ჩვენ ყველას გვსურს სილამაზის, ახალგაზრდობისა და მიმზიდველობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, ხშირად მივმართავთ კოსმეტოლოგებისა და ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების დახმარებას. თუმცა, ცნობილი ბრენდი და ძვირადღირებული შეფუთვა სულაც არაა იმის წინაპირობა, რომ საშუალება დაგეხმარებათ.
ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგების მიღწევაში, თანაც მინიმალურ ფასად.
აფთიაქში იპოვით შესანიშნავ, უბრალო პრეპარატებს, რომლებიც ძალიან იაფი ღირს, თუმცა კანს იმაზე უკეთ გარდაქმნის, ვიდრე ნებისმიერი კოსმეტოლოგი. ერთ-ერთი ასეთი სასწაულმოქმედი პრეპარატია A და E ვიტამინების კაფსულები ზეთისი სახით – აევიტი.
აღნიშნულ საშუალებაში არაფერია უჩვეულო – უბრალოდ A და E ვიტამინების მასა, რამდენადაც ეს ვიტამინები ცხიმხსნადია და სხვა პირობებში უსარგებლოა. სწორედ ეს ვიტამინები აგებს პასუხს კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეზე. ეს ვიტამინები ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტებია.
რეტინოლის პალმიტატი (A ვიტამინის ფორმა):
- ქსოვილებში რეგულარული მიმოცვლა;
- ზრდის უჯრედულ იმუნიტეტს;
- ასტიმულირებს ეპითელიუმის უჯრედების გამრავლებას, რაც აახალგაზრდავებს კანს;
- აუცილებელია ქსოვილების დამცავი ფუნქციის გაუმჯობესებისთვის;
- ინარჩუნებს ტენს კანის უჯრედებში;
- რეტინოლის შინაგანი მიღება და გარეგანი გამოყენება კურნავს კანის არართული ფორმის კიბოს;
- აქვეითებს ვირუსებისა და ბაქტერიების განვითარებას, იცავს კანს მავნე გარე-ფაქტორებისგან;
- აუმჯობესებს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას;
- ზრდის E ვიტამინის ანტიოქსიდანტურ თვისებას, რომელიც, თავის მხრივ, რეტინოლს ამჟავების საშუალებას არ აძლევს.
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი – ცხიმხსნადი ვიტამინი
- აქვს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;
- არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ქსოვილებში;
- ასტიმულირებს ქსოვილებში მიკროცირკულაციას და არეგულირებს ტროფიკას;
- აღწევს ეპიდერმისის ღრმა ფენებში და აახლებს კანს;
- ათეთრებს და აცილებს პიგმენტურ ლაქებს;
- აახალგაზრდავებს კანს და ასტიმულირებს ახალი უჯრედების რეგენერაციას.
ეს 2 კომპონენტი კარგად ურთიერთქმედებს და ავსებს ერთმანეთის.
ისინი ერთად, პირველ რიგში:
- ახდენს გამაახალგაზრდავებელ მოქმედებას;
- აგლუვებს წვრილ ნაოჭებს, ხოლო ღრმებს უფრო შეუმჩნეველს ხდის;
- აუმჯობესებს სახის ფერს;
- კანს ხდის უფრო მკვრივსა და ელასტიურს, ნაკლებად მგრძნობიარესა და რეგენერაციულს;
- ავიწროვებს ფორებს, კურნავს მუწუკებს;
- გაძლიერებული რეგენერაციული თვისებების წყალობით. მუწუკების კვალი ძალიან სწრაფად ქრება.
აევიტის მიღება/არმიღება მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენადაც ვიტამინების დოზა საკმაოდ მაღალია და უნდა მიიღოთ იმდენი, რამდენიც ორგანიზმს სჭირდება, და არა მეტი. არც ერთი წამით არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე სასარგებლო ვიტამინების დოზის გადაჭარბებაც კი იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.
ხოლო, თუ აევიტს სახისთვის გარეგანად გამოვიყენებთ, შესაძლო ალერგიული რეაქციების გარდა, სხვა არაფერი არ მოხდება.
აევიტი სახისთვის უნდა გამოიყენოთ, როცა:
- კანი ცხიმიანი და პრობლემურია, სახეზეა მუწუკები და მათი კვალი;
- კანი მშრალი, გაუწყლოებულია;
- აღინიშნება დერმატოზები და ფსორიაზი. აევიტი ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს კანის საფარველზე, რის წყალობითაც შეიძლება კანის მრავალი პრობლემისგან გათავისუფლება;
- აღინიშნება სებორეა და თმისცვენა. კანის ეს პრობლემა აევიტის ლოკალური გამოყენებითაც იკურნება.
