ის ხედავს მიზანს და ვერ ამჩნევს დაბრკოლებებს.
ღრიანკალის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ჩვეულებრივ ძალიან კრიტიკულები, ცოტათი ქედმაღლები არიან. მათ რთულად თუ ეხერხებათ კოლექტივთან შეგუება. სიყვარულშიც ისინი თავის ძლიერ ხასიათს ავლენენ: ღრიანკალი – ერთ-ერთი ვნებიანი ნიშანია. მისი მატარებლები ძალზედ მოსიყვარულეები არიან პარტნიორებთან. ბევრი ღრიანკალს მიიჩნევს ზოდიაქოს უძლიერეს ნიშნად.
ღრიანკალის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან: პაბლო პიკასო, მარია-ანტუანეტა, ჯიმი კიმელი, ლეონარდო დი კაპრიო, ქეთი პერი, რაიან ჰოსლინგი.
3. კირჩხიბი (22 ივნისი – 23 ივლისი)
კიბორჩხალას ნიშნის ქვეშ დაბადებული არის ძალზედ ძლიერი და დაჟინებული ადამიანი. ის გამოირჩევა სანდოობითა და წინდახედულობით. თავის ამბიციებს იგი ავლენს როგორც პროფესიაში, ისე პირად ურთიერთობებში. ის ძალზედ მომთხოვნია მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ, მისმა გულწრფელობამ ზოგჯერ შეიძლება ავნოს გარშემო მყოფთ.
რატომ არის კიბორჩხალა ზოდიაქოს ძლიერი ნიშანი? საკუთარ თავში რწმენა ეხმარება კაცს მიიღოს ყველაფერი, რაც სურს. პერფექციონიზმი ეხმარება ადამიანს წარმოუდგენელი ნივთების შექმნაში.
კიბორჩხალას ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან: გუსტავ კლიმპი, გაი იულიუს ცეზარი, მერილ სტრიპი, ჯორჯ ბუში, ფრიდა კალო, პრინცი უილიამი.
4. ლომი (24 ივლისი – 23 აგვისტო)
ლომის განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს მისი გაბატონებული ხასიათი. ის პირველობისათვის იბადება და გაჭირვების წინაშე უკან არ იხევს
ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს აქვთ სტრატეგიის დაგეგმვისა და შემუშავების უნარი, რაც მათ ეხმარებათ მიზნების მიღწევებში.ლომების განკარგულებაში არსებული ძალა მათ ანიჭებთ მეტისმეტ სიამაყეს, ქედმაღლობას და სიჯიუტეს.
ლომი – ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნიშანია. ის სხვებს იზიდავს თავისი არაჩვეულებრივი ქარიზმითა და ენერგიით.
ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან: ენდი უორჰოლი, ბარაქ ობამა, მადონა, ლუი ამსტრონგი, ჟაკლინ კენედი, ამელია ერჰარტი.
ხომ არ იპოვეთ საკუთარი თავი ამ სიებში? გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს!