შვილმა და სიძემ პიცა იყიდეს, მშობლებს არ შესთავაზეს, თავიანთ ოთახში შეჭამეს

0
375

როგორ ფიქრობთ, ბიუჯეტისა და საკვები პროდუქტის გაყოფა ხელს უშლის ან ეხმარება მრავალრიცხოვანი ნათესავების ერთ სახლში ბედნიერად ცხოვრებას? დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ცხოვრებისეულ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ წააჩხუბა ერთმა მცირე უსიამოვნო შემთხვევამ მეგობრული ოჯახი მთელი თვით, და გავიგებთ, თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა. დაგვეხმარეთ გამოსავლის პოვნაში.

უსიამოვნო შემთხვევა

“ადრე მე, ჩემი ქმარი, უმცროსი ქალიშვილი და შვილიშვილი ერთად ვცხოვრობდით. 2 წლის წინ, უფროსმა ქალიშვილმა და მისმა ქმარმა ბინის ყიდვა გადაწყვიტეს. ქირაში ფული რომ არ ეხარჯათ, ჩვენთან გადმოსვლა გვთხოვეს, ფულის დაგროვების მიზნით. 

ჩვენ საკმაოდ დიდ სახლში ვცხოვრობთ, ამიტომ დავთანხმდით. ბოლო დრომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა, რამდენიმე კვირის წინ შევნიშნე, რომ თინა და სიძე უცნაურად იქცეოდნენ.

ბოლო დროს შეწყვიტეს პროდუქტის შეძენა და ჩვენთან ერთად ჭამა. დილაობით, თითქოს, სამსახურში ეჩქარებოდათ, საღამოობით კი გვიან ბრუნდებოდნენ, როცა ჩვენ უკვე გვეძინა ხოლმე.

ვიფიქრე, ახალგაზრდული საქმეები აქვთ, ალბათ, გვიანობამდე მუშაობენ ან მეგობრებს ხვდებიან-მეთქი. ვდარდობდი კიდევაც, რას ჭამენ-მეთქი. შევთავაზე, სადილს მოგიმზადებთ და გაგატანთ-მეთქი, მაგრამ უარი თქვეს. 

ერთხელ კი, სადილობისას, ქმარმა მითხრა, რომ დაინახა, როგორ შეჰქონდათ თინასა და სიძეს პროდუქტით სავსე პარკები ოთახში. დილაობით კი წამოსცდათ, რომ საძინებელში პროდუქტის საწყობი მოაწყეს.

ჩვენი საუბრიდან მალევე სიტუაცია განმეორდა. მივხვდით, რომ ბავშვები მუდმივად ასე იქცეოდნენ. ჩუმად ჭამდნენ ყველაფერს, ჩვენთვის განაწილებაზე კი არც უფიქრიათ.

გულახდილი საუბარი

ერთ დღესაც ყელში ამომივიდა და გადავწყვიტე, ქალიშვილს დავლაპარაკებოდი. ნერვები მომიშალა იმ ფაქტმა, რომ ახლობლებს საჭმელს უმალავს.

თინას პასუხმა საერთოდ შოკში ჩამაგდო! “დე, ხომ იცი, რომ ახლა ბინის ფულს ვაგროვებთ. მთელ ოჯახს ვერ ვაჭმევთ. იმას, რასაც შენ ამზადებ, არ ვჭამთ, რადგან მივეჩვიეთ სხვა რაციონს. სულ ესაა.” – უშფოთველად მიპასუხა.

რა უნდა მეთქვა? ჩვენს საჭმელს მართლაც არ მიირთმევდნენ, რა პრეტენზია უნდა მქონოდა? ცალკე იკვებებოდნენ, მაგრამ თავიანთ ფულს ხარჯავდნენ. ბოლოს და ბოლოს, დანარჩენ ხარჯებს რაც შეეხება, თანაბრად ვიყოფდით.

და მაინც, ამ უსიამოვნო შემთხვევამ ძალიან მატკინა გული. ამ დიალოგის შემდეგ, ჩვენ თითქმის აღარ ვლაპარაკობთ. უკვე 1 თვეა, უცხო ადამიანებივით ვცხოვრობთ. დროა, რაღაც შეიცვალოს. მაგრამ რა? თინას ამ პოზიციის მიღება მე არ შემიძლია. ვფიქრობ, რახან ერთ სახლში ოჯახივით ვცხოვრობთ, შესაფერისად უნდა ვიქცეოდეთ.”

თქვენ რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე? როგორ ფიქრობთ, ვინაა მართალი – დედა თუ შვილი?