მარწყვის ჯემი, კენკრის მურაბა – როგორც არ უნდა უწოდოთ ამ ტკბილეულს, ნერწყვი აუცილებლად მოგადგებათ. მართლაც, რა უნდა იყოს სახლის მურაბაზე უფრო გემრიელი?
გამოცდილმა დიასახლისებმა ზუსტად იციან, რა სჭირდებათ არომატული ტკბილეულის მოსამზადებლად. თუმცა, ხანდახან მათაც კი მოსდით შეცდომები. მსგავსი შემთხვევა რომ თავიდან აგაცილოთ, დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, რა შეცდომას უშვებენ მარწყვის მურაბის მომზადებისას ყველაზე ხშირად.
მარწყვის მურაბა
მურაბის მოსამზადებლად უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა, 2-3 კულინარიული ხრიკი სულ სხვანაირად ფასობს. დავიწყოთ ყველაზე ბანალური, თუმცა, ბევრისთვის უცნობი ხრიკით. მნიშვნელოვანია ინსტრუქციების მკაცრად დაცვა და თანაფარდობების გათვალისწინება. თანაც, როცა ამდენ კენკრას ვყიდულობთ, გვინდა, რომ არ გაფუჭდეს და მისგან რამე ძალიან გემრიელი გამოვიდეს.
თუ ძალიან ბევრი მარწყვი შეიძინეთ, მურაბა ან ჯემი რამდენიმე მისვლაზე უნდა მოამზადით. ან უბრალოდ 2-3 ცალკე ქვაბში მოხარშოთ. ასე ნამდვილად არ შეცდებით და გემრიელ, არომატულ დესერტს მიიღებთ.
1. რა საჭიროა შაქარი
მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ კენკრა ისედაც ტკბილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლები შაქარია საჭირო. ეს პროდუქტი არამხოლოდ გემოს, არამედ კონსისტენციისთვისაც აუცილებელია. წყალში გახსნისას ხომ შაქარი სიროფად იქცევა. ეს ჯემს ერთგვაროვან და ვისკოზურ მასად აქცევს.
საჭირო რაოდენობის შაქრის გარეშე, მურაბა წყალს დაემსგავსება. თუ ხედავთ, რომ რეცეპტში მართლა ზედმეტი შაქარია მოცემული, უბრალოდ სხვა რეცეპტი იპოვეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაეყრდნოთ იღბალს, როცა თანაფარდობას დამოუკიდებლად ცვლით.
2. ლიმონის წვენის აუცილებლობა
მურაბის კარგ რეცეპტში აუცილებლად შეხვდებით ლიმონის წვენს. ნუ უგულებელყოთ ამ ინგრედიენტს: ჯემს არ აამჟავებს. უპირველეს ყოვლისა, ლიმონმჟავა არეგულირებს დესერტის სიტკბოს. აგრეთვე, ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს, რომელიც მურაბის გასქელებას უზრუნველყოფს.
საშუალოდ, 3 კგ მარწყვის მურაბას 1 საშუალო ლიმონი სჭირდება. თუ ჯემში მისი მკვეთრი გემო არ მოგწონთ, აუცილებლად შეიძინეთ ლიმონმჟავა. 5 გ საკმარისი იქნება.
3. პექტინის თავისებურებები
რეცეპტების უმეტესობა პექტინს მოიცავს. თუმცა, ბევრს ეს აეჭვებს. რეალურად, ეს ინგრედიენტი მოგცემთ იმის გარანტს, რომ მურაბის კონსისტენცია იდეალური იქნება.
საქმე ისაა, რომ თავაც მარწყვი ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს პექტინს. როგორც უკვე ვთქვით, ამ ნივთიერებას ლიმონი შეიცავს. აგრეთვე, ხანდახან, მურაბას ვაშლის ნაჭრებსაც უმატებენ, რაც მაინც არ იქნება საკმარისი კარგი შედეგის მისაღებად. პექტინი მურაბის გადახარშვას უშლის ხელს, მას სასიამოვნო ელფერსაც უნარჩუნებს. სხვათა შორის, პექტინის რაოდენობა მარწყვის სახეობაზეცაა დამოკიდებული. ამიტომ, პირველ რიგში, რეცეპტის რეკომენდაციები წაიკითხეთ.
4. ხარშვის დრო
ზოგი დიასახლისი მურაბას ცოტა ხანს ხარშავს – ფიქრობენ, რომ ვიტამინები ასე უფრო შენარჩუნდება. სხვები კი არ რისკავენ და კენკრას ნელ ცეცხლზე ბოლომდე ხარშავენ. საქმე ისაა, რომ პირველ შემთხვევაში ჯემი ძალიან ცოტა ხანს შეინახება.
გარდა ამისა, კენკრა რომ არ ამჟავდეს, იგი ცოტა უფრო მეტხანს უნდა ხარშოთ, ვიდრე ნებისმიერ რეცეპტში. თანაც, არაა სასურველი მისი ჩახარშვა, თორემ შეუხედავ, ფაფისებრ, ფერმკრთალ მასას მიიღებთ. სხვათა შორის, ამავე მიზეზითაა მნიშვნელოვანი, რომ მურაბისთვის მთლიანი და მსხვილი კენკრა უნდა აირჩიოთ და არა რბილი და დაჟეჟილი. გირჩევთ, ასეთი კენკრა კომპოტისთვის გამოიყენოთ.
რედაქციისგან
მარწყვის მურაბის ხარშვა ფაქიზი საქმეა. მაგალითად, მნიშვნელოვანია შესაფერისი ჭურჭლის არჩევაც. ამისთვის მხოლოდ მინანქრიანი ქვაბი ან თასი გამოდგება. თუ ჯემს ალუმინის ქვაბში მოხარშავთ, კენკრა მაშინვე ამჟავდება. ფოლადის ქვაბი მურაბას უსიამოვნო გემოს დააყოლებს. ხარშვისას დესერტს მხოლოდ ხის კოვზოთ უნდა მოურიოთ. გამოდგება პლასტმასის ან სილიკონის კოვზიც.
სულ ეს იყო. იმედია, ჩვენი მითითებები დაგეხმარებათ მარწყვის დესერტის ზამთრისთვის შენახვაში. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ თქვენც გაგვიზიარებთ ამ ტკბილეულის რეცეპტს.