არსებობს A და E ვიტამინების ნაზავის გამოყენების რამდენიმე საშუალება:
სუფთა სახით
ნემსით გახვრიტეთ ერთი კაფსულა, შიგთავსი წაისვით სახეზე მსუბუქი, მასაჟური მოძრაობებით, სანამ ზეთი არ შეიწოვება კანში. უმჯობესია, ეს ღამით გააკეთოთ – ამ დროს კანი უფრო მარტივად იწოვს სასარგებლო ნივთიერებებს და დროც უფრო მეტი აქვს ამისთვის. თუ პროცედურას ყოველ საღამოს ჩაატარებთ, 10 დღის შემდეგ პირველ შედეგებს იხილავთ. გამოხმაურებების თანახმად, აევიტი გაშორებთ ნაოჭებს, მუწუკებსა და კანის გაუწყლოებას.
ღამის კრემის დანამატის სახით
ამის გაკეთება სხვადასხვაგვარად შეიძლება: პირველი ვარიანტია რამდენიმე წვეთი ვიტამინური ზეთის დამატება ღამის კრემში, ხოლო მეორე – აევიტის კანზე დატანება კრემის წასმიდან 30 წუთის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეფექტი დაახლოებით ერთნაირია.
აევიტი ნაოჭების წინააღმდეგ – სახის ნიღბები
რამდენადაც A და E ვიტამინები ტანდემში მძლავრ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ტოვებს კანზე, მას პირველ რიგში ნაადრევი დაბერებისა და ნაოჭების წინააღმდეგ იყენებენ.
ერთი კაფულა აევიტის შიგთავსი დაუმატეთ ნებისმიერ გამაახალგაზრდავებელ ან მშრალი კანის ნიღაბს. შეგიძლიათ ეს ზეთი სხეულის სკრაბსაც დაუმატოთ – მისი გამოყენების შემდეგ, კანი ღვთაებრივი ხდება.
აევიტი მუწუკების წინააღმდეგ
რა თქმა უნდა, მუწუკების წინააღმდეგ სასარგებლოა A ვიტამინი, ხოლო E ვიტამინი აუმჯობესებს რეტინოლის მუშაობას და არ აძლევს მას ამჟავების საშუალებას, ამიტომ ყოველთვის ეცადეთ, ეს ორი ვიტამინი ერთად გამოიყენოთ.
ფრჩხილების ზრდისთვის
ჩვეულებრივ, კაფსულებს უბრალოდ ჩხვლეტენ და შიგთავსს იზელენ ფრჩხილებსა და ნუნებში. გამოხმაურებების მიხედვით, ეს საშუალება სწრაფად და ეფექტურად მუშაობს. ფრჩხილები უფრო ელასტიური ხდება პირველივე გამოყენების შემდეგ, ხოლო თუ ზეთს კვირაში 3-4-ჯერ გამოიყენებთ ძილის წინ, ფრჩხილები აღარ აიქერცლება და უფრო სწრაფად გაიზრდება.
თავის კანის სებორეისა და თმისცვენის წინააღმდეგ
სუფთა სახით, აევიტი თავზე რთულად გამოიყენება, ამიტომ რეკომენდებულია მისი დამატება თმის ნიღბებში. ამისთვის აიღეთ რამდენიმე კოვზი ზეითუნის, აბუსალათინის ან ოროვანდის ზეთი და 2 კაფსულა აევიტის შიგთავსი. შეურიეთ ინგრედიენტები და დაიტანეთ ნიღაბი ჯერ თავის კანზე, შემდეგ, რაც დარჩება – თმაზე. სასურველია შეიხვიოთ თავი პირსახოცით და გაიჩეროთ 30 წუთით. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ, 1 თვის განმავლობაში.
კვერცხის გულის ნიღაბი
გამოიყენეთ 2 კვერცხის გული და 2 კაფსულა აევიტი. ნიღაბი გაიჩერეთ 30 წუთით, გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.
რჩევა: აევიტი სახის კანისთვის, ისევე, როგორც თმისთვის, შეგიძლიათ ნებისმიერი საშინაო საშუალებისა და ნიღბის დამატებით კომპონენტად გამოიყენოთ.