უკვე მეშვიდე წელია, სიძეს ვანებივრებ, მან კი დასასვენებლად არ წამიყვანა

703

როგორ დავამყაროთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში, რომელშიც სამი თაობა ცხოვრობს ერთად? გვჭირდება თუ არა ნათესავებისგან დასვენება? Paparazzi.ge-ის რედაქცია ამ საკითხის განხილვას განაწყენებული სიდედრის ისტორიაზე დაყრდნობით გთავაზობთ. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

სიდედრის ისტორია

“7 წლის წინ, ჩემმა ქალიშვილმა (ლაურამ) მის ქმართან და მასთან გადასვლა შემომთავაზა. გადაწყვეტილება, სიმართლე რომ გითხრათ, რთულად მივიღე. ხანგრძლივი, შრომატევადი გადასვლა მელოდა. გარდა ამისა, ნაცნობებისა და მეგობრების მიტოვებაც მომიწევდა.

მაგრამ მაინც დავთანხმდი ბოლოს. მაშინ ჩემი შვილი ორსულად იყო და მესმოდა, რომ მას ჩემი მხარდაჭერა და დახმარება დასჭირდებოდა, როცა ბავშვი გაჩნდებოდა. ასეც მოხდა. მას შემდეგ, როგორც კი შვილიშვილი გაჩნდა, სულ მას ვუვლი. გარდა ამისა, საყოფაცხოვრებო საქმეებიც მე მაწევს ზურგზე.

რა თქმა უნდა, ლაურა სულ ცდილობდა ჩემთვის საქმის ხელიდან გამორთმევად, უნდოდა, რომ დამესვენა. მაგრამ მესმოდა, რომ სამსახურიდან მოსვლის შემდეგ ვერ მოახერხებდა სახლის დალაგებასა და საჭმლის მომზადებას. ამიტომ, თვითონ ვამზადებდი სადილ-ვახშმებს, სიძის პერანგებს ვაუთოებდი, სახლსაც ვალაგებდი.

აღმოჩნდა, რომ ყველაფერს ტყუილად ვაკეთებდი! ჩემი ძალისხმევა ამ 7 წლის განმავლობაში არავის დაუფასებია. თურმე, ჩემი მზრუნველობა არავის სჭირდება. აღმოჩნდა, რომ მათ ჩემგან უნდოდათ დასვენება.

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ სიძე დასასვენებლად თურქეთში აპირებს წასვლას, მთელი ოჯახით. ანუ, მთელი მისი ოჯახით – ცოლითა და შვილით. მე კი, როგორც ჩანს, მის ოჯახში არ შევდივარ. ჩემთვის დასვენება არ არსებობს!

მე და ჩემს სიძეს ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. თავიდანვე მომეწონა: განათლებული, ინტელიგენტი, აღზრდილი. მოკლედ, ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს შვილს ქმარში გაუმართლა. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ხელი სთხოვა.

ისიც ყოველთვის კარგად მექცეოდა და უცებ ასეთი საქციელი… რით დავიმსახურე?

ლაურა მეუბნება, რომ მთელი ოჯახით უნდათ დასვენება, მე კი, თურმე, მათგან დავისვენებ. ამბობს: “დაქალებს შეხვდები, გაერთობი. აბა სულ ბავშვს უვლი, შენც ხომ გინდა დასვენება.”

როგორ გავიგო ეს? რით მოვაბეზრე თავი ასე ძალიან, რომ ჩემგან დასვენება დასჭირდათ? ყველაფერს მათთვის ვაკეთებდი!”

თქვენ რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე? როგორ ფიქრობთ, საწყენი იყო მოვლენათა ასეთი განვითარება?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს